შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის საბაჟო დეპარტამენტსა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობის სამდივნოსთან არსებული საბაჟო უწყებას შორსი საბაჟო დოკუმენტებისა და საბაჟო უზრუნველყოფის ურთიერთცნობის შესახებ

  • Word
შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის საბაჟო დეპარტამენტსა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობის სამდივნოსთან არსებული საბაჟო უწყებას შორსი საბაჟო დოკუმენტებისა და საბაჟო უზრუნველყოფის ურთიერთცნობის შესახებ
დოკუმენტის ნომერი -
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 13/01/1994
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გაურკვეველი, -, 13/04/1998
ძალაში შესვლის თარიღი 16/05/1994
სარეგისტრაციო კოდი 000000430.00(0).003.000142
  • Word
-
13/01/1994
გაურკვეველი, -, 13/04/1998
000000430.00(0).003.000142
შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის საბაჟო დეპარტამენტსა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობის სამდივნოსთან არსებული საბაჟო უწყებას შორსი საბაჟო დოკუმენტებისა და საბაჟო უზრუნველყოფის ურთიერთცნობის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

შეთანხმება

საქართველოს რესპუბლიკის საბაჟო დეპარტამენტსა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობის სამდივნოსთან არსებული საბაჟო უწყებას შორის საბაჟო დოკუმენტებისა და საბაჟო უზრუნველყოფის ურთიერთცნობის შესახებ

საქართველოს რესპუბლიკის საბაჟო დეპარტამენტი და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობის სამდივნოსთან არსებული საბაჟო უწყება, შემდგომში – „მხარეები“,

საზღვარზე ტვირთების გადაზიდვისას საბაჟო ფორმალობების გაიოლების მიზნით შეთანხმდნენ შემდეგზე:

    მუხლი 1

მხარეები უზრუნველყოფენ, რომ სატრანსპორტო საშუალებები, საქონელი, ბარგი, საფოსტო გზავნილებანი, ვალუტა, სხვა საგადასახადელო საშუალებები და სავალუტო ფასეულობები საზღვრის გადაკვეთისას აღიჭურვოს შესაბამისი დოკუმენტებით, რომლებიც უპასუხებენ ამ მხარეების საბაჟო და სავალუტო წესებს და რომლებიც სატვირთო და სამგზავრო მიმოსვლის და საფოსტო გაცვლის დროს გამოიყენება.

    მუხლი 2

მხარეები ცნობენ ერთმანეთის საბაჟო დოკუმენტებს, საბაჟო ლუქებს, ბეჭდებისა და შტამპების ტვიფრს და სატრანსპორტო საშუალებებზე, ტვირთსა და საფოსტო გზავნილებზე აღნიშნულ ოფიციალურ ნიშნებს. მათ შეუძლიათ აგრეთვე სცნონ ერთმანეთის საექსპედიტორო და სატრანსპორტო ორგანიზაციების ლუქები, ბეჭდები და სატრანსპორტო საშუალებებზე აღნიშნული ოფიციალური ნიშნები.

    მუხლი 3

მხარეები გაცვლიან მე -2 მუხლში აღნიშნულ საბაჟო დოკუმენტებისა და საბაჟო უზრუნველყოფის ნიმუშებს, აგრეთვე იმ საქონლის სიებს, რომელთა შემოტანა, გატანა და ტრანზიტი შეზღუდული ან აკრძალულია მათი ტერიტორიის გავლით.

    მუხლი 4

მხარეები ერთმანეთს დროულად აცნობებენ თავიანთ საბაჟო კანონმდებლობაში დამატებებისა და ცვლილებების თაობაზე სამსახურებრივი განაწესის, საბაჟო დოკუმენტებისა და უზრუნველყოფის ფორმების შესახებ.

    მუხლი 5

მხარეების საბაჟოებს შორის საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება განხორციელდება უნიფიცირებული ნიმუშის სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის საშუალებით.

    მუხლი 6

ამ შეთანხმების დებულებების შესრულებასა და განმარტებასთან დაკავშირებული სადავო საკითხები გვარდება მხარეებს შორის კონსულტაციებისა და შეთანხმების გზით.

    მუხლი 7

საბაჟო დოკუმენტების შედგენა ხდება როგორც გამგზავნი სახელმწიფოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ, ასევე ერთ-ერთ საერთაშორისო ენაზე.

    მუხლი 8

მხარეები საერთაშორისო შეთანხმებებისა და სამართლის შესაბამისად ხელს შეუწყობენ საბაჟო დოკუმენტების თანდათანობით უნიფიცირებასა და გამარტივებას.

    მუხლი 9

ეს შეთანხმება ძალაში შედის იმ დღიდან, როცა მხარეები გაცვლიან ნოტებს, რომლებითაც ერთმანეთს აუწყებენ ამ შეთანხმების ძალაში შესვლასთან დაკავშირებულ შიდა ფორმალობების დასრულებას და ძალაშია განუსაზღვრელი პერიოდის განმავლობაში;, ვიდრე ერთ–ერთი მხარის მიერ მეორისათვის შეთანხმების შეწყვეტის შესახებ წერილობითი შეტყობინების გაგზავნის დღიდან 6-თვიანი ვადა არ დასრულდება.

შესრულებულია ქ. ანკარაში, 1994 წლის 13 იანვარს, ორ ეგზემპლარად, თითოეული ქართულ, თურქულ და ინგლისურ ენებზე, ამასთან, ორივე ტექსტი თანაბარი ძალისაა.

დებულებების განმარტების დროს წარმოშობილი უთანხმოების შემთხვევაში უპიარტესობა ეძლევა ინგლისურ ტექსტს.

 

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სახელით

(ხელმოწერილია)

 

თურქეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით

(ხელმოწერილია)