„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2006 წლის 31 იანვრის N49 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ

  • Word
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2006 წლის 31 იანვრის N49 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 50
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 14/02/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 220211, 22/02/2011
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.030.016011
  • Word
50
14/02/2011
ვებგვერდი, 220211, 22/02/2011
010240030.22.030.016011
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2006 წლის 31 იანვრის N49 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის

ბრძანება 50

2011 წლის 14 თებერვალი

ქ. თბილისი

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2006 წლის 31 იანვრის 49 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ

ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის 206 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის დ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2006 წლის 31 იანვრის 49 ბრძანებით (სსმ III, 08.02.2006წ., 17, მუხ. 208) დამტკიცებულ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატებები:

ა) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომლის ძირითადი ამოცანაა მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში სამინისტროს სისტემის ადამიანური რესურსების მართვის ოპტიმიზაციის შესახებ წინადადებათა შემუშავება; სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა დადგენილი წესის შესაბამისად დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების (გადაყვანის), გათავისუფლების, დისციპლინური წესით დასჯისა და წახალისების, შვებულებისა და მივლინების ბრძანების პროექტის მომზადება; დიპლომატიური რანგების მინიჭების დადგენილი წესის განუხრელად დაცვის უზრუნველყოფა; დიპლომატიური სამსახურისათვის კადრების მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ერთიანი სისტემის შექმნა, ამ მიზნით შესაბამისი პროგრამების შემუშავება და ტრენინგების მომზადების უზრუნველყოფა; სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა და რეზერვში მყოფ პირთა პირადი საქმეების შედგენა/წარმოება; სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა კონკურსებისა და ატესტაციის გამართვის უზრუნველყოფა, მოხელეთა რეზერვის ფორმირება და მიზნობრივი გამოყენება.“;

ბ) მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს „პ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„პ) დიპლომატიური თანამდებობის პირთა მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ერთიანი მიზნობრივი პროგრამების შემუშავება, ტრენინგების მომზადების უზრუნველყოფა, პროცესის მიმდინარეობის კოორდინირება და კონტროლი.“;

გ) მე-4 მუხლის შემდეგ დაემატოს 41 მუხლი შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 41. დეპარტამენტში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფი, მისი ფუნქციები და ამოცანები

1. დეპარტამენტში შემავალ სტრუქტურულ ქვედანაყოფს – სამსახურს წარმოადგენს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სასწავლო ცენტრი (შემდგომში – სასწავლო ცენტრი).

2. სასწავლო ცენტრის ძირითად ფუნქციებსა და ამოცანებს განუთვნება:

ა) დიპლომატიური თანამდებობის პირთა მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ერთიანი მიზნობრივი პროგრამების შემუშავება;

ბ) ტრენინგების მომზადების უზრუნველყოფა;

გ) ტრენინგების ჩატარების თანამედროვე სისტემების დანერგვის მიზნით შესაბამისი წინადადებებისა და პროექტების მომზადება;

დ) ტრენინგების ჩატარების პერიოდულობის განსაზღვრა და მიმდინარეობის კონტროლი;

) სხვადასხვა ტიპის სასაწავლო კურსების ჩატარება დიპლომატიური სამსახურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით;

ვ) სასწავლო პროცესში სამინისტროს თანამშრომელთა ინტელექტუალური რესურსის მაქსიმალური გამოყენება.

3. დეპარტამენტში შემავალ სტრუქტურულ ქვედანაყოფს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც დეპარტამენტის დირექტორის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

4. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრის და დეპარტამენტის დირექტორის წინაშე.

5. სამსახურის უფროსი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას;

ბ) პასუხისმგებელია დეპარტამენტის დირექტორის წინაშე სამსახურზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;

გ) თვალყურს ადევნებს და ზედამხედველობს მოსამსახურეთა მიერ მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს;

დ) ორგანიზებას უწევს ამ დებულებით სამსახურზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებას;

ე) დეპარტამენტის დირექტორს წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;

ვ) ხელს აწერს და ვიზას ადებს სამსახურში მომზადებულ დოკუმენტებს;

ზ) ასრულებს მინისტრის და დეპარტამენტის დირექტორის ცალკეულ დავალებებს, ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს;

თ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში იძლევა მითითებებს სამსახურზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების განსახორციელებლად;

ი) დეპარტამენტის დირექტორთან შეთანხმებით ანაწილებს მოვალეობებს სამსახურის მოსამსახურეთა შორის.“.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

. ვაშაძე