შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის სამინისტროსა და ბულგარეთის რესპუბლიკის მიწათმოქმედების სამინისტროს შორის სოფლის მეურნეობისა და სურსათის დარგში სავაჭრო–ეკონომიკური და სამეცნიერო–ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ

  • Word
შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის სამინისტროსა და ბულგარეთის რესპუბლიკის მიწათმოქმედების სამინისტროს შორის სოფლის მეურნეობისა და სურსათის დარგში სავაჭრო–ეკონომიკური და სამეცნიერო–ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ
დოკუმენტის ნომერი -
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 29/09/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გაურკვეველი, -, 25/12/1997
ძალაში შესვლის თარიღი 29/09/1997
სარეგისტრაციო კოდი 000000430.00.003.000045
  • Word
-
29/09/1997
გაურკვეველი, -, 25/12/1997
000000430.00.003.000045
შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის სამინისტროსა და ბულგარეთის რესპუბლიკის მიწათმოქმედების სამინისტროს შორის სოფლის მეურნეობისა და სურსათის დარგში სავაჭრო–ეკონომიკური და სამეცნიერო–ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

შეთანხმება

საქართველოს რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის სამინისტროსა და ბულგარეთის რესპუბლიკის მიწათმოქმედების სამინისტროს შორის სოფლის მეურნეობისა და სურსათის დარგში სავაჭრო-ეკონომიკური და სამეცნიერო-ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ

საქართველოს რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის სამინისტრო და ბულგარეთის რესპუბლიკის მიწათმოქმედების სამინისტრო, შემდგომში „ხელშემკვრელი მხარეები“,

ხელმძღვანელობენ ორივე ქვეყნის სამთავრობათაშორისო გადაწყვეტილებებით, ითვალისწინებენ ორივე სახელმწიფოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში მომხდარ ცვლილებებს, ანიჭებენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას სავაჭრო-ეკონომიკური და სამეცნიერო-ტექნიკური თანამშრომლობის განვითარებას, გამოდიან თანასწორუფლებიანობის, დამოუკიდებლობის, ეროვნული სუვერენიტეტისა და ურთიერთსარგებლიანობის პრინციპებიდან, დარწმუნებულნი თავიანთი ხალხების უზრუნველყოფისა და კეთილდღეობის ზრდის საქმეში სოფლის მეურნეობისა და სურსათის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაში, გამოთქვამენ სურვილს, შეიტანონ თავისი წვლილი ორივე ქვეყანას შორის ურთიერთთანამშრომლობის განვითარების საქმეში, განსაზღვრავენ თანამშრომლობის შემდგომ მიმართულებებს:

    მუხლი 1. სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა

1. ხელშემკვრელი მხარეები ხელს შეუწყობენ სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებასა და გაღრმავებას და ამ მიზნით შეათანხმებენ და წარადგენენ ურთიერთმისაწოდებელი საქონლის სიებს კომერციული გაცვლისათვის.

2. ხელშემკვრელი მხარეები დადგენილი სიების შესაბამისად, საქონლის მიწოდების შესახებ ხელშეკრულებების ხელმოწერისა და რეალიზაციის მიზნით, სხვადასხვა ფირმებს შეუქმნიან სათანადო პირობებს.

3. ხელშემკვრელი მხარეები ხელს შეუწყობენ ურთიერთსასარგებლო ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას, მათ შორის, მარკეტინგის, ინფორმაციული სისტემების შესწავლას, და ხელს შეუწყობენ სახელმწიფო და კერძო საწარმოებს, ინსტიტუტებსა და ფირმებს სავაჭრო-ეკონომიკური კონტაქტების განხორციელებაში.

    მუხლი 2. სამეცნიერო-ტექნიკური და საწარმოო თანამშრომლობა

1. სამეცნიერო-ტექნიკური და საწარმოო თანამშრომლობა განხორციელდება სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის დარგში თანამშრომლობის შეთანხმებული მიმართულებების სიის ჩარჩოებში (დანართი 1).

თანამშრომლობის მიმართულებების სიის მუშა პროგრამებში უნდა იქნეს ჩართული სასოფლო-სამეურნეო წარმოებისა და გადამამუშავებელი მრეწველობის განვითარების პერსპექტიული თემები, რომლებიც უზრუნველყოფენ ნაყოფიერების ზრდას.

ერთობლივი სამეცნიერო-ტექნიკური კვლევების შედეგები არ შეიძლება გადაეცეს მესამე პირებს და არ შეიძლება გამოქვეყნდეს ხელშემკვრელ მხარეებთან შეთანხმების გარეშე.

2. ხელშემკვრელი მხარეები იღებენ ვალდებულებებს განახორციელონ:

- სპეციალისტების გაცვლა;

- ფერმერების სწავლება და სპეციალიზაცია;

- სასოფლო-სამეურნეო ფირმებისა და კოოპერატივების ხელმძღვანელებისა და სპეციალისტების სწავლებისათვის სემინარებისა და სასწავლო კურსების მოწყობა.

3. ხელშემკვრელი მხარეები განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობენ ჯიშსაცდელ დამუშავებებსა და სელექციას.

4. ხელშემკვრელი მხარეები, ურთიერთდაინტერესების შემთხვევაში, შეათანხმებენ ლიცენზიებისა და „ნოუ-ჰაუს“ უფლებათა შეძენის პოლიტიკას.

    მუხლი 3. ინფორმაცია და სტანდარტიზაცია

 ხელშემკვრელი მხარეები, სოფლის მეურნეობისა და გადამამუშავებელი მრეწველობის სფეროში პერიოდულად გაცვლიან ინფორმაციებს მიღწეული შედეგების შესახებ, აგრეთვე კანონებს, ნორმატიულ დოკუმენტებს, სტანდარტებს, რომლებიც წარმოადგენენ ორმხრივ ინტერესს.

    მუხლი 4. პირობები და მოქმედების ვადა

1. ეს შეთანხმება ძალაში შედის ხელმოწერის დღიდან.

2. ეს შეთანხმება იდება 5 (ხუთი) წლის ვადით. მისი მოქმედების ვადა ავტომატურად გრძელდება მომდევნო ხუთწლიანი პერიოდებით, თუ რომელიმე ხელშემკვრელი მხარე ამ შეთანხმების ვადის გასვლამდე ექვსი თვით ადრე წერილობით არ აცნობებს მეორე მხარეს აღნიშნული შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის სურვილის შესახებ.

3. ხელშემკვრელ მხარეებს ურთიერთშეთანხმებით შეუძლიათ შეიტანონ ცვლილებები ან დამატებები ამ შეთანხმებაში.

შესრულებულია ქ. სოფიაში, 1995 წლის 19 იანვარს, ორ ეგზემპლარად, ქართულ, ბულგარულ და რუსულ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტს თანაბარი ძალა აქვს.

საქართველოს რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის სამინისტროს სახელით

(ხელმოწერილია)

ბულგარეთის რესპუბლიკის მიწათმოქმედების სამინისტროს სახელით

(ხელმოწერილია)