დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
ერთობლივი კომუნიკე საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის და ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის პოლიტიკური კონსულტაციების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | - |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 16/06/1992 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გაურკვეველი, -, 11/02/1998 |
ძალაში შესვლის თარიღი | 16/06/1992 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000430.00(0).003.000095 |
ერთობლივი კომუნიკე
საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის და ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის პოლიტიკური კონსულტაციების შესახებ
ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის, მისი აღმატებულება ბ -ნ ალი აქბარ ველაიათის მიწვევით ამა წლის 14 ივნისიდან 16 ივნისამდე შესაბამისად 24 ხორდატიდან 26 ხორდატამდე ირანის ისლამურ რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოს რესპუბლიკის დელეგაცია მისი აღმატებულება საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ბ_ნ თენგიზ სიგუას მეთაურობით.
ვიზიტის დროს მხარეებმა კონსტრუქციული მოლაპარაკებების შედეგად მიაღწევს შეთანხმებას პოლიტიკური კონსულტაციების თაობაზე საქართველოს რესპუბლიკისა და ირანის ისლამური რესპუბლიკის დიპლომატიურ უწყებებს შორის შემდეგ საკითხებზე:
მუხლი 1
გამოთქვამენ რა თავიანთ კმაყოფილებას ორმხრივი ურთიერთობების გაფართოვების თაობაზე. საქართველოს რესპუბლიკასა და ირანის ისლამური რესპუბლიკასა შორის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ სფეროებში, მხარეები აღნიშნავენ ორივე ქვეყანაში დიპლომატიური წარმომადგენლობების დაარსების აუცილებლობას და ადგენენ რომ მოკლე დროში ამ მიმართულებით გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები.
მუხლი 2
ითვალისწინებენ რა პოლიტიკური ურთიერთობების საჭიროებას საქართველოს რესპუბლიკასა და ირანის ისლამური რესპუბლიკას შორის, ორმხრივი ურთიერთობების ხელშეწყობისა გაფართოვებისათვის სხვადასხვა სფეროებში, მხარეები შეთანხმდნენ აღმოუჩინონ დახმარება თავიანთი ქვეყნების შესაბამის უწყებებს წამოჭრილი დაბრკოლებების გადასაჭრელად.
მუხლი 3
ერთმანეთის ქვეყნებში მიმდინარე პროცესების გაცნობის და მათი დაახლოების მიზნით მხარეები შეთანხმდნენ ექვს თვეში ერთხელ მოაწყინ ორი ქვეყნის სამინისტროების წარმომადგენლების, მინისტრებისა ან მათი მოადგილეების შეხვედრები.
მუხლი 4
ითვალისწინებენ რა ორი ქვეყნის გეოგრაფიულ სიახლოვეს, აგრეთვე საქართველოს რესპუბლიკისა და ირანის ისლამური რესპუბლიკის უწყებების დაინტერესებას აზრთა გაზიარების საკითხში რეგიონული პრობლემების ირგვლივ. მხარეები შეტანხმდნენ ჩაატარონ გლობალური და რეგიონული კომისიების კონსულტაციები.
მუხლი 5
საქართველოს რესპუბლიკის და ირანის ისლამური თანამშრომლობის ასპექტში რეგიონული პრობლემების გადაჭრის საკითხში, საქართველოს რესპუბლიკა მხარს უჭერს ირანის ისლამური რესპუბლიკის ინიციატივას ყარაბაღის კრიზისის მოწესრიგების მიზნით და სურთ ომისა და სისხლისღვრის შეწყვეტა რეგიონში.
მუხლი 6
ითვალისწინებენ რა საერთაშორისო ორგანიზაციების მნიშვნელობას მათში მონაწილე წევრთა პოზიციის გათვალისწინებით საერთაშორისო თუ რეგიონულ პრობლემებზე, მხარეები შეთანხმდნენ პოლიტიკიურ კონსულტაციებზე და აზრთა გაზიარებაზე ამგვარ ორგანიზაციებში.
მუხლი 7
ირანის ისლამური რესპუბლიკა გამოთქვამს თავის კეთილ ნებას საქართველოს რესპუბლიკის საერთაშორისო ორგანიზაციებში გაწევრიანების მხარდაჭერის თაობაზე.
მუხლი 8
ირანის ისლამური რესპუბლიკა გამოთქვამს თავის კეთილ ნებას საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს დამწყები დიპლომატების ირანის დიპლომატურ უწყებებსა და სამსახურებში სტაჟირების მიზნით საჭირო დახმარების გაწევას მზადყოფნაში.
მუხლი 9
აღნიშნავენ რა ერთმანეთს ეკონომიკური შესაძლებლობების უკეთ გაცნობის აუცილებლობას ორი ქვეყნის ურთიერთობების გაფართოვებისათვის, მხარეები შეთანხმდნენ ერთობლივი კომისიის შექმნის თაობაზე ეკონომიკურ პრობლემებზე.
აღნიშნული კომუნიკე შედგენილია ორ პირად სპარსულ და ქართულ ენებზე. ხელმოწერილია ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ 1992 წლის 16 ივნისს, შესაბამისად 26 ხორდატს ჰიჯრით 1371 წელს ქალაქ თეირანში.
საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი (ხელმოწერილია)
| ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი (ხელმოწერილია)
|
დოკუმენტის კომენტარები