დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ყირგიზეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის დარგში თანამშრომლობის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 22/04/1997 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გაურკვეველი, -, 28/12/1998 |
ძალაში შესვლის თარიღი | 22/04/1997 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000430.00.003.000239 |
შეთანხმება
საქართველოს მთავრობასა და ყირგიზეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის დარგში თანამშრომლობის შესახებ
საქართველოს მთავრობა და ყირგიზეთის რესპუბლიკის მთავრობა, შემდგომში ,,მხარეებად” წოდებულნი,
იღებენ რა მხედველობაში ორ სახელმწიფოს შორის ჩამოყალიბებულ ისტორიულ ურთიერთობებს,
ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების ტექნიკური დაბრკოლებების აღკვეთის მიზნით, შეთავსებადობის, პროდუქციის ურთიერთშენაცვლების, მისი სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და მოსახლეობის ქონებისათვის უშიშროების, გარემოს დაცვის უზრუნველყოფის მიზნით,
სურთ რა განავითარონ ურთიერთობა სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სფეროში; ამასთან, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ამ სფეროში მიღებული პრინციპებიდან და ნორმებიდან გამომდინარე,
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1
მხარეები განავითარებენ და განამტკიცებენ თანამშრომლობას სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სფეროში. კერძოდ, წარმართავენ სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის ეროვნული სისტემების უნიფიკაციას ამ სფეროში საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მიღებულ სისტემებთან.
მუხლი 2
მხარეები, საჭიროების შემთხვევაში, ხელს შეუწყობენ საქართველოს ტერიტორიაზე ყირგიზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო სტანდარტების და, შესაბამისად, ყირგიზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე საქართველოს სახელმწიფო სტანდარტების გამოყენებას.
მხარეები, საჭიროების შემთხვევაში, ერთმანეთს გაუწევენ ორგანიზაციულ, მეთოდურ და პრაქტიკულ დახმარებას სტანდარტებისა და სხვა ნორმატიული დოკუმენტების შემუშავებასა და გამოყენებაში.
მხარეები დამატებით, შეთანხმებული პირობებით, ნაცვალგების საფუძველზე, გაცვლიან სტანდარტების მაჩვენებლებს.
მუხლი 3
მხარეები ურთიერთაღიარებენ სერტიფიკაციის ორგანოებს, საგამოცდო ლაბორატორიებს (ცენტრებს), გამოცდების და სერტიფიკაციის შედეგებს, შესაბამისობის ნიშანდებებს ურთიერთ-მიწოდებულ პროდუქციაზე საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტისა (საქსტანდარტისა) და ყირგიზეთის რესპუბლიკის მთავრობასთან არსებულ სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო ინსპექციის (ყირგიზსტანდარტის) დამატებითი შეთანხმების პირობებით.
მხარეები სისტემატურად გაცვლიან ინფორმაციას სერტიფიკაციის ორგანოების, საგამოცდო ლაბორატორიების ჩამონათვალის შესახებ, რომლებიც გამიზნულნი არიან ეროვნულ სისტემაში აკრედიტაციისათვის და შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ მათ აკრედიტაციაში.
მუხლი 4
მხარეები დამოუკიდებლად მონაწილეობენ საერთაშორისო სერტიფიკაციის სისტემებში. შეთანხმება არ შეეხება საერთაშორისო სერტიფიკაციის სისტემის წესებიდან გამომდინარე მხარეთა უფლებებსა და მოვალეობებს.
მუხლი 5
მხარეები:
აღიარებენ ნითვიერებათა და მასალათა შემადგენლობისა და თვისებების სტანდარტულ ნიმუშებს, სტანდარტულ საცნობარო მონაცემებს ნივთიერებათა და მასალათა ფიზიკურ კონსტანტებსა და თვისებებზე, გამოცდების შედეგებს და ტიპების დამტკიცებას, მეტროლოგიურ ატესტაციას, გაზომვათა საშუალებების დამოწმებას და დაკალიბრებას, სახელმწიფოებში გაზომვათა ერთეულების სახელმწიფო ეტალონების დამტკიცებას;
აღიარებენ სახელმწიფოში აკრედიტებული საგამოცდო, დასამოწმებელ, საკალიბრო და გამზომ ლაბორატორიებს (ცენტრებს), სერტიფიკაციის ორგანოებს, სერტიფიკატებს და შესაბამისობის ნიშანდებებს ურთიერთმიწოდებულ გაზომვათა საშუალებებზე.
მუხლი 6
მხარეები ითანამშრომლებენ კადრების მომზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაში, სპეციალისტების გაცვლაში, საწარმოთა, მეწარმეთა შორის პირდაპირი კავშირების დამყარებაში, საზოგადოებრივ ორგანიზაციათა ნორმატიული დოკუმენტაციის მომზადების სამუშაოთა ორგანიზაციაში, მეტროლოგიასა და სერტიფიკაციაში და ამ ურთიერთმოქმედებისათვის ხელშემწყობი პირობების შექმნაში.
მუხლი 7
მხარეები ითანამშრომლებენ სტანდარტიზაციის, მეტროლოგიის და სერტიფიკაციის სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციაში და აცნობებენ ერთმანეთს ამ ორგანიზაციების საქმიანობაზე მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოფენ დადგენილი წესების შესაბამისად საერთაშორისო სტანდარტების ტექსტებით.
მხარეები უზრუნველყოფენ ამ შეთანხმების ფარგლებში ჩატარებულ სამუშაოებზე და მიღწეულ სამეცნიერო-ტექნიკურ შედეგებზე მიღებული დოკუმენტაციისა და ინფორმაციის კონფიდენციალობას, თუ ერთ-ერთი მხარის მიერ დათქმულია, რომ მათ გააჩნიათ კონფიდენციალური ხასიათი.
მუხლი 8
ერთ-ერთი მხარის მიერ თანამშრომლობისას მიღებული სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაცია შეიძლება გადაცემულ იქნეს მესამე მხარისათვის, ამ ინფორმაციის მიმწოდებელი მხარის თანხმობის შემთხვევაში.
მუხლი 9
ამ შეთანხმების დებულებები საჭიროებისას კონკრეტიზებული იქნება საქსტანდარტსა და ყირგიზსტანდარტს შორის ბელმოწერილი დამატებითი შეთანხმებებით და (ან) ოქმებით.
მუხლი 10
ამ შეთანხმებით გათვალისწინებული სამუშაოების კოორდინაცია და მათი რეალიზაცია ეკისრებათ:
საქართველოში – საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტს.
ყირგიზეთის რესპუბლიკაში – ყირგიზეთის რესპუბლიკის მთავრობასთან არსებულ სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო ინსპექციას.
მუხლი 11
შეთანხმება არ ეხება ვალდებულებებს, რომლებიც გამომდინარეობენ მხარეების მიერ სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის დარგში ადრე დადებულ ხელშეკრულებებს.
ყველა დავა, რომელიც დაკავშირებულია ამ შეთანხების შესრულებასა და განმარტებასთან, გადაწყდება მოლაპარაკების გზით.
მუხლი 12
შეთანხმება შედის ძალაში მისი ხელმოწერის დღიდან, მოქმედებს 5 წლის განმავლობაში და ავტომატურად გაგრძელდება შემდგომი ხუთწლიანი პერიოდებით, თუ ერთი-ერთი მხარე არ შეატყობინებს წერილობითი ფორმით მეორე მხარეს შეთანხმების მოქმედების მორიგი პერიოდის გასვლამდე არაუგვიანეს ექვსი თვისა, თავისი განზრახვის შესახებ - შეწყვიტოს შეთანხმების მოქმედება.
შესრულებულია ქ. თბილისში, 1997 წლის 22 აპრილს, ორ პირად, ქართულ, ყირგიზულ და რუსულ ენებზე. ამასთან ყველა ტექსტს თანაბარი ძალა აქვს.
ამ შეთანხმების დებულებების განმარტების მიზნებით გამოიყენება ტექსტი რუსულ ენაზე.
საქართველოს მთავრობის სახელით (ხელმოწერილია)
| ყირგიზეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით (ხელმოწერილია)
|
დოკუმენტის კომენტარები