დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს საფოსტო საგადახდო ნიშნების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 9 ივნისის №351 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 76 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 15/02/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 180211, 18/02/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 320010010.08.002.016158 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №76
2011 წლის 15 თებერვალი
ქ. თბილისი
„საქართველოს საფოსტო საგადახდო ნიშნების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 9 ივნისის №351 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საქართველოს საფოსტო საგადახდო ნიშნების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 9 ივნისის №351 ბრძანებულებაში (სსმ III, 2006 წ., №78, მუხ. 1016) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) ბრძანებულების ტექსტში სიტყვა (ციფრი): „მე-18 მუხლის“ შეიცვალოს სიტყვით (ციფრით): „მე-11 მუხლის“;
ბ) ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების:
ბ.ა) პირველი მუხლის:
ბ.ა.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქართველოს საფოსტო საგადახდო ნიშნების ფორმებს, ნომინალებს და ტირაჟს ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი (შემდეგში – მინისტრი).“;
ბ.ა.ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში (შემდეგში – სამინისტრო) იქმნება სათათბირო ორგანო – საქართველოს საფოსტო საგადახდო ნიშნების გამოცემის კომისია (შემდეგში – კომისია), რომლის შემადგენლობა მტკიცდება მინისტრის ბრძანებით.“;
ბ.ა.გ) მე-6 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები: „საქართველოს ეკონომიკური განვითარების“;
ბ.ბ) მე-5 მუხლის პირველი პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები: „საქართველოს ეკონომიკური განვითარების“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები