შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ყირგიზეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ინვესტიციების წახალისებისა და ურთიერთდაცვის შესახებ

შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ყირგიზეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ინვესტიციების წახალისებისა და ურთიერთდაცვის შესახებ
დოკუმენტის ნომერი
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 22/04/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გაურკვეველი, -, 28/12/1998
ძალაში შესვლის თარიღი 28/10/1997
სარეგისტრაციო კოდი 000440003.00.000.000231
22/04/1997
გაურკვეველი, -, 28/12/1998
000440003.00.000.000231
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ყირგიზეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ინვესტიციების წახალისებისა და ურთიერთდაცვის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

შეთანხმება

საქართველოს მთავრობასა და ყირგიზეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ინვესტიციების წახალისებისა და ურთიერთდაცვის შესახებ

საქართველოს მთავრობა და ყირგიზეთის რესპუბლიკის მთავრობა, შემდგომში ,,მხარეებად” წოდებულნი,

სურთ რა ორივე მხარის ურთიერთსარგებლიანობისათვის ხანგრძლივ საფუძველზე ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერება;

განზრახული აქვთ რა ერთი მხარის ტერიტორიაზე მეორე მხარის ინვესტორებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა და შენარჩუნება;

აღიარებენ რა, რომ ამ შეთანხმების თანახმად ინვესტიციებისათვის ხელის შეწყობა და ურთიერთდაცვა სტიმულს მისცემს ამ სფეროში საქმიან ინიციატივას,

შეთანხმდნენ შემდეგზე:

    მუხლი 1

განმარტებები

ამ შეთანხმების მიზნებისათვის:

1. ტერმინი ,,ინვესტიცია” მოიცავს ნებისმიერ ფულად ან მატერიალურ შენატანს, რომელიც ინვესტირებულია ეკონომიკური საქმიანობისათვის ერთი მხარის ინვესტორების მიერ მეორე მხარის ტერიტორიაზე. ამ უკანასკნელის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება:

a)უძრავ და მოძრავ:

b) აქციებს, ფასიან ქაღალდებს და იურიდიული პირების სასესხო ვალდებულებებს ან ამ იურიდიულ პირების ქონებრივ წილს;

c) სესხებს, კრედიტებს, მიზნობრივ საბანკო და ფინანსურ შენატანებს და სხვა ფულად მოთხოვნებს, რომლებიც დაკავშირებულია ინვესტიციების განხორციელებასთან;

d) ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს საავტორო უფლებების, სავაჭრო ნიშნების, პატენტების, სამრეწველო ნიმუშების, ტექნოლოგიურ პროცესების, ნოუ-ჰაუს, კომერციულ საიდუმლოებების, საფირმო დასახელებების და გუდვილების ჩათვლით, რომლებიც დაკავშირებულია ინვესტიციებთან;

ფორმის ნებისმიერი ცვლილება, რომელშიც ინვესტირებულია აქტივები, გავლენას არ მოახდენს ინვესტიციების ხასიათზე.

2. ტერმინი ,,ინვესტორი” ნიშნავს:

-მხარე, მისი ფიზიკური ან იურიდიული პირები, რომლებიც ახორციელებენ ინვესტიციებს მეორე მხარის ტერიტორიაზე;

a) ტერმინი ,,ფიზიკური პირი” ნიშნავს ნებისმიერ ფიზიკურ პირს, რომელსაც გააჩნია მოქალაქეობა ან მუდმივი საცხოვრებელი ადგილი ნებისმიერი მხარის ტერიტორიაზე მისი კანონების შესაბამისად;

b) ტერმინი “იურიდიული პირი” ნიშნავს ნებისმიერი მხარის მიმართ ნებისმიერ ორგანიზაციას, დაწესებულებას, საწარმოს, შექმნილს თითოეული მხარის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და რომელსაც აქვს უფლება განაბორციელოს ინვესტიციები მეორე მხარის ტერიტორიაზე.

3. ტერმინი ,,შემოსავლები” ნიშნავს ფულად თანხას, რომლებიც მიღებულია ინვესტიციების შედეგად და მოიცავს, კერძოდ, მაგრამ არ შემოიფარგლება, შემოსავლებს, პროცენტებს, კაპიტალის ნამატს, აქციებს, დივიდენდებს, როიალთებს და გადასახადს მომსახურეობაზე.

4. ტერმინი ,,ტერიტორია” თითოეულ მხარესთან მიმართებაში ნიშნავს მათი სუვერენიტეტის ქვეშ მყოფ ტერიტორიას, ასევე საზღვაო და წყალქვეშა რაიონებს, რომლებზეც საერთაშორისო სამართლის შესაბამისად ეს მხარე ახორციელებს სუვერენიტეტს, უფლებებსა და იურისდიქციას.

    მუხლი 2

შეთანხმების გამოყენება

ამ შეთანხმების პირობები გამოიყენება ყველა იმ ინვესტიციების მიმართ, რომლებიც განხორციელებულია ერთი მხარის ინვესტორის მიერ მეორე მხარის ტერიტორიაზე, როგორც ამ შეთანხმების ძალაში შესვლამდე, ისე მას შემდეგ.

ამ შეთანხმების დებულებები არ ვრცელდება 1991 წლის 16 დეკემბრამდე განხორციელებულ ინვესტიციებზე.

    მუხლი 3

ინვესტიციების წახალისება და დაცვა

1. თითოეული მხარე წაახალისებს და შეუქმნის ხელსაყრელ პირობებს მეორე მხარის ინვესტორებს თავის ტერიტორიაზე ინვესტიციების განხორციელების მიზნით და დაუშვებს ასეთ ინვესტიციებს საკუთარი კანონმდებლობის შესაბამისად.

2. ნებისმიერი მხარის ინვესტორის ინვესტიციები სარგებლობენ სამართლიანი და თანასწორი დამოკიდებულებით, სრული დაცვითა და უსაფრთხოებით მეორე მხარის ტერიტორიაზე.

    მუხლი 4

ინვესტიციების ეროვნული რეჟიმი და უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმი

1. თითოეული მხარე თავის ტერიტორიაზე მიანიჭებს მეორე მხარის ინვესტორთა ინვესტიციებს რეჟიმს, რომელიც წარმოადგენს სამართლიანსა და თანასწორს და არანაკლებ ხელსაყრელს, ვიდრე რეჟიმი, რომელსაც ის ანიჭებს საკუთარი ან ნებისმიერი მესამე სახელმწიფოს ინვესტორთა ინვესტიციებს.

2. თითოეული მხარე თავის ტერიტორიაზე მიანიჭებს მეორე მხარის ინვესტორებს მართვასთან, მხარდაჭერასთან, გამოყენებასთან, შემოსავლების მიღებასთან, დაბეგვრასთან და საკუთარი ინსესტიციების ფლობასთან დაკავშირებით რეჟიმს, რომელიც სამართლიანი და თანასწორია და არანაკლებ ხელსაყრელი, ვიდრე რეჟიმი, რომელსაც იგი მიანიჭებს საკუთარ ინვესტორებს, ან ნებისმიერი მესამე ქვეყნის ინვესტორებს.

3. ამ მუხლის 1-ლი პუნქტის დებულებები არ უნდა იქნეს განმარტებული როგორც ერთ-ერთი მხარის ვალდებულება გაავრცელოს მეორე მხარის ინვესტორებზე უკანასკნელი მხარის მიერ გავრცელებული ნებისმიერი რეჟიმის, პრეფერენციების ან პრივილეგიების სარგებლიანობა, რომელიც გამომდინარებს:

a) ნებისმიერი საბაჟო კავშირებიდან ან თავისუფალი ვაჭრობის ზონიდან ან მსგავსი საერთაშორისო შეთანხმებებიდან, რომლებიც გავლენას ახდენენ თანამშრომლობის საინვესტიციო რეჟიმზე ან რეგიონალური თანამშრომლობის სხვა ფორმებზე, რომელთა მონაწილეც არის ან შეიძლება გახდეს რომელიმე მხარე;

b) ნებისმიერი საერთაშორისო შეთანხმებიდან ან ხელშეკრულებიდან, რომლებიც სრულად ან ნაწილობრივ ეხება დაბეგვრას.

    მუხლი 5

დანაკარგების კომპენსაცია

1. იმ შემთხვევაში, თუ ნებისმიერი მხარის ინვესტორების ინვესტიციები განიცდის დანაკარგებს ომის, შეიარაღებული კონფლიქტის, ეროვნული საგანგებო მდგომარეობის, გადატრიალების, აჯანყების, შეთქმულების, სტიქიური უბედურებების, ავარიების ან სხვა მსგავსი გარემოებების შედეგად, მეორე მხარის ტერიტორიაზე მეორე მხარის მიერ მათ მიენიჭებათ რეჟიმი, რომელიც რესტიტუციასთან, ანაზღაურებასთან, კომპენსაციასთან ან სხვა გადაწყვეტილებასთან მიმართებაში არანაკლებ ხელსაყრელია ვიდრე ის რეჟიმი, რომელსაც ეს უკანასკნელი მიანიჭებს ნებისმიერი მესამე ქვეყნის ინვესტორებს.

2. ამ მუხლის 1 პუნქტის პირობების დაურღვევლად თუ ერთ-ერთი მხარის ინვესტორებს, რომლებმაც განიცადეს ზარალი ამ პუნქტში აღნიშნული მოვლენების დროს მეორე მხარის ტერიტორიაზე, რაც გამოწვეულია:

a) მათი საკუთრების რეკვიზიციით ან დანერგვით მისი ძალების ან ხელისუფალთა მხრიდან;

b) მათი საკუთრების დანერგვით მისი ძალების ან ხელისუფალთა მხრიდან რომელიც არ იყო გამოწვეული საომარი მოქმედებებით ან სიტუაციის აუცილებლობით, მიენიჭებათ სამართლიანი და ადეკვატური კომპენსაცია.

    მუხლი 6

ექსპროპრიაცია

ნებისმიერი მხარის ინვესტორთა ინვესტიციები მეორე მხარის ტერიტორიაზე არ იქნება ნაციონალიზირებული, ექსპროპრირებული ან მათ მიმართ არ იქნება მიღებული ნაციონალიზაციის ან ექსპროპრიაციის (შემდგომში – ,,ექსპროპრიაცია”) ექვივალენტური ეფექტის მქონე ზომები თუ ასეთს ექნება ადგილი, მაგრამ თუ ისინი არ არიან დაკავშირებული ზომებთან, რომლებიც გამოიყენება საზოგადოებრივი ინტერესებისათვის, რომლებიც ხორციელდება საკანონმდებლო წესით, ან პასუხად მოქმედებისადმი, რომლებიც განხორციელებული იქნა მეორე მხარის მიერ.

ექსპროპრიაცია განხორციელდება მხარის კანონმდებლობის შესაბამისად, არადისკრიმინაციულ საფუძველზე და დაუყოვნებელი ადეკვატური და ეფექტიანი კომპენსაციის გადახდით. ასეთი კომპენსაცია გაუთანაბრდება ინვესტიციების საბაზრო ფასს იმ მომენტისათვის, როდესაც ექსპროპრიაცია ან ექსპროპრიაციის საშიშროება გახდება საყოველთაოდ ცნობილი, დაემატება ინვესტიციების ღირებულებიდან ამოღებული პროცენტი ექსპროპრიაციის მომენტიდან კომპენაციის სრულ გადახდამდე, “LIBOR”-ის განაკვეთით, რომელიც გადახდილი იქნება იმ ვალუტაში, რომელშიც განხორციელდა ინვესტიცია ან მხარეთა შეთანხმებით ინვესტორისათვის ხელსაყრელ ნებისმიერ სხვა ვალუტაში. გადახდა განხორციელდება შეფერხების გარეშე და იქნება ეფექტიანად რეალიზებადი და თავისუფლად გადაიგზავნება.

2. დაზარალებულ ინვესტორს ექნება უფლება გაასაჩივროს გადაწყვეტილება ექსპროპრიაციის ან კომპენსაციის შესახებ მხარის სასამართლო წარმოების წესით.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებები აგრეთვე გამოიყენება მაშინ, როცა ერთი მხარე ექსპროპრიაციას გაუწევს იმ კომპანიის აქტივებს, რომელიც დარეგისტრირებულია როგრორც სააქციო საზოგადოება ან დაფუძნებულია მის ტერიტორიიაზე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და რომელშიც მეორე მხარის ინვესტორებს აქვთ პაი.

    მუხლი 7

გადაგზავნები

1. მხარეები მათი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად აძლევენ გადასახდელების გადარიცხვის გარანტიას, რომლებიც ეხება ინვესტიციებს და შემოსავლებს, გადაგზავნა იწარმოებს ყოველგვარი შეფერხებისა და შეზღუდვის გარეშე. ასეთი გადარიცხვები შეიცავენ კერძოდ, მაგრამ არ შემოიფარგლებიან:

a) კაპიტალს და დამატებით ფულად სახსრებს ინვესტიციების მხარდაჭერის ან გაზრდისათვის;

b) შემოსავლებს, პროცენტებს, დივიდენდებს და სხვა მიმდინარე შემოსავლებს;

c) ინვესტიციებთან დაკავშირებულ საკრედიტო შეთანბმების შესაბამისად განბორციელებულ გადასაბდელებს;

d) მომსაბურეობის ანაზღაურებას ან როიალთებს;

e) ინვესტიციების გაყიდვის ან ლიკვიდაციიდან შემოსულ ამონაგებს;

f) მხარეების კანონმდებლობებისა და წესების მიხედვით ფიზიკური პირების გასამრჯელოს, მიღებულს ამ მხარის ტერიტორიაზე განხორციელებული ინვესტიციის საფუძველზე.

2. ამ შეთანხმების მიზნებისათვის გაცვლის კურსად ჩაითვლება ოფიციალური კურსი, რომელიც ძალაში იქნება მიმდინარე შეთანხმებისათვის გადაგზავნის თარიღისათვის, თუ არ იქნება მიღწეული სხვაგვარი შეთანხმება.

    მუხლი 8

სუბროგაცია

1. თუ მხარე ან მისი შუამავალი აწარმოებს გადახდას თავისი საკუთარი ინვესტორის მიმართ იმ გარანტიების შესაბამისად, რომლებიც მან გასცა ინვესტიციების მიმართ მეორე მხარის ტერიტორიაზე, მაშინ ეს უკანასკნელი აღიარებს:

a) პირველი მხარისადმი ან მის მიერ დანიშნული შუამავლისადმი ნებისმიერი უფლებების ან ინვესტორის მოთხოვნაზე უფლებების გადაცემას, ამ ქვეყნის კანონის ან კანონიერი შეთანხმების შესაბამისად;

b) პირველმა მხარემ, ან მის მიერ დანიშნულმა შუამავალმა, სუბროგაციის შედეგად მიიღო უფლება ისარგებლოს უფლებებით და წარადგინოს ამ ინვესტორის მოთხოვნები და თავის თავზე აიღოს ის ვალდებულებები, რომლებიც დაკავშირებულია ამ ინვესტიციებთან.

2. სუბროგაციის შედეგად მიღებული უფლებები ან მოთხოვნის უფლება არ უნდა აღემატებოდეს ინვესტორის მოთხოვნებს და უფლებებს.

    მუხლი 9

მხარესა და მეორე მხარის ინვესტორს შორის დავების მოგვარება

1. ნებისმიერი დავა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას ერთი მხარის ინვესტორისა და მეორე მხარეს შორის ინვესტიციებთან დაკავშირებით ამ მხარის ტერიტორიაზე, გახდება მხარეთა შორის მოლაპარაკების საგანი.

2. თუ ერთ-ერთი მხარის ინვესტორსა და მეორე მხარეს შორის რაიმე დავა შეუძლებელია გადაწყვეტილ იქნას ასეთი გზით წერილობითი მოთხოვნის წარდგენიდან ექვსი თვის განმავლობაში, მაშინ ინვესტორი იღებს უფლებას გადასცეს ეს საქმე:

a) განსახილველად იმ მხარის სასამართლო ორგანოს, რომლის ტერიტორიაზეც ხორციელდება ინვესტიცია, ან

b) საინვესტიციო დავების გადაწყვეტის საერთაშორისო ცენტრს (ICSID), საბელმწიფოებსა და სხვა სახელმწიფოთა მოქალაქეებს შორის საინვესტიციო დავების გადაწყვეტის შესახებ კონვენციის შესაბამისი პირობების გათვალისწინებით, რომელიც გახსნილია ხელმოსაწერად ვაშინგტონში, კოლუმბიის ოლქში, 1965 წლის 18 მარტს, იმ შემთხვევაში, როცა ორივე მხარე გახდა ამ კონვენციის მონაწილე, ან

c) არბიტრს, ან საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს, რომელიც შექმნილია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საერთაშორისო სავაარო კომისიის (UNICTRAL) საარბიტრაჟო წესების შესაბამისად. საარბიტრაჟო გადაწყვეტილებები საბოლოო და სავალდებულოა ორივე მოდავე მხარისათვის.

    მუხლი 10

 მხარეთა შორის დავების გადაწყვეტა

1. მხარეებს შორის ამ შეთანხმების დებულებების განმარტებასა და გამოყენებასთან დაკავშირებული დავები, თუ ეს შესაძლებელია, უნდა გადაწყდეს ურთიერთკონსულტაციებისა და მოლაპარაკებების გზით.

2. თუ ასეთი დავის ამგვარი გზით გადაწყვეტა არ მოხერბდება მისი დაწყებიდან ექვსი თვის განმავლობაში, მაშინ ნებისმიერი მხარის თხოვნით, ამ მუხლის დებულებების შესაბამისად. იგი გადაეცემა საარბიტრაჟო სასამართლოს.

3. საარბიტრაჟო სასამართლო იქმნება თითოეული ინდივიდუალური შემთხვევისათვის შემდეგნაირად: საარბიტრაჟო გარჩევის შესახებ წერილობითი მიმართვის მიღებიდან ორი თვის განმავლობაში თითოეული მხარე დანიშნავს ამ სასამართლოს თითო წევრს. ეს ორი წევრი აირჩევს მესამე ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც მხარეთა თანხმობის შემდეგ დაინიშნება სასამართლოს თავმჯდომარედ (შემდგომში – ,,თავმჯდომარე”.) თავმჯდომარე დაინიშნება სამი თვის განმავლობაში დანარჩენი ორი წევრის დანიშვნის თარიღიდან.

4. თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებულ რომელიმე პერიოდში შესაბამისი დანიშვნები არ განხორციელდება, მაშინ ნებისმიერ მხარეს სხვა შეთანხმების არარსებობისას შეუძლია მოიწვიოს გაერო-ს საერთაშორისო სასამართლოს თავმჯდომარე, რათა მან განახორციელოს შესაბამისი დანიშვნები. თუ გაირკვევა, რომ იგი წარმოადგენს ერთ-ერთი მხარის მოქალაქეს, ან სვა მიზეზების გამო იგი ვერ ასრულებს აღნიშნულ ფუნქციას, მაშინ აუცილებელი დანიშვნების განხორციელებისათვის მოწვეული იქნება თავმჯდომარის მოადგილე. თუ გაირკვევა, რომ თავმჯდომარის მოადგილე ასევე წარმოადგენს რომელიმე მხარის მოქალაქეს, ან თუ ვერ შესძლებს აღნიშნული ფუნქციის შესრულებას, მაშინ გაეროს საერთაშორისო სასამართლოს თანამდებობით შემდეგი წევრი, რომელსაც არ გააჩნია არცერთი მხარის მოქალაქეობა და შეძლებს შეუფერხებლად შეასრულოს აღნიშნულ ფუნქციები მოწვეულ იქნება დანიშვნების გასაკეთებლად.

5. საარბიტრაჟო სასამართლო გადაწყვეტილებებს იღებს ხმათა უმრავლესობით. ამგვარი გადაწყვეტილებები სავალდებულოა თითოეული მხარისათვის. თითოეული მხარე გაიღებს ხარჯს სასამართლოში თავის წევრებთან და საარბიტრაჟო სასამართლოწარმოებაში თავის წარმომადგენლობასთან დაკავშირებით, საარბიტრაჟო სასამართლოს თავმჯდომარესთან დაკავშირებული ხარჯები და სხვა ხარჯები მხარეთა მიერ იფარება თანაბრად. საარბიტრაჟო სასამართლო განსაზღვრავს საკუთარ პროცედურას და თავისი გადაწყვეტილებით შეუძლია განსაზღვროს რომელი მხარე გაიღებს ხარჯების უმეტეს ნაწილს.

    მუხლი 11

სპეციალური მოვალეობების და სხვა წესების გამოყენება

1. თუ საკითხი რეგულირდება ერთდროულად ამ შეთანხმებით და სხვა საერთაშორისო შეთანხმებებით, რომელთა მონაწილეებადაც ითვლება ორივე მხარე, არაფერი ამ შეთანხმებაში ხელს არ შეუშლით მხარეებს ან მათ ნებისმიერ ინვესტორებს, რომლებიც ახორციელებენ ინვესტიციებს მეორე მხარის ტერიტორიაზე, ისარგებლონ იმ წესების უპირატესობით, რომლებიც უფრო ხელსაყრელია მათ შემთხვევებთან მიმართებაში.

2. თუ რეჟიმი, რომელიც ერთი მხარის მიერ მიენიჭება მეორე მხრის ინვესტორებს მისი კანონებისა და წესების ან კონტრაქტის სხვა სპეციალური დებულებების შესაბამისად უფრო ხელსაყრელია, ვიდრე ამ შეთანხმებით მინიჭებული რეჟიმი, მაშინ უზრუნველყოფილი იქნება მათ შორის უფრო ხელსაყრელი რეჟიმის მინიჭება.

    მუხლი 12

ცვლილებებისა და დამატებების შეტანა

ამ შეთანხმებაში შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები მხარეთა შორის წერილობითი შეთანხმებით. ნებისმიერი შესწორება შევა ძალაში, თუ თითოეული მხარე შეატყობინებს მეორე მხარეს, რომ მან მოაწესრიგა ყველა შესაბამისი ფორმალობები, რომლებიც ხელს უშლიდნენ ამ შესწორებების ძალაში შესვლას.

    მუხლი 13

შეთანხმების ძალაში შესვლა, მოქმედების ხანგრძლივობა და შეწყვეტა

1. თითოეული მხარე წერილობით აცნობებს მეორე მხარეს ამ თანხმობის ძალაში შესასვლელად საჭირო მისი კანონმდებლობით გათვალისწინებული აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ. ეს შეთანხმება ძალაში შევა ხოლო შეტყობინების მიღების თარიღიდან.

2. ეს შეთანხმება ძალაში რჩება ათი წლის განმავლობაში. მისი მოქმედება ავტომატურად გაგრძელდება 5-წლიანი პერიოდებით, თუ არცერთი მხარე შესაბამისი პერიოდის გასვლამდე 6 თვით ადრე წერილობით არ აცნობებს მეორე მხარეს მისი შეწყვეტის შესახებ განზრახვას.

3. იმ ინვესტიციების მიმართ, რომლებიც განხორციელდა ამ შეთანხმების მოქმედების შეწყვეტამდე, ამ შეთანხმების (1-11 მუხლები) დებულებები ძალაში რჩება მისი მოქმედების შეწყვეტის თარიღიდან ათი წლის განმავლობაში.

შესრულებულია ქ. თბილისში 1997 წლის 22 აპრილს ორი პირად, თითოეული ქართულ, ყირგიზულ და რუსულ ენებზე, ამასთან ყველა ტექსტი თანაბარი ძალისაა.

ამ შეთანხმების დებულებათა განმარტების მიზნით უპირატესობა ენიჭება ტექსტს რუსულ ენაზე.

საქართველოს მთავრობის სახელით

(ხელმოწერილია)

ყირგიზეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით

(ხელმოწერილია)