„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2010 წლის 25 აგვისტოს №2-135 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 2-19
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
მიღების თარიღი 15/02/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 160211, 16/02/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 02/04/2012
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.032.016009
  • Word
2-19
15/02/2011
ვებგვერდი, 160211, 16/02/2011
010240030.22.032.016009
„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2010 წლის 25 აგვისტოს №2-135 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-19

2011 წლის 15 თებერვალი

ქ. თბილისი

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2010 წლის 25 აგვისტოს № 2- 135 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:

მუხლი 1. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2010 წლის 25 აგვისტოს №2-135 ბრძანებით დამტკიცებულ (სსმ III, 27.08.2010, 106, მუხ. 1600) დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამსახური ანგარიშვალდებულია საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის (შემდგომში მინისტრი) წინაშე და მოქმედებს შიდა აუდიტთან დაკავშირებული საკითხების განმხილველ საბჭოსთან (შემდგომში საბჭო) კოორდინირებულად“.

2. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. მე-5 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შედეგი რედაქციით:

„ა) ამზადებს და მინისტრს შესათანხმებლად წარუდგენს შიდა აუდიტის საქმიანობის სტრატეგიულ და წლიურ გეგმებს;

ბ) ამზადებს შიდა აუდიტის წლიურ ანგარიშს და წლის ბოლოს წარუდგენს მინისტრსა და საბჭოს ;

 4. მე-5 მუხლის „ი“, „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2 . ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბ. კვეზერელი