დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 28/11/1997 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გაურკვეველი, -, 16/11/1999 |
ძალაში შესვლის თარიღი | 05/07/1999 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000430.00.003.000277 |
შეთანხმება
საქართველოს მთავრობასა და მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ
საქართველოს მთავრობა და მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობა, შემდგომში „მხარეებად“ წოდებულნი,
არიან რა 1944 წლის 7 დეკემბრის ქ. ჩიკაგოში ხელმოსაწერად გახსნილი საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ კონვენციის მონაწილენი,
აღიარებენ რა, საჰაერო ტრანსპორტის მნიშვნელობას, როგორც ორი ქვეყნის ხალხებს შორის მეგობრობის, ურთიერთგაგების და თანამშრომლობის დამყარებისა და შენარჩუნების საშუალებას,
საქართველოსა და მოლდოვას რესპუბლიკას შორის საერთაშორისო თანამშრომლობის გაგრძელებისა და განვითარების მიზნით,
აქვთ რა სურვილი, ხელი მოაწერონ შეთანხმებას საჰაერო მიმოსვლის შესახებ თავიანთ შესაბამის ტერიტორიებს შორის და მათ ფარგლებს გარეთ,
შეთანხმდეს შემდეგზე:
მუხლი 1
ტერმინთა განსაზღვრებანი
ამ შეთანხმების გამოყენებასა და განმარტების მიზნით, თუ სხვა რამ არ გამომდინარეობს ტექსტიდან:
a) ტერმინი „კონვენცია“ ნიშნავს 1944 წლის 7 დეკემბერს ქ. ჩიკაგოში ხელმოწერისათვის გახსნილ კონვენციას საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ და შეიცავს კონვენციის ნებისმიერ დანართს, მიღებულს ამ კონვენციის 90–ე მუხლის თანახმად, ასევე დანართისა, თუ კონვენციის ნებისმიერ შესწორებას მიღებულს კონვენციის 90–ე და 94–ე მუხლების თანახმად იმდენად, რამდენადაც ასეთი დანართი და შესწორებები აღიარებულია ორივე მხარის მიერ;
b) ტერმინი „საავიაციო ხელისუფლება“ ნიშნავს:
საქართველოსთან მიმართებაში – ტრანსპორტის სამინისტროს საჰაერო ტრანსპორტის დეპარტამენტს, ან ნებისმიერ პირს ან ორგანიზაციას, უფლებამოსილს განახორციელოს ის ფუნქციები, რომლებიც ამჟამად სრულდება ამ სამინისტროსა და დეპარტამენტის მიერ;
მოლდოვას რესპუბლიკასთან მიმართებაში – სამოქალაქო ავიაციის სახელმწიფო ადმინისტრაციას ან ნებისმიერ პირს ან ორგანიზაციას, უფლებამოსილს განახორციელოს ის ფუნქციები, რომლებიც ამჟამად სრულდებბა ამ ადმინისტრაციის მიერ.
c) ტერმინი „ დანიშნული ავიასაწარმო“ ნიშნავს ავიასაწარმოს, რომელიც დანიშნული და უფლებამოსილია ამ შეთანხმების მე–3 მუხლის თანახმად;
d) ტერმინი „ტერიტორია“ სახელმწიფოსთან მიმართებაში ნიშნავს სახმელეთო ზედაპირს და მის მიმდებარე ტერიტორიულ და შიდა წყლებს, საჰაერო სივრცეს მათ თავზე, რომლებიც მდებარეობენ ამ სახელმწიფოს სუვერენიტეტის , სუზერენიტეტის, პრორექტორატის ან მანდატის ქვეშ;
e) ტერმინებს: „საჰაერო მიმოსვლა“, საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა“,“ ავიასაწარმო“ და „გაჩერება არაკომერციული მიზნებით“ აქვთ კონვენციის 96– მუხლით განსაზღვრული შესაბამისი მნიშვნელობები;
f) ტერმინი „შეთანხმება“ ნიშნავს ამ შეთანხმებას, მისი დამატებებისა და ნებისმიერი შესწორებების მე–19 მუხლის შესაბამისად;
g) ტერმინი „დადგენილი მარშრუტები“ ნიშნავს შეთანხმების დანართში დადგენილ და დასადგენ მარშრუტებს;
h) ტერმინი „შეთანხმებული ხაზები“ ნიშნავს დადგენილი მარშრუტებით ექსპლუატირებულ საერთაშორისო ავიახაზებს ამ შეთანხმების დანართის შესაბამისად;
i) ტერმინი „ტარიფი“ ნიშნავს მგზავრთა გადაყვანის, ბარგისა და ტვირთის გადატანის ღირებულებას და ამ ღირებულების ამოღების პირობებს გადასახადის თანხის, სააგენტო და სხვა სახის მომსახურების ჩათვლით, საფოსტო გადაზიდვების ღირებულების და პირობების გამოკლებით;
j) ტერმინი „ტევადობა“, შეთანხმებული ხაზების“ მიმართ ნიშნავს ამ ავიახაზებზე გამოყენებული საჰაერო ხომალდის ტევადობას, გამრავლებულს ამ საჰაერო ხომალდის მიერ შესრულებული რეისების სიხშირეზე მთელ მარშრუტზე ან მის მონაკვეთზე.
2. ამ შეთანხმების თითოეული მუხლის დასაწყისში მოცემულ სათაურებს აქვთ საცნობარო ხასიათი და არ განსაზღვრავენ, არ ზღუდავენ და არ აღწერენ ამ შეთანხმების მიზანს ან განზრახვებს.
მუხლი 2
უფლებათა მინიჭება
1. თითოეული მხარე ანიჭებს მეორე მხარეს ამ შეთანხმებით გათვალისწინებულ უფლებებს, დანართით განსაზღვრულ მარშრუტებზე რეგულარული საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის განხორციელების მიზნით.
2. თითოეული მხარის მიერ დანიშნული ავიასაწარმო დადგენილ მარშრუტებზე შეთანხმებული ხაზების ექსპლუატაციისას სარგებლობს შემდეგი უფლებებით:
a) განახორციელოს მეორე მხარის ტერიტორიაზე გადაფრენა დაჯდომის გარეშე;
b) განახორციელოს დაჯდომა მეორე მხარის ტერიტორიაზე არაკომერციული მიზნებით იმ პუნქტებში, რომლებიც მითითებულია ამ შეთანხმების დანართში;
c) განახორციელოს დაჯდომა მეორე მხარის ტერიტორიაზე ამ შეთანხმების დანართში აღნიშნულ პუნქტებში საერთაშორისო მიმართულების მგზავრთა ჩასხდომისა და(ან) გადმოსხდომის, ფოსტისა და ტვირთის ჩატვირთვა–გადმოტვირთვის მიზნით.
3. აღნიშნულ მუხლში არაფერი არ იქნება განხილული, როგორც:
ერთი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოსათვის უფლების მინიჭება მეორე მხარის ტერიტორიაზე გასამრჯელოს საფასურად ან დაქირავების (კაბოტაჟი) პირობებით საჰაერო ხომალდის ბორტზე აიყვანოს მგზავრები, აიტანოს ფოსტა და ტვირთი ამავე მხარის ტერიტორიაზე არსებულ სხვა პუნქტებში გადაყვანის მიზნით.
4. თითოეული მხარე ადგენს ტერიტორიაზე საჰაერო ხომალდის მიერ შეთანხმებულ ხაზებზე ფრენის მარშრუტებსა და სახელმწიფო საზღვრების გადაფრენის პუნქტებს.
5. საჰაერო ხომალდების ფრენასთან, შეთანხმებულ ავიახაზებზე მგზავრების, ტვირთის და ფოსტის გადაყვანა–გადაზიდვასთან, საჰაერო ხომალდების მიწისზედა ტექნიკურ მომსახურებასა და ფინანსური ანგარიშწორების წესებთან დაკავშირებული ტექნიკური და კომერციული საკითხები გადაწყვეტილ იქნება დანიშნულ ავიასაწარმოებს შორის ურთიერთშეთანხმების გზით და წარედგინება დასამტკიცებლად მხარეთა საავიაციო ხელისუფლებებს.
მუხლი 3
ავიასაწარმოს დანიშვნა და ექსპლუატაციის ნებართვის მინიჭება
1. თითოეულ მხარეს უფლება აქვს დანიშნოს ავიასაწარმო(ები) დადგენილ მარშრუტებზე შეთანხმებული ხაზების ექსპლუატაციის მიზნით, რის შესახებ წერილობით უნდა ეცნობოს მეორე მხარეს.
2. ამ შეტყობინების მიღებისთანავე მეორე მხარე ამ შეთანხმების მე–3 და მე–4 პუნქტების დებულებების შესაბამისად დაუყოვნებლივ მიანიჭებს თითოეულ დანიშნულ ავიასაწარმოს ფრენის შესაბამის ნებართვას
3. ერთი მხარის საავიაციო ხელისუფლებამ, ფრენის ნებართვის გაცემამდე, შეიძლება მოსთხოვოს მეორე მხარის დანიშნულ ავიასაწარმოს მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ მას შეუძლია შეასრულოს ის პირობები, რომლებიც დაწესებულია იმ წესებითა და კანონებით, რომლებიც ჩვეულებრივ გამოიყენება ამ ხელისუფლთა მიერ საერთაშორისო საჰაერო ხაზების ექსპლუატაციის დროს და კონვენციის დებულებების თანახმად.
4. თითოეულ მხარეს შეუძლია უარი თქვას ამ მუხლის მე–2 პუნქტით განსაზღვრული ექსპლუატაციის ნებართვის მინიჭებაზე ან ამ შეთანხმებების მე–2 მუხლით განსაზღვრული უფლებებით სარგებლობისას ავიასაწარმოს მოსთხოვოს ისეთი პირობების შესრულება, როგორსაც ჩათვლის საჭიროდ ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც ეს მხარე არ არის დარწმუნებული, რომ ავიასაწარმოს უპირატესი მფლობელობით და მასზე რეალური კონტროლის უფლებებით სარგებლობენ ამ ავიასაწარმოს დამნიშვნელი მხარე ან მისი მოქალაქეები.
5. ამგვარად დანიშნული და მიღებული ნებართვის შედეგად ავიასაწარმოს შეუძლია დაიწყოს შეთანხმებული ხაზების ექსპლუატაცია იმ პირობით, რომ დანიშნულ ავიასაწარმოებს შორის შეთანხმებული ფრენის განრიგი, დამტკიცებული მხარეების საავიაციო ხელისუფალთა მიერ და ტარიფები, რომლებიც დადგენილია ამ შეთანხმების მე–6 მუხლის შესაბამისად, შესულია ძალაში.
მუხლი 4
ფრენების ნებართვების გაუქმება ან შეჩერება
1. თითოეულ მხარეს უფლება ექნება გააუქმოს ფრენის ნებართვა ან შეაჩეროს მეორე მხარის დანიშნულ ავიასაწარმოსადმი მინიჭებული უფლებები ამ შეთანხმების მე–2 მუხლის შესაბამისად, ან მოსთხოვოს ისეთი პირობების დაცვა, რომლებსაც საჭიროდ ჩათვლის ამ უფლებების გამოყენების დროს:
a) ნებისმიერ შემთხვევაში, თუ ის არ არის დარწმუნებული, რომ უპირატესი მფლობელობა ან მასზე რეალური კონტროლი ეკუთვნის იმ მხარეს, რომელმაც დანიშნა ეს ავიასაწარმო ან მის მოქალაქეებს; ან
b) იმ შემთხვევაში, თუ ეს ავიასაწარმო არ ასრულებს იმ მხარის კანონებსა და წესებს, რომელმაც მიანიჭა მას ეს უფლებები, ან
c) იმ შემთხვევაში, თუ ეს ავიასაწარმო რაიმე სხვაგვარი სახით არ იცავს პირობებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ შეთანხმებით.
2. თუ დაუყოვნებლივ არ არის საჭირო ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ნებართვების გაუქმება, უფლებებით სარგებლობის შეჩერება ან პირობების წაყენება, რათა თავიდან იქნეს აცილებული კანონებისა და წესების შემდგომი დარღვევა, იმ პუნქტით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობა მოხდება მხოლოდ მხარეების საავიაციო ხელისუფალთა შორის კონსულტაციების ჩატარების შემდეგ, რომელიც უნდა შედგეს მოთხოვნის დღიდან შეძლებისდაგვარად მოკლე ვადებში ამ შეთანხმების მე–17 მუხლის შესაბამისად.
მუხლი 5
საბაჟო გადასახადებისა და მოსაკრებლებისაგან გათავისუფლება
1. საჰაერო ხომალდები, რომლებიც ექსპლუატირებულია შეთანხმებულ ხაზებზე ერთი მხარის დანიშნული ავიასაწარმოების მიერ, ასევე მათი სატაბელო ქონება, საწვავის მარაგი, საპოხი მასალები და საჰაერო ხომალდზე არსებული მარაგი (სურსათის, სასმელისა და თამბაქოს ნაწარმის ჩათვლით) თავისუფლდება ყველა სახის საბაჟო გადასახდებისაგან მეორე მხარის ტერიტორიაზე შესვლისას იმ პირობით, რომ ზემოაღნიშნული მარაგი დარჩება საჰაერო ხომალდის ბორტზე მათი უკან გატანის მომენტამდე.
2. ასევე გათავისუფლებულ იქნებიან ასეთივე მოსაკრებლებისა და გადასახადებისაგან, გარდა გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული გადასახადებისა:
a) საბორტო მარაგი, აღებული ერთი მხარის ტერიტორიაზე და გამიზნული მეორე მხარის დანიშნული ავიასაწარმოს(ების) მიერ შეთანხმებულ ხაზებზე ექსპლუატირებული საჰაერო ხომალდის ბორტზე გამოყენებისათვის;
b) სათადარიგო ნაწილები, რომლებიც შემოტანილია ერთი მხარის ტერიტორიაზე მეორე მხარის დანიშნული ავიასაწარმოს შეთანხმებულ ხაზებზე ექსპლუატირებული საჰაერო ხომალდის ტექმომსახურებისა ან რემონტისათვის;
c) საწვავი და საპოხი მასალები, განკუთვნილი საჰაერო ხომალდისათვის და გამოყენებული შეთანხმებულ ხაზებზე ერთი მხარის მიერ დანიშნული ავიასაწარმოების მიერ, იმ შემთხვევაშიც, თუკი ეს მარაგი გამოყენებულ იქნება მარშრუტის იმ მონაკვეთზე, რომელიც არის მეორე მხარის ტერიტორიის საზღვრებში, სადაც ისინი ატანილია ბორტზე;
d) დოკუმენტები, გამოყენებული ერთი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს მიერ, ავიაბილეთების, ავიაზედნადებების, ასევე სარეკლამო მასალების ჩათვლით, უფასოდ ვრცელდება მეორე მხარის ტერიტორიაზე.
3. მასალები, მარაგი და სათადარიგო ნაწილები, ასევე ქონება, მოქყობილობა და დოკუმენტები, აღნიშნულნი ამ მუხლის მე–2 პუნქტში, მოთხოვნის შემთხვევაში, შეიძლება განთავსებულ იქნას საბაჟო ხელისუფალთა კონტროლის ან ზედამხედველობის ქვეშ.
4. საბორტო სატაბელო ქონება, მასალები, მარაგი და სათადარიგო ნაწილები, რომლებიც იმყოფებიან ერთი მხარის მიერ ექსპლუატირებულ საჰაერო ხომალდზე, შეიძლება გადმოიტვირთოს მეორე მხარის ტერიტორიაზე. ამ შემთხვევაში ისინი შეიძლება განთავსებულ იქნას აღნიშნულ ხელისუფალთა კონტროლის ქვეშ, სანამ არ იქნება უკან გატანილი და არ მიიღებენ სხვა დანიშნულებებს საბაჟო წესების შესაბამისად.
5. გადასახადებისაგან და მოსაკრებლებისაგან გათავისუფლება, რომელთა შესახებაც ლაპარაკია ამ მუხლის 1 პუნქტში, გამოყენებულ იქნება იმ შემთხვევებშიც, როცა ერთი მხარის მიერ დანიშნულმა ავიასაწარმომ კონტრაქტი დადო სხვა ავიასაწარმოსთან ამ მუხლის 1 პუნქტში აღნიშნული ქონების დროებითი სარგებლობისა და გაცემის შესახებ, იმ პირობით, რომ ეს სხვა ავიასაწარმო სარგებლობს საბაჟო გადასახადებისა და მოსაკრებლებისაგან გათავისუფლების ისეთივე უფლებით მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე.
მუხლი 6
ტარიფები
1. ტარიფები, რომლებიც დაწესებულია ერთი მხარის ავიასაწარმოთა მიერ მეორე მხარის ტერიტორიაზე, ან ტერიტორიიდან გადაყვანა–გადაზიდვებისათვის, უნდა დადგენილ იქნან გონივრულად ყველა შესაბამისი ფაქტორის გათვალისწინებით, სხვა ავიასაწარმოების საექსპლუატაციო ხარჯების, სათანადო მოგებისა და ტარიფების ჩათვლით. მხარეები მიუღებლად თვლიან ტარიფებს, რომლებიც გაუმართლებლად მაღალი ან შემზღუდველია დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების გამო ან ხელოვნურად შემცირებულია ავიასაწარმოს დაცვის მიზნით პირდაპირი ან არაპირდაპირი სახელმწიფო სუბსიდიების ან მხარდაჭერის ხარჯზე დისკრიმინაციული ფასების აღკვეთის და ფასებისაგან მომხმარებლის დაცვის პრაქტიკის გამოყენების მიზნით.
2. ამ მუხლის 1–ლ პუნქტში აღნიშნული ტარიფები, შეძლებისდაგვარად უნდა იქნან შეთანხმებული ორივე მხარის დანიშნულ ავიასაწარმოებს შორის და ასეთი შეთანხმება შეძლებისდაგვარად მიღწეულ უნდა იქნას საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის ტარიფების დადგენის მექანიზმის გამოყენებით.
3. ამგვარად შეთანხმებული ტარიფები დასამტკიცებლად წარედგინება ორივე მარის საავიაციო ხელისუფლების ტარიფების ძალაში შესვლისათვის შემოთავაზებულ თარიღამდე ორმოცდა ხუთი (45) დღით ადრე. განსაკუთრებულ შემთხვევებში ეს ვადა შეიძლება შემცირებულ იქნას აღნიშნული ხელისუფლებების შეთანხმებით.
4. თანხმობა ტარიფის გამოყენებაზე შეიძკლება მიცემული კონკრეტული პასუხის გზით. თუ შესაბამისი საავიაციო ხელისუფლებები ტარიფების წარდგენის მომენტიდან ოცდაათი (30) დღის განმავლობაში ამ მუხლის მე–3 პუნქტის შესაბამისად არ გამოხატავენ უთანხმოებას ტარიფის შესახებ, მაშინ, ტარიფები ჩაითვლება დამტკიცებულად. თუ მცირდება მე–3 მუხლით გათვალისწინებული შეთანხმების პერიოდი, მაშინ საავიაციო ხელისუფალთ შეუძლიათ შეთანხმდნენ, რომ შეტყობინების ვადა იქნება ოცდაათ (30) დღეზე ნაკლები.
5. თუ ვერ მოხერხდა დასამტკიცებლად წარდგენილი ტარიფების შეთანხმება ამ მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად, ან თუ ამ მუხლის მე–4 პუნქტში აღნიშნული პერიოდის განმავლობაში ერთი მხარის საავიაციო ხელისუფლება მეორე მხარის საავიაციო ხელისუფლებას შეატყობინებს, რომ არ ეთანხმება ამ მუხლის მე–2 პუნქტის დებულებათა შესაბამისად შეთანხმებულ რომელიმე ტარიფს, მაშინ ორივე მხარის საავიაციო ხელისუფლება უნდა შეეცადოს ასეთი ტარიფის დადგენას მათ შორის ურთიერთშეთანხმებით.
6. თუ საავიაციო ხელისუფლებები ვერ შეძლებენ შეთანხმდნენ ამ მუხლის მე–3 პუნქტის თანახმად წარმოდგენილ ნებისმიერ ტარიფზე, ან ამ მუხლის მე–5 პუნქტის შესაბამისად ნებისმიერი ტარიფის განსაზღვრაზე, უთანხმოება უნდა გადაიჭრას ამ შეტანხმების მე–18 მუხლის დებულებათა შესაბამისად.
7. ტარიფი, დადგენილი ამ მუხლის დებულებების შესაბამისად ძალაში რჩება იმ დრომდე, ვიდრე არ დამტკიცდება ახალი ტარიფი. მიუხედავად ამისა, ამავე პუნქტის თანახმად ტარიფის გამოყენებას ვადა არ შეიძლება გაგრძელებულ იქნას არა უმეტეს 12 თვისა იმ დღიდან, რომლიდანაც ტარიფი ითვლება ძალადაკარგულად.
8. მხარეების საავიაციო ხელისუფლებები ყოველ დონეს იხმარენ, რათა მათ მიერ დანიშნულმა ავიასაწარმოებმა დაიცვან შეთანხმებული ტარიფები, რომლებიც დამტკიცებულია ორივე მხარის საავიაციო ხელისუფლების მიერ და რომ არც ერთმა ავიასაწარმომ არავის არ მისცეს უფლება მოახდინოს ასეთი ტარიფების შემცირება პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით საავიაციო ხელისუფალთა მიერ დამტკიცების გარეშე, რომელიც შეიძლება გაცემულ იქნეს საერთო საფუძვლებზე, ან მთელ რიგ შემთხვევებში. ერთი მხარის ავიასაწარმო შეღავათების შესახებ ინფორმაციას წარუდგენს მეორე მხარეს შეღავათების გატარებამდე 30 დღით ადრე.
მუხლი 7
წარმომადგენლობა
1. ერთი მხარის მიერ დანიშნულ ავიასაწარმოს ურთიერთთანხმობის საფუძველზე ეძლევა უფლება მეორე მხარის ტერიტორიაზე გახსნას და ჰყავდეს თავისი წარმომადგენლები და კომერციული, ოპერატიული და ტექნიკური პერსონალი, რომლებიც აუცილებელნი არიან შეთანხმებული ხაზების ექსპლუტაციისთვის. ზემოაღნიშნული პერსონალი უნდა შედგებოდეს მხარეების მოქალაქეებისაგან.
2. მოთხოვნები, წაყენებული ამ პერსონალის მიმართ, დანიშნული ავიასაწარმოს სურვილის მიხედვით შეიძლება დაკმაყოფილებულ იქნას საკუთარი პერსონალის ხარჯზე ან მეორე მხარის ტერიტორიაზე მოქმედი იმ სხვა ორგანიზაციების, კომპანიების ან ავიაკომპანიების მომსახურების გამოყენებით, რომლებიც მოქმდებენ მეორე მხარის ტერიტორიაზე და უფლებამოსილნი არიან მეორე ტერიტორიაზე გაწიონ ამგვარი მომსახურება.
3. წარმომადგენლებზე და პერსონალზე ვრცელდება მეორე მხარის ტერიტორიაზე მოქმედი კანონები და წესები და ასეთი კანონებისა და წესების შესაბამისად თითოეული მხარე ურთიერთთანხმობის საფუძველზე მინიმალური შეფერხებებით. წარმომადგენლებსა და პერსონალს, მიანიჭებს აუცილებელ ნებართვებს სამუშაოზე, ვიზებს შრომითი მოწყობისათვის ან სხვა მსგავს დოკუმენტებს, რომლებზედაც მოხსენიებულია ამ მუხლის 1–ლ პუნქტში.
მუხლი 8
კანონებისა და წესების გამოყენება
1. ერთი მხარის კანონები და წესები, რომლებიც არეგულირებენ თავის ტერიტორიაზე იმ საჰაერო ხომალდების დაშვებას ან აფრენას, რომლებიც ასრულებენ საერთაშორისო ფრენებს, ექსპლუატაციას, ან ამ საჰაერო ხომალდების ნავიგაციას თავისი ტერიტორიის ფარგლებში მათი ყოფნის პერიოდში, ვრცელდება მეორე მხარის მიერ დანიშნული ავიასაწარმოს საჰაერო ხომალდებზე.
2. ერთი მხარის კანონები და წესები, რომლებიც არეგულირებენ მგზავრების, ეკიპაჟის, ბარგის , ტვირთისა და ფოსტის ჩამოსვლასა და გამგზავრებას და კერძოდ ის ფორმალობები, რომლებიც ეხება საპასპორტო, საბაჟო, სავალუტო და სანიტარულ წესებს, გამოყენებულ იქნება მეორე მხარის მიერ დანიშნული ავიასაწარმოს საჰაერო ხომალდის მგზავრების, ეკიპაჟების, ტვირთისა და ფოსტის მიმართ მათი აღნიშნული ტერიტორიის ფარგლებში ყოფნის დროს.
მუხლი 9
მოწმობებისა და ლიცენზიების აღიარება
1. ფრენის ვარგისიანობის მოწმობები, კვალიფიკაციის მოწმობები და მოწმობები, გაცემული ან აღიარებული ერთი მხარის მიერ დადგენილ მარშრუტებზე შეთანხმებული ხაზების ექსპლუატაციის მიზნით, აღიარებულ იქნებიან მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ იმ პირობით, რომ ასეთი გაცემული ან აღიარებული მოწმობები ნამდვილად შეესაბამება კონვენციით დადგენილ სტანდარტებს და რომ მათი მოქმედების ვადები არ გასულა.
2. მიუხედავად ამისა, თითოეული მხარე იტოვებს უფლებას არ აღიაროს კვალიფიკაციის მოწმობები და ლიცენზიები, რომლებიც გაცემულია მის მოალაქეებზე მეორე მხარის მიერ მის ტერიტორიაზე ფრენის განხორციელების მიზნით.
მუხლი 10
საავიაციო უშიშროება
1. მხარეები ერთმანეთის მიმართ აღებული ვალდებულებების შესაბამისად ადასტურებენ, რომ დაიცავენ სამოქალაქო ავიაციას უშიშროების უკანონო ჩარევისაგან. მხარეები მოქმედებენ 1963 წლის 14 სექტემბერს ტოკიოში ხელმოწერილი კონვენციის „სამოქალაქო ხომალდის ბორტზე ჩადენილი დანაშაულის და ზოგიერთი სხვა ქმედებათა შესახებ“ დებულებების შესაბამისად და 1970 წლის 16 დეკემბერს ჰააგაში ხელმოწერილი კონვენციის „საჰაერო ხომალდის უკანონოდ ხელში ჩაგდების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“, 1971 წლის 23 სექტემბერს მონრეალში ხელმოწერილი კონვენციის „სამოქალაქო ავიაციიის უსაფრთხოების ხელყოფისაკენ მიმართული კანონსაწინააღმდეგო ქმედებებთან ბრძოლის შესახებ“, 1988 წლის 24 თებერვალს მონრეალში ხელმოწერილი ოქმის „საერთაშორისო აეროპორტებში ძალადობრივ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებთან ბრძოლის შესახებ“ დებულებების შესაბამისად.
2. მათი მოთხოვნების შესაბამისად, მხარეები ერთმანეთს უწევენ აუცილებელ დახმარებას საჰაერო ხომალდის უკანონოდ ხელში ჩაგდებისა და სხვა არაკანონიერი ქმედობების თავიდან ასაცილებლად, რომელნიც მიმართულნი არიან საჰაერო ხომალდების, მგზავრების, ეკიპაჟების, აეროპორტებისა და საჰაერო ნავიგაციის საშუალებების წინააღმდეგ, ასევე ნებისმიერი სხვა მუქარის თავიდან ასაცილებლად, რომელიც მიმართულოია ავიაციის უშიშროების წინააღმდეგ.
3. მხარეები მოქმედებენ საავიაციო უშიშროების დებულებებისა და ტექნიკური მოთხოვნების შესაბამისად, რომლებიც დადგენილი სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ და გათვალისწინებულია სამოქალაქო ავიაციის კონვენციის დანართების სახით, იმდენად, რამდენადაც ასეთი დებულებანი და მოთხოვნილებანი გამოიყენება მხარეების მიმართ: ისინი მოსთხოვენ მათი რეგისტრაციის საჰაერო ხომალდების ექსპლუატანტებს, რომელთა საქმიანობის ძირითადი ადგილმდებარეობა და მუდმივი განლაგება არის მათ ტერიტორიაზე და მათ ტერიტორიაზე მყოფ საერთაშორისო აეროპორტების ექსპლუატანტებს იმოქმედონ საჰაერო უშიშროების აღნიშნულ დებულებათა და მოთხოვნათა შესაბამისად.
4. თითოეული მხარე ეთანხმება იმას, რომ მეორე მხარეს შეუძლია მოსთხოვოს ასეთ ექსპლუატანტებს დაიცვან ამ მუხლის მე–3 პუნქტის ავიაციის უშიშროების შესახებ დებულებები და მოთხოვნები, რომლებიც გათვალისწინებულია მეორე მხარის მიერ მის ტერიტორიაზე შესვლის, გასვლის და ტერიტორიის ფარგლებში ყოფნისას. თითოეული მხარე თავისი ტერიტორიის ფარგლებში, უზრუნველყოფს შესაბამისი ღონისძიებების გატარებას საჰაერო ხომალდების დასაცავად, მგზავრების, ეკიპაჟების, პირადი ნივთების, ბარგის, ტვირთის და საჰაერო ხომალდის მარაგის შემოწებას ჩასხდომა–ჩატვითვამდე და ჩასხდომა–ჩატვირთვისას. თითოეული მხარე კეთილგანწყობით განიხილავს მეორე მხარის ნებისმიერ მოთხოვნას კონკრეტულ მუქარასთან დაკავშირებით უშიშროების სპეციალური ზომების მიღების შესახებ.
5. როდესაც ადგილი აქვს ინციდენტს ან ინციდენტის მუქარას სამოქალაქო საჰაერო ხომალდების უკანონოდ ხელში ჩაგდებასთან და სხვა რაიმე უკანონო აქტებთან დაკავშირებით, მიმართულს საჰაერო ხომალდის მგზავრების, ეკიპაჟის, აეროპორტისა და საჰაერო სანავიგაციო საშუალებების უშიშროების წინააღმდეგ, მხარეები ასეთი ინციდენტისა და მისი მუქარის სწრაფი და უსაფრთხო აღკვეთის მიზნით, დახმარებას უწევენ ერთმანეთს კომუნიკაციის გამარტივების გზით და შესაბამისი ზომების გატარებით.
მუხლი 11
ანგარიშწორება, შემოსავლების გადარიცხვა
1. დანიშნულ ავიასაწარმოებს შორის ანგარიშწორება წარმოებს მხარეთა შორის ანგარიშწორებისა და გადახდის შესახებ მოქმედი შეთანხმებების შესაბამისად.
2. თითოეული მხარე მეორე მხარის მიერ დანიშნულ ავიასაწარმოს აძლევს უფლებას თავისუფლად გადარიცხოს ამ ავიასაწარმოების მიერ შეთანხმებული ხაზების ექსპლუატაციის რეალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავლის ნამატი გასავალზე.
3. ასეთი გადარიცხვა უნდა განხორციელდეს იმ შეთანხმებების დებულებების შესაბამისად, რომლებიც არეგულირებენ ფინანსურ ურთიერთობებს მხარეებს შორის. ასეთი შეთანხმების ან მასში შესაბამისი დებულებების არ არსებობის შემთხვევაში გადარიცხვა უნდა განხორციელდეს თავისუფლად კონვერტირებად ვალუტაში, ოფიციალური კურსით იმ სავალუტო გაცვლის წესების შესაბამისად, რომლებსაც იყენებენ მხარეები.
მუხლი 12
გადასახადებისაგან გათავისუფლება
შემოსავლები,მიღებული ერთი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს მიერ მეორე მხარის ტერიტორიაზე შეთანხმებული ხაზების ექსპლუატაციის შედეგად, გათავისუფლებულ იქნებიან მეორე მხარის მიერ დაბეგვრისაგან, რომელიც ამ მხარის წესებს შესაბამისად უნდა ან შესაძლებელია გამოყენებულ ყოფილიყო.
მუხლი 13
ტევადობა და ფრენების განრიგი
1. მხარეების მიერ დანიშნულ ავიასაწარმოებს ექნებათ შესაბამის ტერიტორიებს შორის დაწესებულ მარშრუტზე შეთანხმებული ხაზების ექსპლუატაციისას სამართლიანი და თანაბარი პირობები.
2. ერთი მხარის მიერ დანიშნულმა ავიასაწარმომ შეთანხმებული ხაზების ექსპლუატაციისას მხედველობაში უნდა მიიღოს მეორე მხარის მიერ დანიშნული ავიასაწარმოს ინტერესები ისე, რომ არ მიაყენოს ზიანი ამ უკანასკნელი ავიასაწარმოს მიერ განხორციელებულ გადაყვანა–გადაზიდვებს იგივე მარშრუტზე ან მის მონაკვეთზე.
3. შეთანხმებული ხაზები, რომლებზედაც ხელშემკვრელი მხარეების დანიშნული ავიასაწარმოები ახორციელებენ მომსახურებას, უნდა შეესაბამებოდნენ მარშრუტზე გადაზიდვების საზოგადოებრივ მოთხოვნებს და ყველა ავიასაწარმოს უპირველეს ამოცანას უნდა წარმოადგენდნენ ისეთი ტევადობის უზრუნველყოფა, რომელიც დატვირთვის გონივრული კოეფიციენტის არსებობის შემთხვევაში უპასუხებს მხარეთა ტერიტორიებს შორის მგზავრების გადაყვანის, ტვირთისა და ფოსტის გადაზიდვების არსებულ და გონივრულ მოთხოვნებს.
4. ტევადობები დადგენილ მარშრუტზე არსებითად თანაბრად უნდა იყოს განაწილებული ორივე მხარის მიერ დანიშნულ ავიასაწარმოებს შორის, თუ სხვაგვარად არ შეთანხმდნენ ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებები.
5. მხარეების მიერ დანიშნულმა ავიასაწარმომ ფრენების დაწყებამდე არა უგვიანეს სამოცი (60) დღით ადრე უნდა წარუდგინოს მეორე მხარის საავიაციო ხელისუფლებას დასამტკიცებლად სავარაუდო განრიგი, ფრენის სიხშირის, საჰაერო ხომალდის ტიპის, კომპონირებისა და გაყიდვისათვის შეთავაზებულ სავარაუდო ადგილთა რაოდენობის ჩვენებით.
6. იმ შემთხვევაში, თუ დანიშნული ავიასაწარმოები ვერ შეძლებენ ფრენის განრიგის შეთანხმების მიღწევას, მაშინ ეს საკითხი გადაწყდება უშუალოდ ხელშემკვრელი მხარეების საავიაციო ხელისუფალთა შორის.
7. მხარეების საავიაციო ხელისუფალთა დამტკიცების გარეშე, ფრენის განრიგი არ შეიძლება შევიდეს ძალაში. მათი ნებისმიერი შემდგომი ცვლილებები უნდა წარედგინოს დასამტკიცებლად მხარეების საავიაციო ხელისუფლებებს.
მუხლი 14
აეროპორტისა და სხვა გადასახადები
1. თითოეული აეროპორტით, მათ შორის მისი მოწყობილობებით, ტექნიკური და სხვა საშუალებებითა და მომსახურებით სარგებლობს გადასახადები და სხვა მოსაკრებლები, ასევე აერონავიგაციული საშუალებებით, კავშირგაბმულობით და მომსახურებით სარგებლობის ნებისმიერი მოსაკრებლები ამოღებულ იქნება თითოეული მხარის მიერ მის ტერიტორიაზე დადგენილი ნიხრებისა და ტარიფების შესაბამისად იმ პირობით, რომ ასეთი გადასახადები და მოსაკრებლები არ უნდა აღემატებოდეს სხვა ქვეყნების საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტებისაგან ამოღებულ ანალოგიურ გადასახადებს.
2. თითოეული მხარე ხელს შეუწყობს კონსულტაციების ჩატარებას მათ კომპეტენტურ დამბეგრავ ორგანიზაციებს და დანიშნულ ავიასაწარმოებს შორის, რომლებიც სარგებლობენ მომსახურებითა და საავიაციო საშუალებებით და სადაც ეს პრაქტიკულად შესაძლებელია ამ დანიშნული ავიასაწარმოების წარმომადგენლობითი ორგანიზაციების მეშვეობიტ. მომხმარებლებს უნდა მიეწოდოს დროული შეტყობინება არსებულ გადასახადებში ცვლილებების შეტანის თაობაზე.
მუხლი 15
ინფორმაციისა და სტატისტიკური მონაცემების გაცვლა
თითიეული მხარის საავიაციო ხელისუფლება მეორე მხარის საავიაციო ხელისუფლებას, მისი მოთხოვნის შესაბამისად, აწვდის პერიოდულ სტატისტიკურ ინფორმაციას, რომელიც შეიძლება იყოს გონივრულად მოთხოვნილი პირველი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს შეთანხმებულ ავიახაზებზე შესრულებული გადაყვანა–გადაზიდვების მოცულობის განსაზღვრის მიზნით.
მუხლი 16
პირდაპირი ტრანზიტი
მგზავრები, ბარგი და ტვირთი, რომლებიც პირდაპირი ტრანზიტით გადიან ერთი მხარის ტერიტორიაზე და არ ტოვებენ ამ მიზნისათვის გამოყოფილ აეროპორტის ტერიტორიას, გაივლიან მხოლოდ გამარტოვებულ კონტროლს. პირდაპირი ტრანზიტის ბარგსა და ტვირთზე არ ვრცელდება საბაჟო და სხვა სახის გადასახადები.
მუხლი 17
კონსულტაციები
1. მხარეების საავიაციო ხელისუფლებებს შორის პერიოდულად ჩატარდება კონსულტაციები ამ შეთანხმებისა და მისი დანართის დებულებების შესრულებისა და დაცვის, ასევე მათი შესაძლო ცვლილებებისა და შესწორებების შესახებ.
2. ასეთი კონსულტაციები შეიძლება ჩატარდეს პირდაპირ ან მიმოწერის მეშვეობით და დაიწყება მოთხოვნის თარიღიდან სამოცი (60) დღის განმავლობაში, თუ მხარეების საავიაციო ხელისუფლებები არ შეთანხმდნენ ამ ვადის გაგრძელების შესახებ.
მუხლი 18
სადაო საკითხების მოგვარება
1. ამ შეთანხმების გაგებისა და გამოყენებასთან დაკავშირებით მხრეთა შორის დავის წარმოქმნის შემთხვევაში, მხარეები პირველ რიგში შეეცდებიან დავა მოაგვარონ მხარეების საავიაციო ხელისუფალთა შორის პირდაპირი მოლაპარაკებების გზით.
2. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ხელისუფალნი ვერ მიაღწევენ შეთანხმებას, დავა მოგვარებულ იქნება დიპლომატიური არხების მეშვეობით.
3. იმ შემთხვევაში, თუ შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული ზემოხსენებული საშუალებებით, მაშინ ნებისმიერი მხარის მოთხოვნით დავა გადაცემულ იქნება სასამართლოში (აქ და შემდგომში „საარბიტრაჟო სასამართლო“) განსახილველად, რომელიც სამი არბიტრისაგან შედგება და რომელთაგან ორი ინიშნება მხარეების მიერ, ხოლო მესამე ორი დანიშნული არბიტრის მიერ.
4. თითოეული მხარე ნიშნავს არბიტრს სამოცი (60) დღის განმავლობაში, დღიდან როდესაც რომელიმე მხარე დიპლომატიური არხების მეშვეობით მეორე მხარისაგან მიიღებს მოთხოვნას დავის საარბიტრაჟო სასამართლოში განხილვის თაობაზე და მესამე არბიტრო ინიშნება შემდგომი სამოცი (60) დღის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მხარე აღნიშნულ პერიოდში ვერ დანიშნავს არბიტრს ან მესამე არბიტრი არ იქნა დანიშნული აღნიშნულ ვადაში, ნებისმიერ მხარეს შეუძლია მიმართოს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საბჭოს პრეზიდენტს თხოვნით დანიშნოს არბიტრი ან არბიტრები საჭიროებისდა მიხედვით.
5. ამ მუხლის მე–4 პუნქტის დებულებების შესაბამისად დანიშნული მესამე არბიტრი უნდა იყოს მესამე ქვეყნის მოქალაქე და ასრულებდეს საარბიტრაჟო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობას
6. საარბიტრაჟო სასამართლო თვითონ განსაზღვრავს საკუთარ პროცედურას.
7. საარბიტრაჟო სასამართლოს ხარჯები არბიტრების ხარჯების ჩათვლით, თანაბრად განაწილდება მხარეებს შორის.
8. მხარეებმა უნდა იმოქმედონ სასამართლოსშუალედური ან საბოლოო გადაწყვეტილების შესაბამისად.
9. თუ და იმ დრომდე, ვიდრე ნებისმიერი მხარე არ შეასრულებს საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებას, მიღებულს ამ მუხლის დებულებების შესაბამისად, მეორე მხარეს შეუძლია შეუზღუდოს, შეუჩეროს ან გამოითხოვოს ამ შეთანხმების შესაბამისად მინიჭებული უფლებები და პრივილეგიები იმ მხარეს, რომელიც არ ასრულებს ვალდებულებებს.
მუხლი 19
შეთანხმების შეცვლა
თუ მხარე შესთავაზებს ამ შეთანხმების ან მისი დანართის პირობების ცვლილებებს, მხარეთა საავიაციო ხელისუფლებებს შორის ტარდება კონსულტაციები ამ სავარაუდო ცვლილებებთან დაკავშირებით ამ შეთანხმების მე–17 მუხლის დებულებების შესაბამისად. ამ შეთანხმების შესწორებები ძალაში შედის დიპლომატიური არხების მეშვეობით მათი მიღების შესახებ ნოტების გაცვლის შემდეგ. დანართის შესწორებები შეიძლება მიღებულ იქნას მხარეთა საავიაციო ხელისუფლებებს შორის შეთანხმების გზით.
მუხლი 20
რეგისტრაცია
ეს შეთანხმება და მისი ნებისმიერი შემდგომი შესწორება რეგისტრირებულ უნდა იქნას სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციაში.
მუხლი 21
ძალაში შესვლა
ეს შეთანხმება ძალაში შედის მხარის მიერ დიპლომატიური არხებით მისი ძალაში შესვლისათვის საჭირო შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების შესრულების შესახებ წერილობითი შეტყობინების მიღების თარიღიდან.
მუხლი 22
შეთანხმების მოქმედების შეწყვეტა
1. ეს შეთანხმება დადებულია განუსაზღვრელი პერიოდით.
2. თითოეულ მხარეს დიპლომატიური არხების მეშვეობით შეუძლია ნებისმიერ დროს შეატყობინოს მეორე მხარეს თავისი განზრახვა შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის თაობაზე. ასეთი შეტყობინება იმავდროულად გაეგზავნება სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას (იკაო). ამ შემთხვევაში შეთანხმება თავის მოქმედებას შეწყვეტს მეორე მხარის მიერ ამ შეტყობინების მიღების თარიღიდან თორმეტი (12) თვის შემდეგ. თუ აღნიშნული შეტყობინება შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის თაობაზე არ იქნება უკან გამოთხოვილი მხარეების ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე ზემოაღნიშნული ვადის გასვლამდე. მეორე მხარის მიერ შეტყობინების მიღების შესახებ მტკიცებულების არ არსებობის შემთხვევაში, შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება იკაოს მიერ მისი მიღების თარიღიდან 14 დღის შემდეგ.
ამის დასტურად ქვემორე ხელისმომწერებმა, რომლებიც სათანადო უფლებამოსილებით არიან აღჭურვილნი შესაბამისი მთავრობების მიერ, ხელი მოაწეროს ამ შეთანხმებას.
შესრულებულია ქ.თბილისში, 1997 წლის „28“ ნოემბერს, ორ პირად, ქართულ, მოლდავურ და რუსულ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტს თანაბარი ძალა აქვს. ამ შეთანხმების დებულებების განსხვავებული განმარტებისას უპირატესობა ენიჭება ტექსტს რუსულ ენაზე.
საქართველოს მთავრობის სახელით
მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობის სახელით
შეთანხმების დანართი
1. საქართველოს მიერ დანიშნული ავიასაწარმო(ები) განახორციელებს ექსპლუატაციას ორივე მიმართულებით შემდეგ მარშრუტებზე;
საწყისი პუნქტები | შუალედური პუნქტები | დანიშნულების პუნქტები | პუნქტები საქართველოს საზღვრებს გარეთ |
თბილისი |
| კიშინოვი |
|
ბათუმი |
| ბელცი |
|
|
| კახული |
|
2. მოლდოვას რესპუბლიკის მიერ დანიშნული ავიასაწარმო (ები) განახორციელებს ექსპლუატაციას ორივე მიმართულებით შემდეგ მარშრუტებზე:
საწყისი პუნქტები | შუალედური პუნქტები | დანიშნულების პუნქტები | პუნქტები საქართველოს საზღვრებს გარეთ |
კიშინოვი |
| თბილისი |
|
ბელცი |
| ბათუმი |
|
კახული |
|
|
|
შენიშვნა:
a) ერთი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს მიერ მეორე მხარის ტერიტორიაზე არსებულ პუნქტებს შორის და მესამე ქვეყნის პუნქტებს შორის მგზავრების გადაყვანის, ტვირთის და ფოსტის გადაზიდვის უფლების მინიჭების საკითხი არის მხარეების საავიაციო ხელისუფლებების ცალკე შეთანხმების საგანი.
b) საზღვრებს გარეთ პუნქტები დადგინდება მხარეების საავიაციო ხელისუფლებებს შორის შეთანხმების საფუძველზე.
დოკუმენტის კომენტარები