დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „წყალმომარაგებისა და ენერგეტიკის საკითხთა სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 მაისის №284 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 77 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 15/02/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 180211, 18/02/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 400010010.08.002.016159 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №77
2011 წლის 15 თებერვალი
ქ. თბილისი
„წყალმომარაგებისა და ენერგეტიკის საკითხთა სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 მაისის №284 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „წყალმომარაგებისა და ენერგეტიკის საკითხთა სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 მაისის №284 ბრძანებულებაში (სსმ III, 2008 წ., №79, მუხ. 855) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) ბრძანებულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,წყალმომარაგების, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მართვის საკითხთა სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“;
ბ) ბრძანებულების პირველი პუნქტის პირველი აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოში წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესების, ენერგოსექტორის დარეგულირების პროცესის ხელშეწყობის, ბუნებრივი რესურსების მართვისა და მათი ეფექტიანი გამოყენების, აღნიშნულ სფეროებში პოლიტიკის შემუშავებისა და შესაბამისი უწყებების საქმიანობის კოორდინაციის მიზნით შეიქმნას წყალმომარაგების, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მართვის საკითხთა სახელმწიფო კომისია (შემდეგში – კომისია) შემდეგი შემადგენლობით:“;
გ) ბრძანებულების პირველ პუნქტში:
გ.ა) სიტყვების: „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – კომისიის წევრი“ შემდეგ დაემატოს სიტყვები: „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი – კომისიის წევრი“;
გ.ბ) სიტყვების: „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე – კომისიის წევრი“ შემდეგ დაემატოს სიტყვები:
„საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოს დაცვის ინსპექციის უფროსი – კომისიის წევრი
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სატყეო სააგენტოს თავმჯდომარე – კომისიის წევრი“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები