ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს რესპუბლიკის საბაჟო დეპარტამენტსა და ირანის ისლამური რესპუბლიკის საბაჟოს შორის საბაჟო საკითხებისა და ურთიერთობის შესახებ

  • Word
ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს რესპუბლიკის საბაჟო დეპარტამენტსა და ირანის ისლამური რესპუბლიკის საბაჟოს შორის საბაჟო საკითხებისა და ურთიერთობის შესახებ
დოკუმენტის ნომერი -
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 21/04/1995
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გაურკვეველი, -, 11/02/1998
ძალაში შესვლის თარიღი 21/04/1995
სარეგისტრაციო კოდი 000000430.00(0).003.000093
  • Word
-
21/04/1995
გაურკვეველი, -, 11/02/1998
000000430.00(0).003.000093
ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს რესპუბლიკის საბაჟო დეპარტამენტსა და ირანის ისლამური რესპუბლიკის საბაჟოს შორის საბაჟო საკითხებისა და ურთიერთობის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

სახელითა უზენაესისაითა

ურთიერთგაგების მემორანდუმი

საქართველოს რესპუბლიკის საბაჟო დეპარტამენტსა და ირანის ისლამური რესპუბლიკის საბაჟოს შორის საბაჟო საკითხებისა და ურთიერთობის შესახებ

საქართველოს რესპუბლიკის საბაჟო დეპარტამენტი და ირანის ისლამური რესპუბლიკის საბაჟო, რომელნიც შემდგომში იწოდებიან „მხარეებად“,

გამოხატავენ რა მისწრაფებას, შეინარჩუნონ და განამტკიცონ ტრადიციული მეგობრული ურთიერთობანი,

ეფუძნებიან რა საერთო ინტერესებსა და კეთილ ნებას,

ითვალისწინებენ რა ეკონომიკური საქმიანობისა და საქონლის ტრანზიტის ზრდას ორ ქვეყანას შორის საბაჟო თანამშრომლობის გაფართოებასა და ეკონომიკური ურთიერთობის მოწესრიგების მიზნით,

შეთანხმდნენ შემდეგზე:

კარი 1

მხარეები გააერთიანებენ ძალისხმევას ორი ქვეყნის საბაჟო კანონმდებლობასა და პროცედურებთან დაკავშირებული გამოცდილებისა და ინფორმაციის გაზიარების მიმართულებით, განსაკუთრებით საგარეო-ეკონომიკური საქმიანობისა და ექსპორტ-იმპორტის სფეროში.

კარი 2

ორ ქვეყანას შორის მგზავრთა ნაკადის გატარების დაჩქარების მიზნით, მხარეები უზრუნველყოფენ ღონისძიებების განხორციელებას საბაჟო ფორმალობების გასამარტივებლად, მათ ქვეყნებში მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში.

კარი 3

მხარეები შეთანხმდნენ ორივე ქვეყნის საბაჟოებში შექმნან კომისიები, რომლებიც ყურადღებას მიაქცევენ საბაჟო შეთანხმებათა შესრულებას და დაძლევენ იმ სირთულეებსა და წინააღმდეგობებს, რომლებიც ხვდებათ ორივე მხარის საქმიანი წრეების წარმომადგენლებს მეორე ქვეყნის საბაჟო საკითხებთან დაკავშირებით.

კარი 4

მხარეები, თანამშრომლებენ საბაჟო საბუთებისა და დოკუმენტების ურთიერთობისა და გაცვლის საქმეში და ჩაატარებენ კვლევას საერთაშორისო წესების შესაბამისი ერთგვაროვანი დოკუმენტაციის შესაქმნელად.

კარი 5

მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას სპეციალისტების გაცვლის თაობაზე, რომლებიც მოინახულებენ ორივე ქვეყნის საბაჟოებს აზრთა გაზიარების, კვლევითი სამუშაოების ჩატარებისა და საბაჟო პროცედურების მეთოდების გაუმჯობესებისა და გაიოლებისათვის წინადადებების შეთავაზების მიზნით.

კარი 6

მხარეები ითანამშრომლებენ ორ ქვეყანს შორის საქონლისა და ნარკოტიკების უკანონო გატანასთან დაკავშირებული გამოცდილებისა და ინფორმაციის გაზიარების მიზნით, გააცნობენ ერთმანეთს მოწინავე ტექნიკურ საშუალებებს, რომლებიც გამოიყენება კონტრაბანდული საქონლისა და ნარკოტიკების აღმოსაჩენად და მათი გადატანის აღსაკვეთად, აცნობენ მეორე მხარეს მათ დასაფარავად გამოყენებულ სამალავებს და, აგრეთვე, მათ ქვეყებში მოქმედი კანონდებლობის ფარგლებში, ითანამშრომლობენ უკანონოდ გატანილი კულტურული ფასეულობების დაკავებისა და დაბრუნების მიზნით.

კარი 7

ზეპირი ან წერილობითი ინფორმაცია, რომელსაც მხარეები გაუზიარებენ ერთმანეთს, ითვლება საიდუმლოდ და გამოიყენება მხოლოდ ამ ურთიერთგაგების მემორანდუმის შესასრულებლად.

კარი 8

მხარეები შეთანხმდნენ, რომ თანამშრომლობის, კვლევისა და მიღწეული შეთანხმების შესრულებაზე კონტროლის მიზნით, წელიწადში ერთხელ მონაცვლეობით ჩაატარებენ ორი ქვეყნის საბაჟო სამსახურების ერთობლივი კომისიების სხდომას, ურთიერთგაგების მემორანდუმში ასახული შეთანხმებანი განხორციელდება ერთი წლის განმავლობაში და ნაკლოვანებების შემჩნევის შემთხვევაში საბაჟო სამსახურების მომავალ სხდომაზე გაატარებენ ღონისძიებებს, მათი დაძლევისა და გადასინჯვის მიმართულებით.

წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმი შედგენილია ქრისტიანული წელთაღრიცხვის 1995 წლის „-------“ აპრილს, შესაბამისად, მზის ჰიჯრის 1374 წლის 1 ორდიბეშეჰთს, 8 კარად, ორ პირად, ქართულ და სპარსულ ენებზე. ამასთან, ორივე პირს თანაბარი ძალა გააჩნია.

საქართველოს რესპუბლიკის საბაჟო დეპარტამენტის სახელით

(ხელმოწერილია)

ირანის ისლამური რესპუბლიკის საბაჟოს სახელით

(ხელმოწერილია)