შეთანხმება საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და უკრაინის იუსტიციის სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ

  • Word
შეთანხმება საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და უკრაინის იუსტიციის სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ
დოკუმენტის ნომერი -
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 19/11/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გაურკვეველი, -, 03/12/2009
ძალაში შესვლის თარიღი 19/11/2009
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.000742
  • Word
-
19/11/2009
გაურკვეველი, -, 03/12/2009
480610000.03.030.000742
შეთანხმება საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და უკრაინის იუსტიციის სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

შეთანხმება

საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და უკრაინის იუსტიციის სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და უკრაინის იუსტიციის სამინისტრო შემდგომში „მხარეებად“ წოდებული,

 სურთ რა გააღრმავონ კეთილგანწყობილი ურთიერთობები ორ სახელმწიფოს შორის;

დარწმუნებულნი არიან რა საზოგადოების ცხოვრებაში იუსტიციის ორგანოების როლის მნიშვნელობაში;

აღიარებენ რა, რომ სამართლებრივ სფეროში ცოდნისა და გამოცდილების გაცვლა შეესაბამება ორივე ქვეყნის იუსტიციის სამინისტროების ინტერესებს,

შეთანხმდნენ შემდეგზე:

    მუხლი 1

მხარეები ითანამშრომლებენ შემდეგი მიმართულებით:

ა) მხარეთა შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესახებ ინფორმაციის გაცვლა;

ბ) სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ორგანიზებისა და მხარეთა სააღსრულებო სამსახურების საქმიანობის შესახებ გამოცდილების გაზიარება;

გ) გამოცდილების გაზიარება სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე ორმხრივი და მრავალმხრივი შეთანხმებების დადებისა და შესრულების საკითხთან დაკავშირებით;

დ) გამოცდილების გაზიარება კანონპროექტების, სხვა ნორმატიულ-სამართლებრივი აქტების შემუშავებაში და იუსტიციის სამინისტროებისა და მათი ორგანოების კომპეტენციას მიკუთვნებულ სხვა საკითხებში, თუკი ეს შესაბამისობაში იქნება ორივე მხარის ინტერესებთან.

    მუხლი 2

ამ შეთანხმებაში ჩამოყალიბებული თანამშრომლობის მიმართულებების განხორციელების მიზნით; მხარეები აუცილებლობის შემთხვევაში, შეიმუშავებენ თანამშრომლობის კონკრეტულ პროგრამებს.

    მუხლი 3

ამ შეთანხმების დებულებათა შესრულება განხორციელდება შემდეგნაირად:

ა) ამ დელეგაციების გაცვლა თითოეული მხარის იუსტიციის ორგანოების საქმიანობისა და ორგანიზაციული მოწყობის გაცნობის მიზნით;

ბ) სემინარების, მრგვალი მაგიდებისა და კონფერენციების ორგანიზება იმ საკითხებზე, რომელიც წარმოადგენს მხარეთა საერთო ინტერესს;

გ) სამინისტროების მიერ გამოცემული ბროშურების, მეთოდური მასალების, საკანონმდებლო და სხვა ნორმატიულ-სამართლებრივი აქტების გაცვლა.

    მუხლი 4

ამ შეთანხმებით გათვალისწინებული თანამშრომლობის ღონისძიებები განხორციელდება თითოეული მხარის ფინანსური შესაძლებლობის გათვალისწინებით.

ერთობლივი თანამშრომლობის ღონისძიებების დაფინანსებისას მხარეები დაიცავენ პრინციპს, რომლის თანახმადაც, აღნიშნული ღონისძიებების ორგანიზებისა და დელეგაციების მიღების ხარჯებს დაფარავს მიმღები მხარე, ხოლო ტრანსპორტირების ხარჯებს, რომლებიც დაკავშირებულია დანიშნულების ადგიალმდე მიყვანასა და უკან დაბრუნებასთან – წარმგზავნი მხარე.

    მუხლი 5

ამ შეთანხმებიდან გამომდინარე საკითხებთან დაკავშირებული მასალისა და დოკუმენტების მომზადებისას, გამგზავნი მხარე შეადგენს დოკუმენტებს თავის ენაზე და დაურთავს არაოფიციალურ თარგმანს რუსულ ენაზე.

    მუხლი 6

ამ შეთანხმებაში, მხარეთა შეთანხმებით, შესაძლებელია წერილობითი ფორმით ცვლილებებისა და დამატებების შეტანა, რომლებიც ფორმდება ოქმების სახით, წარმოადგენს ამ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს და ძალაში შედის ამ შეთანხმების მე-7 მუხლის შესაბამისად.

ამ შეთანხმების გამოყენებასთან და განმარტებასთან დაკავშირებული დავები გადაწყდება მხარეთა შორის კონსულტაციების გზით.

    მუხლი 7

წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის ხელმოწერის თარიღიდან და მოქმედებს განუსაზღვრელი ვადით.

შეთანხმების მოქმედება შეიძლება შეწყდეს თითოეული მხარის მიერ დიპლომატიური არხებით წერილობითი შეტყობინებით.

შეთანხმება წყვეტს მოქმედებას ერთ-ერთი მხარის მიერ მეორე მხარისაგან ამ შეთანხმების შეწყვეტის განზრახვის შესახებ წერილობითი შეტყობინების მიღებიდან ექვსი თვის შემდეგ.

შესრულებულია ქ. კიევში, 19.11.2009 წელს, ორ დედნად, თითოეული ქართულ, უკრაინულ და რუსულ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტს გააჩნია თანაბარი ძალა.

წინამდებარე შეთანხმების დებულებათა განსხვავებული ინტერპრეტაციის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს რუსულ ენაზე.

 

საქართველოს იუსტიციის                                      უკრაინის იუსტიციის

 სამინისტროს სახელით                                          სამინისტროს სახელით

(ხელმოწერილია)                                              (ხელმოწერილია)