შეთანხმება საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლებასა და უკრაინის მინისტრთა კაბინეტს შორის ეკოლოგიურად სუფთა ავტომატიზირებული ტრანსპორტისა და მისი ინფრასტრუქტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ

  • Word
შეთანხმება საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლებასა და უკრაინის მინისტრთა კაბინეტს შორის ეკოლოგიურად სუფთა ავტომატიზირებული ტრანსპორტისა და მისი ინფრასტრუქტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ
დოკუმენტის ნომერი
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 07/12/1998
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გაურკვეველი, -, 25/02/1999
ძალაში შესვლის თარიღი 25/02/1999
სარეგისტრაციო კოდი 000000430.00.003.000251
  • Word
07/12/1998
გაურკვეველი, -, 25/02/1999
000000430.00.003.000251
შეთანხმება საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლებასა და უკრაინის მინისტრთა კაბინეტს შორის ეკოლოგიურად სუფთა ავტომატიზირებული ტრანსპორტისა და მისი ინფრასტრუქტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

შეთანხმება

საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლებასა და უკრაინის მინისტრთა კაბინეტს შორის ეკოლოგიურად სუფთა ავტომატიზირებული ტრანსპორტისა და მისი ინფრასტრუქტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ

საქართველოს აღმასარულებელი ხელისუფლება და უკრაინის მინისტრთა კაბინეტი, შემდგომში “მხარეებად” წოდებულნი,

აღიარებენ რა, რომ თვითოეულ ქვეყანაში სოციალური და ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს ძნელადმისადგომი მთიანი რელიეფის მქონე ქალაქებისა და რაიონების მოსახლეობისა და საწარმოების ტრანსპორტით უზრუნველყოფის პრობლემების ოპტიმლური გადაწყვეტა,

ისწრაფვიან რა, განავითარონ ურთიერთხელსაყრელი ეკონომიკური, სამეცნიერო-ტექნიკური და სამრეწველო თანამშრომლობა ეკოლოგიურად სუფთა ავტომატიზირებული სპეციალური ტრანსპორტის (საბაგირო, მონორელსური, საბაგირო-რელსური, სატროლეიბუსო და სხვა) შექმნის დანერგვის რეკონსტრუქციისა და განვითარების სფეროში ორივე ქვეყნების ეროვნული მეურეობის ძირითად დარგებში (საქალაქო კომუნალური მეურნეობა, სოფლის მეურნეობა, მრეწველობა, სამთო მრეწველობა, ჯანდაცვა, ტურიზმი, სამთო-სათხილამურო სპორტი და სხვა),

შეთანხმდნენ შედეგზე:

    მუხლი 1

მხარეები ეკონომიკურ, სამეცნიერო-ტექნიკურ და საწარმოო თანამშრომლობას განავითარებენ თანასწორუფლებიანობისა და ურთიერთხელსაყრელობის პრინციპების საფუძველზე.

    მუხლი 2

მხარეები, იღებენ რა მხედველობაში ორივე სახელმწიფოში ეკოლოგიურად სუფთა ავტომატიზირებული სპეციალური ტრანსპორტისა და მისი ინფრასტრუქტურის პრიორიტეტულ მნიშვნელობას სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაში, ითანამშრომლობენ შემდეგი მიმართულებებით:

სამეცნიერო-საკვლევი და საცდელ-საკონსტრუქტრო სამუშაოები:

ეკოლოგიურად სუფთა სპეციალური ტრანსპორტისა და მისი მართვის ავტომატიზირებული სისტემების ტექნიკური საშუალებების პროგრესულ სახეობათა ახალი მოწყობილობების საცდელი და სამრეწველო ნიმუშების დამზადება საერთაშორისო სტანდარტების დონეზე;

სპეციალური მოწყობილობებისა და მისი სათადარიგო ნაწილების კომპლექტაცია;

სამშენებლო-სარემონტო, სამონტაჟო-გასამართი სამუშაოები და ობიექტების “გასაღების ქვეშ” ექსპლუატაციაში გადაცემა საავტორო და ტექნიკურ ზედამხდველობის განხორციელებით;

საექსპლუატაციო პერსონალის მომზადება და კვალიფიკაციის ამაღლება;

საშუალებათა და სისტემათა დანერგილი მოწყობილობების ათვისებაში დახმარების აღმოჩენა მათი საექსპლუატაციო საიმედოობის განსაზღვრით;

გამოთვლითი ტექნიკის, ტელემექანიკისა და ავტომატიზაციის საშუალებების გამოყენებით სპეციალური ტრანსპორტისა და მისი საინფორმაციო სამართავი სისტემების დანერგილ სახეობათა სოციალური და ტექიკურ-ეკონომიკური ფაქტიური ეფექტურობის განსაზღვრა და სისტემური ანალიზის ჩატარება.

    მუხლი 3

მე-2 მუხლით გათვალისწინებული თანამშრომლობა განხორციელდება მხარეთა ორგანიზაციების მიერ საქართველოს ტრანსპორტის სამინისტროს, საქართველოს საინჟინრო აკადემიისა და უკრაინის სამრეწველო პოლიტიკის სამინისტროს განსაზღვრით მათი კომპეტენციის ფარგლებში და მხარეთა კანონმდებლობის შესაბამისად.

    მუხლი 4

ეკოლოგიურად სუფთა ავტომატიზირებული სპეციალური ტრანსპორტისა და მისი ინფრასტრუქტურის შექმნის და დანერგვის, რეკონსტრუქციისა და განვითარების მიზნობრივი სახელწიფოთაშორისი კომპლექსური პროგრამები და ბიზნეს-გეგმა განსაზღვრავენ წესს, მიზნებს, დავალების შინაარსს და მოსალოდნელ შედეგებს, დაფინანსების წყაროებს, ერთობლივ სამუშაოთა რეალიზაციისა და შესრულების პირობებს.

მესამე ქვეყნების ორგანიზაციათა ან საერთაშორისო ორგანიზაციათა თანამშრომლობაში მონაწილეობის მიზანშეწონილობა განისაზღვრება მხარეთა მიერ.

    მუხლი 5

შეთანხმების ფარგლებში თანამშრომლობა შეიძლება რეალიზებულ იქნას შემდეგი ფორმებით:

1. ერთობლივი სამეცნიერო-საკვლევი და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოები:

-სამგზავრო, სატვირთო-სამგზავრო და სატვირთო, საბაგირო და საბაგირო-სარელსო სატრანსპორტო ავტომატიზირებული სისტემების;

-სამგზავრო, სატვირთო-სამგზავრო და სატვირთო, მონორელსური და საკონვეიერო სატრანსპორტო ავტომატიზირებული სისტემების;

სამგზავრო სატროლეიბუსო სატრანსპორტო ავტომატიზირებული სისტემების;

-ტრანსპორტირების, დატვირთვის, ჩამოტვირთვისა და შენაბვის პროცესების ავტომატიზირებული და კომპლექსურ-მექანიზირებული სისტემების შექმნაში.

2. ზემოხსენებულ სისტემათა საპროექტო-საძიებო, სარემონტო-სამშენებლო და სამონტაჟო-გასამართი სამუშაოები.

3. სპეციალისტთა მომზადება და კვალიფიკაციის ამაღლება და სტაჟირების ორგანიზება.

4. ენერგომომარაგებისა და გარემოს დაცვის საშუალებათა და სისტემათა შექმნა.

თანამშრომლობა შეიძლება განხორციელდეს ასევე სხვა ურთიერთშეთანხმებული ფორმებით, რომლებიც უზრუნველყოფენ შეთანხმების რეალიზაციას.

    მუხლი 6

შეთანხმებით გათვალისწინებული სამუშაოების (მომსახურების) შესრულებიდან გამომდინარე ანგარიშსწორება განხორციელდება მხარეთა შორის შეთანხმებული წესის შესაბამისად.

    მუხლი 7

შეთანხმების რეალიზაციის მიზნების უზრუნველსაყოფად მხარეები, ეკონომიკურ საკითხებზე თანამშრომლობის საქართველო-უკრაინის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის ფარგლებში შექმნიან ეკოლოგიურად სუფთა ავტომატიზირებული სპეცილური ტრანსპორტისა და მისი ინფრასტრუქტურის საკითხებზე თანამშრომლობის ორმხრივ სამუშაო ჯგუფს.

    მუხლი 8

მხარეები იღებენ ვალდებულებას არ გაავრცელონ და არ გადასცენ ნებისმიერ მესამე მხარეს მათი და მათი წარმომადგენლების მიერ შეთანხმების საფუძველზე მიღებული ინფორმაცია და დოკუმენტაცია, ამაზე ინფორმაციისა და დოკუმენტაციის წარმდგენი მხარის ოფიციალური თანხმობის გარეშე.

    მუხლი 9

შეთანხმებაში მხარეთა ორმხრივი თანხმობით შეიძლება შეტანილ იქნას ცვლილებები ან დამატებები.

იგი არ ეხება მხარეთა უფლებებსა და ვალდებულებებს, რომლებიც გამომდინარეობენ მათ მიერ დადებული სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან.

    მუხლი 10

შეთანხმების გამოყენებასა და განმარტებასთან დაკავშირებული დავები გადაწყდება მხარეთა შორის მოლაპარაკებისა და კონსულტაციების გზით.

    მუხლი 11

შეთანხმება ძალაში შედის შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი ყველა შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების შესრულების შესახებ ბოლო შეტყობინების მიღების დღიდან.

შეთანხმება მოქმედებს ათი წლის განმავლობაში. შეთანხმების მოქმედების ვადა ავტომატურად გაგრძელდება შემდგომი ათწლიანი პერიოდით, თუ არც ერთი მხარე შეთანხმების მოქმედების ვადის შეწყვეტამდე 6 (ექვსი) თვით ადრე არ შეატყობინებს წერილობითი ფორმით მეორე მხარეს თავისი განზრახვის შესახებ, შეწყვიტოს მისი მოქმედება.

შესრულებულია ქ. თბილისში, 1998 წლის 7 დეკემბერს, ორ პირად, თითოეული ქართულ, უკრაინულ და რუსულ ენებზე, ამასთან ყველა ტექსტი აუთენტურია.

შეთანხმების ტექსტის განმარტების მიზით გამოიყენება ტექსტი რუსულ ენაზე.

საქართველოს აღმასრულებელი უკრაინის მინისტრთა

ხელისუფლების სახელით კაბინეტის სახელით