ოქმი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის გენერალურ შტაბს შორის ფინანსური დახმარების განხორციელების შესახებ

  • Word
ოქმი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის გენერალურ შტაბს შორის ფინანსური დახმარების განხორციელების შესახებ
დოკუმენტის ნომერი -
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 17/01/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გაურკვეველი, -, 20/08/2007
ძალაში შესვლის თარიღი 09/08/2006
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.000665
  • Word
-
17/01/2006
გაურკვეველი, -, 20/08/2007
480610000.03.030.000665
ოქმი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის გენერალურ შტაბს შორის ფინანსური დახმარების განხორციელების შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

ოქმი

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის გენერალურ შტაბს შორის ფინანსური დახმარების განხორციელების შესახებ

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და თურქეთის რესპუბლიკის გენერალური შტაბი _ შემდგომში „მხარეებად“ წოდებულნი _ 2005 წლის 9 ივნისის საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის დადებული სამხედრო გრანტის ხელშეკრულების ფარგლებში გაღებული ფინანსური დახმარების განსაზღვრის მიზნით შთანხმდნენ ქვემოთ მოყვანილ მუხლებზე:

მუხლი 1

მიზანი

წინამდებარე ოქმის მიზანია განსაზღვროს თურქეთის რესპუბლიკის მიერ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის გადასაცემი 280 500 /ორას ოთხმოცი ათას ხუთასი/ ახალი თურქული ლირის ეკვივალენტი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური დახმარების განხორციელების პირობები.

მუხლი 2

ფარგლები

თურქეთის მხრიდან გაღებული ფინანსური დახმარება გამოყენებული იქნება შემდეგი ღონისძიებების ძირითადი მოთხოვნების დასაფინანსებლად.

1. KFOR-ის /კოსოვოში უსაფრთხოების უზრუნველმყოფი ძალების ფარგლებში თანამშრომლობისა და მხარდაჭერის/ ღონისძიებებში მონაწილე საქართველოს სამშვიდობო ძალების ოცეულის დღიური ფულადი ანაზღაურება.

2. საქართველოს მიერ NATO-ს შტაბბინაში /ბრიუსელში მივლინებული ოფიცრის ხარჯები.

მუხლი 3

განსახორციელებელი პრინციპები

ფინანსური დახმარების განსახორციელებელი პრინციპები მდგომარეობს შემდეგში:

1. 231.000 /ორას ოცდათერთმეტი ათასი/ ახალი თურქული ლირის ეკვივალენტი აშშ დოლარებში გამოყოფილია, KFOR-ის კოსოვოში უსაფრთხოების უზრუნველმყოფი ძალების ფარგლებში თანამშრომლობისა და მხარდაჭერის/ ღონისძიებებში მონაწილე საქართველოს სამშვიდობო ოცეულის პერსონალის დღიური ფულადი ანაზღაურებისათვის. დღიური ანაზღაურების პრინციპები განმარტებულია ქვემოთ და განხორციელდება ყოველი თვის ბოლოს:

(1) ოფიცრებისათვის - 24 აშშ დოლარი.

(2) ზემდეგებისათვის - 22 აშშ დოლარი.

(3) რიგითებისათვის: 10 აშშ დოლარი.

2. 49.500/ორმოცდაცხრა ათას ხუთასი/ ახალი თურქული ლირის ეკვივალენტი აშშ დოლარებში გამოყოფილია NATO-ს შტაბბინაში /ბრიუსელი/ მივლინებული ქართველი ოფიცრის ხარჯების დასაფინანსებლად.

ქართველი ოფიცრის ქვემოთ ჩამოთვლილი ხარჯები უზრუნველყოფილი იქნება გამოყოფილი თანხიდან:

ა) ოფისისა და ბინის არენდა;

ბ/)ტექნიკური მომსახურებისა და რემონტის ხარჯები;

გ) ტელეფონისა და ფაქსის ხარჯები;

დ) საკანცელარიო ხარჯები.

ე) სხვა ხარჯები;

3. თურქეთის რესპუბლიკის მიერ გამოყოფილი ფინანსური დახმარების წყარო გადაირიცხება ბანკის იმ ანგარიშზე, რომელსაც მიუთითებს თურქეთის რესპუბლიკის სამხედრო ატაშატი. აღნიშნული დახმარების თანხა გამოყენებული იქნება თბილისში თურქეთის რესპუბლიკის სამხედრო ატაშეს კონტროლის ქვეშ.

4. საჭიროების შემთხვევაში თანხებს შორის გადანაწილება მოხდება თურქეთის რესპუბლიკის გენერალური შტაბის მიერ.

მუხლი 4

გადასინჯვა და შესწორება

აღნიშულ ოქმში მხარეების ურთიერთშეთანხმებით შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები, რომლებიც გაფორმდება ცალკეული ოქმების სახით და წინამდებარე ოქმის განუყოფელი ნაწილი იქნება. ცვლილებები და დამატებები ძალაში შევა ამ ოქმის მე-6 მუხლის შესაბამისად.

ყველა ის გაუგებრობა, რომელიც შეიძლება წამოიჭრას ამ ხელშეკრულების განხორციელებისას, გადაიჭრება მხარეთა შორის მოლაპარაკებების გზით.

მუხლი 5

ოქმის მოქმედების ვადა

წინამდებარე ოქმის განხორციელება დაიწყება მას შემდეგ, რაც თურქეთის რესპუბლიკის გენერალური შტაბი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეატყობინებს თანხასთან დაკავშირებული გადარიცხვის პროცედურების დასრულების შესახებ და ძალაში დარჩება მანამ, სანამ ფინანსური დახმარების თანხა არ იქნება ათვისებული.

მუხლი 6

დამტკიცება და ძალაში შესვლა

წინამდაბარე ოქმი ძალაში შედის მხარეების მიერ შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან.

მუხლი 7

ტექსტი და ხელმოწერა

წინამდებარე ოქმი ხელმოწერილია 2005 წლის ---  --------- ქ. -----  ორ ეგზემპლარად, ქართულ, თურქულ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია. ოქმის განხორციელებასთან დაკავშირებული გაუგებრობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.

 

საქართველოს თავდაცვის                                                              თურქეთის რესპუბლიკის

სამინისტროს სახელით                                                         გენერალური შტაბის სახელით