დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ოქმი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს და საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | - |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 13/04/1993 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გაურკვეველი, -, 31/12/1997 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 13/04/1993 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000430.00(0).003.000066 |
ოქმი
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო და საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო შემდგომში მხარეებად წოდებულნი,
თვლიან რა სასარგებლოდ ორივე მხარის ინტერესების შესაბამისად კონსულტაციების ჩატარებასა და აზრთა ურთიერთგაცვლას სხვადასხვა დონეზე ორმხრივი ურთიერთობის, რეგიონალური თუ საერთაშორისო პრობლემების საკითხებზე,
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1
მხარეები რეგულარულად ჩაატარებენ კონსულტაციებს საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე, აგრეთვე სხვადასხვა დონეზე საერთაშორისო, რეგიონალურ და ორმხრივი ურთიერთობების საკითხების ირგვლივ, რომლებიც წარმოადგენენ ორმხრივ ინტერესს.
სპეციალური საკითხების განსახილველად, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეიძლება შეიქნას სპეციალური სამუშაო და ექსპერტთა ჯგუფები.
მუხლი 2
მხარეები წინასწარ, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე განსაზღვრავენ საქართველოს რესპუბლიკისა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრების და მათი დავალებით სხვა პირთა კონსულტაციებისა და შეხვედრების დღის წესრიგს, მისი ჩატარების ვადებსა და ადგილს.
მუხლი 3
მხარეები ითანამშრომლებენ და კონსულტაციებს ჩაატარებენ საერთაშორისო და რეგიონალური ორგანიზაციებისა და ფორუმების ფარგლებში პოზიციების შეთანხმების მიზნით.
მუხლი 4
მხარეები შექმნიან სასურველ პირობებს დიპლომატიურ სამსახურებს შორის ურთიერთობების გაღრმავებისათვის, განახორციელებენ უშუალო კონტაქტებს, ორგანიზაციას გაუკეთებენ სემინარებისა და ერთობლივი კვლევების ჩატარებას, გამონახავენ პირდაპირი კავშირების სხვადასხვა ფორმებს.
მუხლი 5
მხარეთა შეთანხმებით ნამდვილ ოქმში შეიძლება შეტანილ იქნეს ნებისმიერი დამატებები ნოტების გაცვლით.
მუხლი 6
ნამდვილი ოქმი ძალაში შედის ხელის მოწერის მომენტიდან და იმოქმედებს ხუთი წლის განმავლობაში. იგი ავტომატურად გაგრძელდება ყოველი მორიგი ხუთი წლით, თუ არცერთი მხარე არ გაუგზავნის მეორე მხარეს წერილობით შეტყობინებას თავისი სურვილის შესახებ ოქმის მოქმედების შეწყვეტის თაობაზე, მორიგი ხუთწლიანი ვადის ამოწურვამდე ექვსი თვით ადრე.
თავისი ქვეყნების მთავრობების მიერ უფლებამოსილნი ქვემორე მომწერნი ხელს აწერენ და ბეჭდით ადასტურებენ მოცემულ ოქმს.
შესრულებულია ქ. კრეტორიაში 1993 წლის ……………… ორ ეგზემპლარად, თითოეული ქართულ და ინგლისურ ენებზე. ორივე ტექსტს გააჩნია თანაბარი ძალა.
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი
(ხელმოწერილია)
საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი
(ხელმოწერილია)
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები