შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ყირგიზეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის განათლების, მეცნიერების და კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ

  • Word
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ყირგიზეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის განათლების, მეცნიერების და კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ
დოკუმენტის ნომერი
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 22/04/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გაურკვეველი, -, 28/12/1998
ძალაში შესვლის თარიღი 22/04/1997
სარეგისტრაციო კოდი 000000430.00.003.000235
  • Word
22/04/1997
გაურკვეველი, -, 28/12/1998
000000430.00.003.000235
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ყირგიზეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის განათლების, მეცნიერების და კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

შეთანხმება

საქართველოს მთავრობასა და ყირგიზეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ

საქართველოს მთავრობა და ყირგიზეთის რესპუბლიკის მთავრობა , შემდგომში ,,მხარეებად” წოდებულნი,

სურთ რა ორ ქვეყანასა და მათ ხალხებს შორის განამტკიცონ და განავითარონ მეგობრული ურთიერთობები,

დარწმუნებულნი იმაში, რომ განათლების, მეცნიერებისა დ კულტურის სფეროებში გაცვლები და თანამშრომლობა, ისევე როგორც სხვა სფეროებში, ხელს უწყობს ქართველ და ყირგიზ ხალხთა შორის ურთიერთგაგების განმტკიცებას,

შეთანხმდნენ შემდეგზე:

    მუხლი 1

მხარეები, ორ ქვეყანას შორის განათლების სფეროში ურთიერთობათა განვითარების მიზნით, წაახალისებენ და განავითარებენ:

a) პირდაპირ თანამშრომლობას, მოსწავლეთა გაცვლას, ორივე ქვეყანაში განათლების სფეროს ორგანიზაციათა და დაწესებულებათა შორის კონტაქტებს;

b) მეორე მხარის ენებისა და ლიტერატურის შესწავლასა და სწავლებას;

c) პროგრამების, სასწავლო მასალებისა და სწავლების მეთოდიკის შემუშავებაში თანამშრომლობასა და გაცვლას;

d) სტიპენდიებით უზრუნველყოფას და მეცნიერულ გამოკვლევათა და სწავლების უზრუნველსაყოფად სხვა საშუალებების განვითარებას.

    მუხლი 2

მხარეები ხელს შეუწყობენ და წაახალისებენ მეცნიერული გამოკვლევებისა და გაცვლების განვითარებას იმ პრობლემებთან დაკავშირებით, რომლებიც წარმოადგენენ საერთო ინტერესს ტექნიკისა და მეცნიერების სფეროში, ორი ქვეყნის სამეცნიერო და კვლევით დაწესებულებებს შორის პირდაპირი თანამშრომლობის ჩათვლით.

მხარეები შეთანხმდებიან ორი ქვეყნის სასწავლო დაწესებულებათა მიერ 1992 წლის 1 იანვრიდან გაცემული საშუალო სკოლის ატესტატების, პროფესიულ-ტექნიკური, საშუალო-სპეციალური და უმაღლესი განათლების დიპლომების ეკვივალენტურობის ცნობის მექანიზმის შემუშავების შესახებ.

    მუხლი 3

მხარეები ხელს შეუწყობენ და წაახალისებენ პირდაპირ კონტაქტებს ლიტერატურის, სახვითი და საშემსრულებლო ხელოვნების, კინოს, ტელევიზიისა და რადიოს, არქიტექტურის, მუზეუმებისა და გალერეების, ბიბლიოთეკების, არქივების სფეროში და კულტურის სხვა სფეროებში.

    მუხლი 4

თითოეული მხარე წაახალისებს მის ტერიტორიაზე მეორე მხარის კულტურულ და საინფორმაციო ცენტრების განთავსებას წინამდებარე შეთანხმების მიზნების მისაღწევად საქმიანობის განხორციელებისა და ორგანიზირებისათვის და თავისი კანონმდებლობის ფარგლებში შექმნის ყველა ხელსაყრელ პირობასა და შესაძლებლობას ასეთი ცენტრების დასახმარებლად. ცნება „კულტურული და საინფორმაციო ცენტრები” შეიცავს სკოლებს, ენის შემსწავლელ დაწესებულებებს, ბიბლიოთეკებს, სამეცნიერო-მეთოდურ ცენტრებსა და სხვა დაწესებულებებს, რომლებიც პასუხობენ წინამდებარე შეთანხმების მიზნებს.

    მუხლი 5

მხარეები წაახალისებენ ორი ქვეყნის პრესისა და საგამომცემლო ორგანიზაციებს შორის პირდაპირ თანამშრომლობას.

    მუხლი 6

მხარეები ხელს შეუწყობენ ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ღინისძიებათა შესახებ ინფორმაციის გაცვლას.

    მუხლი 7

მხარეები წაახალისებენ შესაბამის ოფიციალურ დაწესებულებათა შორის თანამშრომლობას საავტორო უფლებათა უზრუნველყოფის მიზნით.

    მუხლი 8

მხარეები წაახალისებენ ორი ქვეყნის ახალგაზრდულ ორგანიზაციათა შორის კონტაქტებს და პირდაპირ თანამშრომლობას.

    მუხლი 9

მხარეები წაახალისებენ სპორტულ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობასა და მათ ქვეყნებში გამართულ შეჯიბრებებში მონაწილეობას.

    მუხლი 10

მხარეები ხელს შეუწყობენ მათი წარმომადგენლების მონაწილეობას წინამდებარე შეთანხმებით განსაზღვრული სფეროების სემინარებში, ფესტივალებში, შეჯიბრებებში, გამოფენებში, კონფერენციებში, სიმპოზიუმებსა და თათბირებში, რომლებიც ჩატარდება ერთ-ერთ ქვეყანაში.

    მუხლი 11

მხარეები წაახალისებენ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის პირდაპირ თანამშრომლობასა და გაცვლას წინამდებარე შეთანხმებით განსაზღვრულ სფეროებში

    მუხლი 12

წინამდებარე შეთანხმებით განსაზღვრული საქმიანობა განხორციელდება იმ მხარის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რომელ სახელმწიფოშიც ხორციელდება აღნიშნული საქმიანობა.

    მუხლი 13

მხარეები, აუცილებლობის შემთხვევაში ან ერთ-ერთი მხარის თხოვნის თანახმად, შექმნიან ერთობლივ კომისიას წინამდებარე შეთანხმების შესრულების მიმდინარეობის შემოწმების მიზნით.

    მუხლი 14

წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს ხუთი წლის განმავლობაში. მისი მოქმედება ავტომატურად გრძელდება შემდგომი ხუთწლიანი პერიოდით, თუკი ერთ-ერთი მხარე ამ შეთანხმების მოქმედების ვადის გასვლამდე 6 თვით ადრე წერილობით არ აცნობებს მეორე მხარეს თავის გადაწყვეტილების შესახებ ამ შეთანხმების შეწყვეტის თაობაზე.

შესრულებულია ქ. თბილისში, 1997 წლის 22 აპრილს, ორ პირად, თითოეული ქართულ, ყირგიზულ და რუსულ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტს თანაბარი ძალა აქვს.

უთანხმოების წარმოშობის შემთხვევაში, ამ შეთანხმების დებულებების განმარტების მიზნით, გამოიყენება ტექსტი რუსულ ენაზე.

საქართველოს                                                 ყირგიზეთის რესპუბლიკის

მთავრობის სახელით                                      მთავრობის სახელით

(ხელმოწერილია)                                              (ხელმოწერილია)