შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის ტურიზმის სფეროში

  • Word
შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის ტურიზმის სფეროში
დოკუმენტის ნომერი -
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 19/06/1995
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გაურკვეველი, -, 22/01/1998
ძალაში შესვლის თარიღი 04/04/1996
სარეგისტრაციო კოდი 000000430.00(0).003.000090
  • Word
-
19/06/1995
გაურკვეველი, -, 22/01/1998
000000430.00(0).003.000090
შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის ტურიზმის სფეროში
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

შეთანხმება

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის ტურიზმის სფეროში

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობა, შემდგომში მხარეებად წოდებულნი:

სურთ რა განამტკიცონ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები თანასწორობისა და ორმხრივი სარგებლიანობის საფუძველზე,

ანიჭებენ რა დიდ მნიშვნელობას ორ ქვეყანას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას.

შეთანხმდნენ შემდეგზე:

    მუხლი 1

მხარეები ხელს შეუწყობენ ორ ქვეყანას შორის როგორც ინდივიდუალური, ისე ჯგუფური ტურიზმის განვითარებას, ერთობლივი კონგრესების, გამოფენების, სპორტული სანახაობების, მუსიკალური და თეატრალური ფესტივალების მოწყობას;

    მუხლი 2

მხარეები მიისწრაფიან, მათ ქვეყნებში მოქმედი კანონმდებლობებისა და წესების შესაბამისად, გაამარტივონ მათ შორის მიმოსვლისათვის საჭირო ფორმალობები ინტენსიური ტურიზმის განვითარების მიზნით.

    მუხლი 3

მხარეები ხელს შეუწყობენ ტურიზმის სფეროში ინვესტიციების, მათ შორის, კერძო ინვესტიციების დაბანდებას.

    მუხლი 4

მხარეები ხელს შეუწყობენ მათ ქვეყნებში მოქმედი კანონმდებლობების შესაბამისად, თავის ქვეყანაში მეორე მხარის არაკომერციული ტურისტული წარმომადგენლობების გახსნას, აგრეთვე ტურისტული გამოფენების მოწყობას.

    მუხლი 5

მხარეები განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევენ ტურიზმის სფეროში გამოცდილების გაზიარებას, ინფორმაციის, დოკუმენტაციისა და სტატისტიკური მონაცემების გაცვლასა და გამოქვეყნებას, თანამშრომლობას ტექნიკური მომზადებისა და სარეკლამო საქმიანობის სფეროში.

    მუხლი 6

მხარეები შეთანხმდნენ შეიმუშაონ ერთობლივი პროგრამები გამაკაჟებელი ტურიზმის, ტექნიკური მომზადებისა და ექსპერტების გაცვლის სფეროში.

    მუხლი 7

მხარეები ითანამშრომლებენ საერთაშორისო ტურისტული ორგანიზაციების ფარგლებში.

    მუხლი 8

მხარეები, მოცემული შეთანხმების განხორციელებისათვის ხელშეწყობის მიზნით, დაავალებენ მათი შესაბამისი მთავრობების ტურიზმის ადმინისტრაციულ ერთეულებს მორიგეობით მოაწყონ შეხვედრები ხან თბილიში, ხან იერუსალიმში, რათა შეიმუშაონ ერთობლივი სამუშაო პროგრამა და მეთვალყურეობა გაუწიონ მის განხორციელებას. ამ მიზნით შეთანხმდნენ შექმნან ერთობლივი კომიტეტი.

    მუხლი 9

მოცემული შეთანხმებით გათვალისწინებული თანამშრომლობა განხორციელდება მხარეთა შესაბამისი კანონმდებლობისა და ბიუჯეტის ფარგლებში.

    მუხლი 10

მოცემული შეთანხმება ძალაში შევა მხარეთა მიერ დიპლომატიური ნოტების გაცვლის დღიდან, რომლებითაც ისინი აცნობებენ ერთმანეთს, რომ შეასრულეს მათი შესაბამისი კანონმდებლობით მოცემული შეთანხმების ძალაში შესვლისათვის გათვალისწინებული იურიდიული პროცედურა.

შეთანხმება იდება ხუთი წლის ვადით და ავტომატურად გაგრძელდება შემდგომი ხუთ-ხუთი წლით, ვიდრე რომელიმე მხარე მისი მოქმედების ვადის გასვლამდე 6 თვით ადრე არ აცნობებს მეორე მხარეს წერილობითი დიპლომატიური არხებით თავის განზრახვას შეწყვიტოს მისი მოქმედება.

ხელმოწერილია 1995 წ. ----------, რაც შეესაბამება 5755 წ. ----------, ორ ეგზემპლარად ქართულ, ებრაულ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტს თანაბარი ძალა აქვს. განსხვავებული ინტერპრეტაციის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ინგლისურ ტექსტს.

 

საქართველოს რესპუბლიკის

მთავრობის სახელით

(ხელმოწერილია)

 

ისრაელის სახელმწიფოს

მთავრობის სახელით

(ხელმოწერილია)