ოქმი საქართველოს მთავრობასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ 1995 წლის 14 აგვისტოს შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი -
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 09/12/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გაურკვეველი, -, 04/06/2009
ძალაში შესვლის თარიღი 21/04/2009
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.000725
  • Word
-
09/12/2008
გაურკვეველი, -, 04/06/2009
480610000.03.030.000725
ოქმი საქართველოს მთავრობასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ 1995 წლის 14 აგვისტოს შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

ოქმი

საქართველოს მთავრობასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის „საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის“   თავისუფალი ვაჭრობის შესახებ 1995 წლის 14 აგვისტოს შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს მთავრობა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობა, შემდგომში „ხელშემკვრელი მხარეები“, ცნობენ რა „საქართველოს რეხპუბლიკის მთავრობასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ 1995 წლის 14 აგვისტოს შეთანხმებაში (შემდგომში შეთანხმება) ცვლილებების შეტანის აუცილებლობას,

შეთანხმდნენ შემდეგზე:

    მუხლი 1

შეთანხმების პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რადაქციით:

ამ შეთანხმების მიზნებისათვის და მისი მოქმედების პერიოდისათვის ხელშემკვრელ მხარეთა სახელმწიფო ტერიტორიიდან წარმოშობილი საქონლის განსაზღვრისას, ხელშემკვრელი მხარეები იხელმძღვანელებენ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის მეთაურთა საბჭოს 2000 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით – „საქონლის წარმოშობის სახელმწიფოს განსაზღვრის წესის შესახებ“.

    მუხლი 2

მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 12

შიდა ბაზრის დაცვის მიზნით, ხელშემკვრელი მხარეები გამოიყენებენ სპეციალურ დაცვით, ანტიდემპინგურ და საკომპენსაციო ზომებს თავიანთ შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობაზე დაყრდნობით ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის ნორმებისა და წესების შესაბამისად.“.

    მუხლი 3

წინამდებარე ოქმი ძალაში შედის ხელშემკვრელი მხარეების მიერ ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ დიპლომატიური არხების საშუალებით უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან და წარმოადგენს შეთანხმების განუყოფელ ნაწილს.

შესრულებულია ქ.თბილისში, 2008 წლის 9 დეკემბერს, ორ პირად, თითოეული ქართულ, სომხურ და რუსულ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია. მხარეთა მიერ წინამდებარე ოქმის დებულებათა განსხვავებული განმარტების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს რუსულ ენაზე.

საქართველოს მთავრობის სახელით

(ხელმოწერილია)

სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით

(ხელმოწერილია)