დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქონების მართვის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისა და დაჩქარებული მომსახურების საფასურის და ვადების განსაზღვრის შესახებ” ქალაქ თბილისის მთავრობის 2010 წლის 11 ივნისის N17.19.830 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 03.28.97 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია) |
| მიღების თარიღი | 16/02/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | ქ. თბილისის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 250211, 25/02/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 23/12/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.37.101.016030 |
ქალაქ თბილისის მთავრობის
დადგენილება №03.28.97
2011 წლის 16 თებერვალი
ქ. თბილისი
„ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქონების მართვის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისა და დაჩქარებული მომსახურების საფასურის და ვადების განსაზღვრის შესახებ” ქალაქ თბილისის მთავრობის 2010 წლის 11 ივნისის №17.19.830 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
,,საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ” საქართველოს კანონის 321 მუხლის მე-4 პუნქტისა და ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 63-ე მუხლის საფუძველზე, ქ. თბილისის მთავრობა ადგენს:
1. ,,ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისა და დაჩქარებული მომსახურების საფასურის და ვადების განსაზღვრის შესახებ” ქალაქ თბილისის მთავრობის 2010 წლის 11 ივნისის №17.19.830 დადგენილებით დამტკიცებული ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის და ვადების განსაზღვრულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) წესის მე-5 მუხლის 41 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„41 . სააგენტოს მიერ გაცემული აქტით, განსაზღვრული სამუშაოების წარმოების ვადის გასვლამდე, დაინტერესებული პირის მიერ მიმართვის შემთხვევაში, სააგენტო უფლებამოსილია სამუშაოთა წარმოების ვადა გააგრძელოს დამატებითი ვადით. სააგენტოს მიერ გაცემული აქტით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების დარჩენილ ვადაში ვადის გაგრძელების შესახებ, აქტის გამოცემისათვის სამუშაოთა მწარმოებელი ვალდებულია გადაიხადოს შესაბამისი დაჩქარებული ვადისათვის ამ მუხლის 1-ლი და მე-4 პუნქტით განსაზღვრული საფასური. აქტით განსაზღვრული სამუშაოების წარმოების ვადის გასვლის შემდეგ ახალი ვადის განსაზღვრა ხორციელდება აქტის გამოცემისთვის ამ მუხლის 1-ლი-მე-6 პუნქტებით დადგენილი წესით.” ;
ბ) წესის მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:
„7. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ თითოეულ სამუშაოს წარმოებაზე ან ხაზობრივი ნაგებობის მონტაჟზე განცმხადებელმა უნდა წარადგინოს ცალკე განცხადება.” ;
გ) წესის 51 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 51. ხაზობრივ ნაგებობაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის თანხმობის გაცემა
1. ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე არსებულ ხაზობრივ ნაგებობაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის თანხმობის გაცემა:
ა) თუ ნაგებობის სიგრძე არ აღემატება 5 კმ-ს – თითოეულ კმ-ზე 10 0 ლარი;
ბ) თუ ნაგებობის სიგრძე აღემატება 5 კმ-ს – 5 კმ-ზე ზემოთ თითოეულ კმ-ზე 1 0 ლარი.
2. დაჩქარებული მომსახურებით სარგებლობისას პირველ პუნქტში დადგენილ საფასურს ემატება:
ა) განცხადების მიღებიდან 10 დღის ვადაში თანხმობის მისაღებად – 100 ლარი;
ბ) განცხადების მიღებიდან 5 დღის ვადაში თანხმობის მისაღებად – 20 0 ლარი;
გ) განცხადების მიღებიდან 3 დღის ვადაში თანხმობის მისაღებად – 3 00 ლარი;
დ) განცხადების მიღებიდან 1 დღის ვადაში თანხმობის მისაღებად – 5 00 ლარი.
3. ა მ მუხლით გათვალისწინებული ხაზობრივი ნაგებობის სიგრძის ერთეულს წარმოადგენს ერთი კილომეტრი, ყოველ 1 (ერთ) კილომეტრზე ნაკლები სიგრძე განისაზღვრება დამატებით 1 (ერთ) კილომეტრად.
4. ამ მუხლით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად განმცხადებელმა თითოეულ ხაზობრივ ნაგებობაზე უნდა წარადგინოს ცალკე განცხადება.” ;
დ) წესის მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
„4. ამ მუხლით გათვალისწინებული მომსახურების საფასური გადახდილ უნდა იქნეს თითოეული უძრავი ნივთისთვის ცალკე.” ;
ე) წესის 61 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 61. განვადებით სარგებლობა
1. თუ პირობითი აუქციონის გზით შეძენილი ლოტის სრული/საბოლოო ღირებულების გადასახდელად მყიდველს დასჭირდა 30 კალენდარულ დღეზე მეტი ვადა, მყიდველს შეუძლია ისარგებლოს განვადებით.
2. განვადების საფასური შეა დგენს ლოტის საწყისი ღირებულების 0,5% ყოველ დამატებით 30 კალენდარულ დღეზე. ლოტის სრული/საბოლოო ღირებულების გადახდის ვადის ერთეული არის 30 კალენდარული დღე, სადაც ყოველ 30 კალენდარულ დღეზე მეტი ვადა განისაზღვრება დამატებით 30 კალენდარულ დღედ. ქონების შემძენი არ იხდის განვადების პირველი 30 კალენდარული დღის საფასურს.
3. აუქციონში გამარჯვებულის მიერ სააუქციონო პირობ(ებ)ის შეუსრულებლობის გამო აუქციონის შედეგების გაუქმებისას არა უგვიანეს თანხის გადახდის საბოლოო ვადის დადგომიდან 10 კალენდარული დღისა, აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია გადაიხადოს ქონების შეძენიდან შედეგების გაუქმებამდე გამოყენებული განვადების ორმაგი საფასური.” ;
ვ) წესის მე-7 მუხლიდან ამოღებულ იქნეს მე-2-მე-4 პუნქტები და დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
„5. რეგისტრაციას დაქვემდებარებულ თითოეულ ქონებაზე გადაიხდება ცალკე მომსახურების/დაჩქარებული მომსახურების საფასური.” ;
ზ) წესის 71 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
„4. თუკი რამდენიმე პირი წარმოადგენს დაინტერესებულ პირს (მოვალეს ), ყოველ მათგანს ინდივიდუალურად ეკისრება ამ მუხლით გათვალისწინებული მომსახურების საფასურის გადახდა.” ;
თ) წესის მე- 8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8. აუქციონის ჩატარების მომსახურების საფასური
1. სააგენტოს მიერ აუქციონის ჩატარების მომსახურების საფასურის ოდენობა:
ა) უძრავი ქონების აუქციონში გამარჯვებულისთვის (ქონების შემძენისთვის) შეადგენს 250 ლარს;
ბ) მოძრავი ქონების ან/და აქციების/წილების აუქციონში გამარჯვებულისთვის შეადგენს 20 ლარს.
2. მომსახურების საფასურის ოდენობა არ არის დამოკიდებული ლოტში შემავალი ნივთების/უფლებების რაოდენობაზე. თუ ლოტი სხვა ქონებასთან ერთად მოიცავს უძრავ ქონებასაც, მაშინ აუქციონში გამარჯვებული იხდის მხოლოდ უძრავი ქონების აუქციონში გამარჯვებისათვის დაწესებულ საფასურს.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული საფასურის გადახდის ვალდებულება არ ეკისრება ქ. თბილისის მთავრობის დადგენილების საფუძველზე სააგენტოს მიერ ორგანიზებული აუქციონის გზით ქ. თბილისის მთავრობის მიერ დაფუძნებული ან/და 100% წილობრივი მონაწილეობით არსებული იურიდიული პირების ან/და სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირების ქონების სარგებლობის უფლების შემძენ პირებს.” ;
ი) წესის მე-9 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სააგენტო ქალაქ თბილისის მთავრობის მიერ დაფუძნებული ან/და 100% წილობრივი მონაწილეობით არსებული იურიდიული პირებისათვის აუქციონს ატარებს მოქმედი კანონმდებლობისა და ქ. თბილისის მთავრობის დადგენილების შესაბამისად, ხოლო სხვა ფიზიკური ან/და იურიდიული პირებისთვის – მოქმედი კანონმდებლობისა და ხელშეკრულების შესაბამისად.” .
„3. იმ შემთხვევაში, თუ ხორციელდება ქონების სარგებლობის უფლების აუქციონი, მომსახურების ღირებულება განისაზღვრება ლოტის (სარგებლობის უფლების) საზღაურის (ქირის) ერთი თვის შესაბამისი ოდენობით.” .
2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
ქ. თბილისის მერი გ. უგულავა
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები