შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და მოლდოვას რესპულბიკის მთავრობას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ

  • Word
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და მოლდოვას რესპულბიკის მთავრობას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ
დოკუმენტის ნომერი -
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 28/11/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გაურკვეველი, -, 03/05/2007
ძალაში შესვლის თარიღი 19/04/2007
სარეგისტრაციო კოდი 480140000.03.030.000644
  • Word
-
28/11/1997
გაურკვეველი, -, 03/05/2007
480140000.03.030.000644
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და მოლდოვას რესპულბიკის მთავრობას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

შეთანხმება

საქართველოს მთავრობასა და მოლდოვას რესპულბიკის მთავრობას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ

საქართველოს მთავრობა და მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობა, შემდგომში მხარეებად წოდებულნი,

ისწრაფვიან რა, საქართველოსა და მოლდოვას რესპუბლიკას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებისათვის ურთიერთსარგებლიანობისა და თანასწორობის საფუძველზე,

აღიარებენ რა, რომ საქონლისა და მომსახურების თავისუფალი გადაადგილება მოითხოვს ურთიერთშეთანხმებული ზომების განხორციელებას,

გამომდინარე თითოეული მხარის სუვერენული უფლებიდან, გაატარონ დამოუკიდებელი საგარეო-ეკონომიკური პოლიტიკა, უზრუნველყონ შესაბამისი საერთაშორისო ვალდებულებებისა და აღიარებული განზრახვათა რეალიზაცია,

გამოხატავენ რა სიმტკიცეს, სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში ორმხრივი ურთიერთობები განავითარონ ვაჭრობასა და ტარიფებზე გენერალური შეთანხმების პრინციპების გათვალისწინებით ( GATT\WTO),

შეთანხმდნენ შემდეგზე:

    მუხლი 1

მხარეები არ გამოიყენებენ საბაჟო გადასახადებს, ბეგარას და  ეკვივალენტური ქმედების მქონე მოსაკრებლებს იმ საქონლის ექსპორტსა და/ან იმპორტზე, რომელიც წარმოშობილია ერთ-ერთი მხარის საბაჟო ტერიტორიაზე და განკუთვნილია მეორე მხარის საბაჟო ტერიტორიაზე მიწოდებისათვის.

    მუხლი 2

მხარეები არ მოახდენენ:

– შეთანხმებით გათვალისწინებულ საქონლის პირდაპირ ან ირიბ დაბეგვრას ისეთი შიდა გადასახადებით ან მოსაკრებლებით, რომლებიც აღემატება იმ შესაბამის გადასახადებს ან მოსაკრებლებს, რითაც იბეგრება შიდა წარმოების ანალოგიური საქონელი ან მესამე ქვეყანაში წარმოებული საქონელი;

– მეორე მხარის ტერიტორიაზე წარმოშობილი საქონლის საწყობებში მოთავსების, გადატვირთვის, შენახვის, გადაზიდვის, აგრეთვე ანგარიშსწორებისა და გადარიცხვის მიმართ, განსხვავებული წესების გამოყენებას, ვიდრე ისინი, რომლებიც ანალოგიურ შემთხვევაში გამოიყენება საკუთარი საქონლის ან მესამე ქვეყანაში წარმოშობილი საქონლის მიმართ.

    მუხლი 3

მხარეები ურთიერთვაჭრობაში თავს შეიკავებენ დისკრიმინაციული ზომების გატარებისაგან, ამ შეთანმხების ფარგლებში საქონლის, ექსპროტისა და/ან იმპორტის მიმართ რაოდენობრივი შეზღუდვების ან  ეკვივალენტური ღონისძიებებისაგან.

მხარეებს შეუძლიათ დაადგინონ რაოდენობრივი ან სპეციალური შეზღუდვები ცალმხრივად, მაგრამ გონივრულ ფარგლებში და მკაცრად განსაზღვრული ვადით.

ასეთი შეზღუდვები უნდა იყოს გამონაკლისი ხასიათის მქონე და შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევებში, რომლებიც გათვალისწინებულია GATT/WTO-ს შეთანმხებებით.

მხარე, რომელიც ამ მუხლის შესაბამისად იყენებს რაოდენობრივ შეზღუდვებს, შეძლებისდაგვარად წინასწარ წარუდგენს მეორე მხარეს სრულ ინფორმაციას მითითებული შეზღუდვების შემოღების მიზეზების, ფორმებისა და გამოყენების სავარაუდო ვადის შესახებ, რომლის შემდეგაც ინიშნება კონსულტაციები.

    მუხლი 4

მხარები რეგულარულ საფუძველზე გაცვლიან ინფორმაციას:

– კანონებისა და სხვა ნორმატიული აქტების შესახებ, რომლებიც დაკავშირებულია ეკონომიკურ საქმიანობასთან, მათ შორის ვაჭრობის, ინვესტიციების, დაბეგვრის, საბანკო და სადაზღვევო საქმიანობისა და სხვა საფინანსო მომსახურების, სატრანსპორტო და საბაჟო საკითხებთან, ასევე საბაჟო სტატისტიკის საკითხებთან.

მხარეები დაუყოვნებლივ აცნობებენ ერთმანეთს ეროვნულ კანონმდებლობაში მომხდარი ცვლილებების შესახებ, რომლებსაც შეუძლიათ გავლენა მოახდინონ ამ შეთანხმების შესრულებაზე.

მხარეთა უფლებამოსილი ორგანოები ათანხმებენ ამგვარი ინფორმაციის გაცვლის წესს.

    მუხლი 5

მხარეები ამ შეთანხმების მიზნით შეუთავსებლად მიიჩნევენ არაკეთილსინდისიერ საქმიან პრაქტიკას და ვალდებულებას იღებენ არ დაუშვან კერძოდ, მაგრამ არა გამონაკლისის სახით, მისი შემდეგი მეთოდები:

– ხელშეკრულებები საწარმოებს შორის, საწარმოთა გაერთიანებების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და საქმიანი პრაქტიკის ზოგადი მეთოდები, რომლებიც მიზნად ისახავენ კონკურენციისათვის ხელის შეშლას ან მის შეზღუდვას, ან მხარეთა ტერიტორიებზე მისი პირობების დარღვევას;

– მოქმედებები, რომელთა მეშევობით ერთი ან რამდენიმე საწარმო თავის დომინირებული მდგომარეობის გამოყენებით ზღუდავს კონკურენციას მხარეთა ტერიტორიის მთელ ან მნიშვნელოვან ნაწილზე.

    მუხლი 6.

ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების რეგულირების სატარიფო და არასატარიფო ზომების განხორციელებისას, სტატისტიკური ინფორმაციის გაცვლისათვის, საბაჟო პროცედურების ჩატარებისათვის, მხარეები გამოიყენებენ ეკონომიკური საქმიანობის ერთიანი ცხრანიშნა საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურას, რომელიც დაფუძნებულია საქონლის აღწერისა და კოდირების ჰარმონიზებულ სისტემაზე და ევროკავშირის კომბინირებულ სატარიფო-სტატისტიკურ ნომენკლატურაზე. ამასთანავე, მხარეები საკუთარი საჭიროებისათვის, აუცილებლობის შემთხვევაში, განახორციელებენ სასაქონლო ნომენკლატურის განვითარებას ცხრანიშნიანი განზომილების ფარგლებს გარეთაც.

    მუხლი 7

1. მხარეები შეთანხმდნენ, რომ თავისუფალი ტრანზიტის პრინციპის დაცვა წარმოადგენს ამ შეთანხმების მიზნების მიღწევის უმთავრეს პირობას და საერთაშორისო შრომის გნააწილებისა და კოოპერირების სისტემაში მათი ჩართვის არსებით ელემენტს.

ამასთან დაკავშირებით, ყოველი მხარე უზრუნველყოფს თავის ტერიტორიაზე იმ საქონლის შეუფერხებელ და დაუბეგრავ ტრანზიტს, რომელიც წარმოშობილია მეორე მხარის და/ან მესამე ქვეყნის საბაჟო ტერიტორიისათვის და უზრუნველყოფს ექსპორტიორებს, იმპორტიორებს ან გადამზიდავებს ტრანზიტისათვის საჭირო ყველა საშუალებითა და მომსახურებით, რომლის პირობებიც არ იქნება უარესი, ვიდრე პირობები, რომლებსაც სთავაზობენ იმავე სახის მომსახურებისა და საშუალებებისათვის საკუთარ ექსპორტიორებსა და იმპორტიორებს ან ნებისმიერი ქვეყნის ექსპორტიორებს, იმპორტიორებსა და გადამზიდავებს.

2. მხარეთა ტერიტორიაზე ტვირთების გატარების წესი და პირობები რეგულირდება გადაზიდვების საერთაშორისო წესების შესაბამისად.

    მუხლი 8

ეს შეთანხმება არ ეწინააღმდეგება რომელიმე მხრის უფლებას, გაატაროს საერთაშორისო პრაქტიკაში მიღებული ზომები, რომლებსაც იგი თვლის აუცილებლად თავისი სასიცოცხლო ინტერესების დასაცავად, ან რომლებიც აუცილებელია იმ საერთაშორისო ხელშეკრულებების შესრულებისათვის, რომლის მონაწილედაც იგი ითვლება ან განზრახული აქვს გახდეს, თუ ეს ზომები ეხება:

–  ინფორმაციას ეროვნული თავდაცვის ინტერესების შესახებ;

–  იარაღით, საბრძოლო მასალებითა და სამხედრო ტექნიკით, ვაჭრობისას;

–  თავდაცვის საჭრიოებებთან დაკავშირებულ წარმოებასა და კვლევას;

–  მასალებისა და დანადგარების მიწოდებას, რომელთა გამოყენება ხდება ბირთვულ მრეწველობაში;

–  საზოგადოებრივი მორალის, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას;

–  ინტელექტუალური და სამრეწველო საკუთრების დაცვას;

–  ოქროს, ვერცხლის ან სხვა ძვრიფას ლითონებსა და ქვებს;

–  ადამიანთა ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვას.

    მუხლი 9

ამ შეთანხმების დებულებები ცვლიან მხარეთა შორის ადრე დადებული ორმხრივი შეთანხმების დებულებებს, იმ მიმართულებით, რამდენადაც ეს უკანასკნელი შეუთავსებელია პირველთან, ან მათი იდენტურია.

    მუხლი 10

მხარეთა შორის ამ შეთანხმების დებულებების გამოყენებასა და განმარტებასთან დაკავშირებული დავები გადაწყვეტილ იქნება კონსულტაციებისა და მოლაპარაკებების გზით.

მხარეები შეეცდებიან ურთიერთვაჭრობისას თავიდან აიცილონ კონფლიქტური სიტუაციები.

თითოეული მხარე უზრუნველყოფს, რომ მის ტერიტორიაზე არსებობდეს ეფექტური საშუალებები საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღიარებისა და განხორციელებისათვის.

    მუხლი 11

ამ შეთანხმების რეალიზაციისა და ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის სრულყოფისათვის რეკომენდაციების შემუშავების მიზნით მხარეები შეთანხმდნენ დააფუძნონ საქართველო-მოლდოვას ერთობლივი კომისია.

    მუხლი 12

შეთანხმება ძალაში შედის მხარეთა მიერ შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების შესრულების შესახებ წერილობითი შეტყობინების თარიღიდან და ძალასი რჩება შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის განზრახვის შესახებ ერთ-ერთი მხარის მიერ მეორე მხარისადმი წერილობითი შეტყობინების დღიდან თორმეტი თვის გასვლამდე.

ამ შეთანხმების დებულება მის მოქმედების შეწყვეტის შემდეგ გამოიყენება ორივე ქვეყნის საწარმოებსა და ორგანიზაციებს შორის კონტრაქტებისათვის, რომლებიც დადებულია, მაგრამ შეუსრულებელი იყო ამ შეთანხმების მოქმედების პერიოდში.

შესრულებულია ქ. თბილისში, 1997 წლის „28“ ნოემბერს, ორ პირად, ქართულ, მოლდოვურ და რუსულ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტს თანაბარი ძალა აქვს. ამ შეთანხმების დებულებების განსხვავებული განმარტებისას უპირატესობა ენიჭება ტექსტს რუსულ ენაზე.

საქართველოს მთავრობის სახელით

(ხელმოწერილია)

 

მოლდოვას რესპუბლიკის სახელით

(ხელმოწერილია)