შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საბაჟო საქმეში ურთიერთდახმარებისა და თანამშრომლობის შესახებ

  • Word
შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საბაჟო საქმეში ურთიერთდახმარებისა და თანამშრომლობის შესახებ
დოკუმენტის ნომერი -
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 13/01/1994
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გაურკვეველი, -, 13/04/1998
ძალაში შესვლის თარიღი 16/05/1994
სარეგისტრაციო კოდი 000000430.00(0).003.000141
  • Word
-
13/01/1994
გაურკვეველი, -, 13/04/1998
000000430.00(0).003.000141
შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საბაჟო საქმეში ურთიერთდახმარებისა და თანამშრომლობის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

შეთანხმება

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საბაჟო საქმეში ურთიერთდახმარებისა და თანამშრომლობის შესახებ

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობა, შემდგომში – „მხარეები“,

რომლებიც გამოთქვამენ სურვილს, დაამყარონ და განავითარონ მეგობრული თანამშრომლობა და ურთიერთდახმარება ორი ქვეყნის საბაჟო უწყებებს შორის,

მზად არიან, ხელი შეუწყონ საქონლისა და მგზავრთა დინებას ორ ქვეყანას შორის საბაჟო ხელმძღვანელობის ორმხრივი თანამშრომლოის გზით,

მხედველობაში იღებენ, რომ საბაჟო კანონმდებლობის დარღვევა ზიანს აყენებს ორივე ქვეყნის ეკონომიკურ, სოციალურ და ფინანსურ ინტერესებს,

დარწმუნებულნი არიან, რომ ბრძოლა საბაჟო წესების დარღვევის წინააღმდეგ უფრო ეფექტური იქნება თანამშრომლობის საფუძველზე და,

შეთანხმდნენ შემდეგზე:

მუხლი 1

ამ ხელშეკრულებაში:

1. „საბაჟო კანონმდებლობა“ – გულისხმობს სამართლის იმ ნორმების ერთობლიობას, რომლებიც ადგენენ საქონლის, მგზავრთა ხელბარგისა და ტვირთის, საერთაშორისო საფოსტო გზავნილების, სავალუტო და სხვა ფასეულობების შემოტანის, გატანისა და ტრანზიტის, საბაჟო გადასახადებისა და სხვა გადასახადების, მოსაკრებლების ამოღების, შეღავათების, აკრძალვების, შეზღუდვებისა და ნებართვების, სახელმწიფო საზვარზე საქონლისა და სხვა საგნების გადაადგილებაზე კონტროლის წესებს.

2. „საბაჟო დარღვევები“ – ნიშნავს საბაჟო კანონმდებლობის დარღვევას ან ამ დარღვევების მცდელობას.

    მუხლი 2

მხარეები ამ შეთანხმების ფარგლებში განავითარებენ და გააძლიერებენ ურთიერთთანამშრომლობას საბაჟო გამოცდილების გაზიარების გზით, უზრუნველყოფენ ერთმანეთისათვის ადმინისტრაციულ დახმარებას, რათა ხელი შეუწყონ ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობის განვითარებას და პირადი შემადგენლობის გაცვლას.

    მუხლი 3

შეთანხმების მონაწილე მხარეები გაცვლიან ინფორმაციას:

ა) საბაჟო სამსახურის როლზე ეროვნულ ეკონომიკასა და საერთაშორისო ვაჭრობის სფეროში;

ბ) საბაჟო კონტროლის მეთოდების შესახებ საქონლის, სატრანსპორტო საშუალებების; ბარგის, საფოსტო გზავნილებების და სხვა ნივთების ამ ქვეყნების ტერიტორიაზე შეტანა-გამოტანის დროს;

გ) ჰარმონიზებული სისტემისა და შეფასების მეთოდების გამოყენების შედეგად მიღებული გამოცდილების შესახებ;

დ) კონტრაბანდის ძირითად ფორმებზე, კონტრაბანდული საგნების დამალვის მეთოდებზე, კონტრაბანდის თავიდან აცილების მეთოდებსა და შედეგებზე;

ე) საბაჟო კანონებსა და წესებზე;

ვ) საბაჟო მართვის მოდერნიზაციის შესახებ;

ზ) საბაჟო საქმეში კომპიუტერებისა და სხვა მოწინავე ტექნიკური საშუალებების გამოყენების შესახებ;

თ) ახალი საბაჟოების შექმნის თაობაზე. საბაჟო პერსონალის მომზადების შესახებ;

ი) საერთაშორისო ორგანიზაციების გამოცდილებისა და საერთაშორისო კონვენციების შესრულების შესახებ;

კ) და იმ სხვა საკითხებზე, რომლებიც შეთანხმების მონაწილე ორივე მხარეს დააინტერესებს.

    მუხლი 4

მხარეები მზარდი ეკონომიკური ურთიერთობის უზრუნველსაყოფად იღებენ ვალდებულებას ახალი საბაჟო გამშვები პუნქტების მოწყობის შესახებ შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებითა და კომუნიკაციების მიყვანით. აღნიშნულ საკითხზე ცალკე შეთანხმება იქნება მიღებული.

    მუხლი 5

მხარეები შეთანხმების მოქმედების განმავლობაში გამოცდილების გაზიარების მიზნით გაცვლიან საბაჟო საქმის სპეციალისტებს.

    მუხლი 6

ერთ-ერთი მხარის თხოვნით, მეორე მხარეს თავისი კომპეტენციისა და შესაძლებლობის ფარგლებში შეუძლია განსაზღვრული პერიოდით სპეციალური დაკვირვება:

ა) პირებზე, რომლებიც შემჩნეულნი არიან მთხოვნელი მხარის საბაჟო წესების დარღვევაში;

ბ) განსაზღვრულ ტვირთებზე, რომელთა შესახებ მთხოვნელმა მხარემ განაცხადა, რომ ეს ტვირთები დაკავშირებულნი არიან საბაჟო დარღვევასთან;

გ) სატრანსპორტო საშუალებებზე (ავიაცია, ავტომობილები და სხვა), რომელთა შესახებ არსებობს ინფორმაცია, რომ მათ მთხოვნელი მხარის საბაჟო კანონმდებლობის დარღვევისას იყენებენ.

    მუხლი 7

შეთანხმების მონაწილე თითოეულ მხარეს საკუთარი თაოსნობით ან მეორე მონაწილე მხარის თხოვნით, შეუძლია წარუდგინოს მთხოვნელ მხარეს ყოველგვარი ინფორმაცია, რომელიც დაეხმარება მას სხვადასხვა სახის საბაჟო წესების, განსაკუთრებით ისეთი დარღვევების აღმოჩენაში, რომლებიც დაკავშირებულაი ნარკოტიკულ და ფსიქოტროპულ ნივთიერებებთან, იარაღთან, ასაფეთქებელ ნივთიერებებთან და საბრძოლო მასალებთან, მხატვრული, კულტურული და არქეოლოგიური ღირებულების მქონე საგნებთან.

    მუხლი 8

მიღებული ნებისმიერი სადაზვერვო დაკვირვება, დოკუმენტები და სხვა ინფორმაცია ამ შეთანხმების ფარგლებში განიხილება როგორც კონფიდენციალური და მხოლოდ ამ შეთანხმების მიზნებისათვის გამოიყენება.

    მუხლი 9

თუ ერთ–ერთი მხარე ჩათვლის, რომ დახმარება, რომელსაც მას სთხოვენ, ქვეყნის სუვერენიტეტს, უსაფრთხოებას, ან სხვა ხასიათის ეროვნულ, სახელმწიფო ან კერძო სექტორის სავაჭრო ინტერესებს, ან მოქმედ კანონმდებლობას შელახავს, მას შეუძლია ასეთი დახმარების აღმოჩენაზე უარის თქმა.

    მუხლი 10

ამ შეთანხმებით გათვალისწინებული თანამშრომლობა და ურთიერთდახმარება ყველაზე უფრო ეფექტური ფორმებით განხორციელდება. ინგლისურ ენას შეთანხმების მონაწილე მხარეები პირდაპირი კონტაქტებისათვის იყენებენ.

    მუხლი 11

მხარეებს შეუძლია ცალკე შეთანხმდნენ იმ ხარჯების თაობაზე, რომლებიც ამ შეთანხმების შესრულებასთან იქნება დაკავშირებული.

    მუხლი 12

შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებით მხარეებს შეუძლია მონაცვლეობით მოაწყონ უმაღლესი დონის შეხვედრები ხან ერთ, ხან მეორე სახელმწიფოში. მხარეები შეხვედრის თარიღსა და დღის წესრიგს წინასწარ განსაზღვრავენ.

მხარეები შეთანხმების ინტერპრეტაციის დროს წამოჭრილ სადავო საკითხებს მეგობრული ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის საფუძველზე კონსულტაციების გზით გადაწყვეტენ.

    მუხლი 13

ეს შეთანხმება ძალაში შედის იმ დღიდან, როცა მხარეები გაცვლიან ნოტებს, რომლებითაც ერთმანეთს აუწყებენ ამ შეთანხმების ძალაში შესვლასთან დაკავშირებულ შიდა ფორმალობების დასრულებას და ძალაშია განუსაზღვრელი პერიოდის განმავლობაში, ვიდრე ერთ-ერთი მხარის მიერ მეორისათვის შეთანხმების შეწყვეტის შესახებ წერილობითი შეტყობინების გაგზავნის დღიდან 6-თვიანი ვადა არ დასრულდება.

შესრულებულია ქ. ანკარაში 1994 წლის იანვარს, ორ ეგზემპლარად, თითოეული ქართულ, თურქულ და ინგლისურ ენებზე, ამასთან, ორივე ტექსტი თანაბარი ძალისაა. დებულებების განმარტების დროს წარმოშობილი უთანხმოების შემთხვევაში უპირატესობა ეძლევა ინგლისურ ტექსტს.

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სახელით

(ხელმოწერილია)

თურქეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით

(ხელმოწერილია)