დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო–სამაშველო სამსახურში სამსახურის გავლის წესის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 7 დეკემბრის №52 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 06 |
| დოკუმენტის მიმღები | ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 11/02/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 250211, 25/02/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.133.016024 |
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №06
2011 წლის 11 თებერვალი
დაბა ხელვაჩაური
„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურში სამსახურის გავლის წესის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 7 დეკემბრის №52 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურში სამსახურის გავლის წესის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 7 დეკემბრის №52 დადგენილებით (სსმ V, №66, 21.12.2010წ., გვ. 42–47) დამტკიცებულ წესში შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. სახანძრო-სამაშველო სამსახურის მოსამსახურეთა პროფესიული მომზადება
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სახანძრო-სამაშველო ძალების სწავლებას, მათ მომზადებას და გადამზადებას.“;
ბ) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. სახანძრო-სამაშველო სამსახურში თანამშრომელთა მიღების წესი
1. სახანძრო-სამაშველო სამსახურში სამუშაოდ მიიღებიან 18-დან 35 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეები, რომლებმაც იციან სახელმწიფო ენა, აქვთ არანაკლებ საბაზო ზოგადი განათლება და ფიზიკური მომზადებით და ჯანმრთელობის მდგომარეობით შეძლებენ შეასრულონ მათზე დაკისრებული მოვალეობანი. განსაკუთრებულ შემთხვევაში, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, მეხანძრე-მაშველის თანამდებობაზე შეიძლება მიღებულ იქნეს მოქალაქე, რომლის ასაკი აღემატება 35 წელს.
2. სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფროსი და თანამშრომლები თანამდებობაზე ინიშნებიან დადგენილი წესით, მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით.
3. სახანძრო-სამაშველო სამსახურში მძღოლთა თანამდებობებზე მიიღებიან მოქალაქეები, რომლებიც აკმაყოფილებენ წინამდებარე წესით დადგენილ მოთხოვნებს და აქვთ В.С.Д. ავტო-ტექნიკის მართვის მოწმობა.“;
გ) მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 11. დისციპლინური პასუხისმგებლობა
1. სახანძრო-სამაშველო სამსახურში დისციპლინური გადაცდომისათვის მოსამსახურეების მიმართ გამოიყენება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები.
2. ერთი დისციპლინური გადაცდომისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს დისციპლინური პასუხისმგებლობის მხოლოდ ერთი ზომა.“;
დ) მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 12. წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის გამოყენების წესი
1. წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის გამოყენების თაობაზე სამსახურის უფროსი მიმართავს შუამდგომლობით გამგებელს.
2. უფროსი, რომელიც გამგებლის ბრძანებით დროებით ასრულებს მოვალეობას, სარგებლობს დროებით დაკავებული თანამდებობის პირის უფლებამოსილებით.
3. დისციპლინური პასუხისმგებლობის ან/და წახალისების შესახებ მოსამსახურეს ეცნობა პირადად, მწყობრის წინ ან თათბირის დროს. მოსამსახურეს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენებამდე უნდა ჩამოერთვას წერილობითი ახსნა-განმარტება.
4. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენება აღინიშნება პირად საქმეში შეტანით.
5. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა მოსამსახურეთა მიმართ ითვლება მოხსნილად, თუ მას დისციპლინური პასუხისმგებლობის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში არ შეეფარდა ახალი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა.“;
ე) მე-13 მუხლი ამოღებული იქნეს;
ვ) მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 17. მოსამსახურის სამსახურში ყოფნის ზღვრული ასაკი და საპენსიო უზრუნველყოფა
სახანძრო-სამაშველო სამსახურში მეხანძრე-მაშველისათვის ზღვრული ასაკი განისაზღვრება 55 წლით, რომლის მიღწევის შემდეგ ისინი ექვემდებარებიან სამსახურიდან დათხოვნას. მოსამსახურე პენსიაში გადის კანონმდებლობით დადგენილი წესით.“;
ზ) მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 18. სახანძრო-სამაშველო სამსახურის მოსამსახურეთა ფულადი ანაზღაურება
1. სახანძრო-სამაშველო სამსახურის მოსამსახურეები იღებენ ხელფასს, რომელიც შეიცავს თანამდებობრივი რანგისთვის გათვალისწინებულ განაკვეთს, დანამატს სამსახურის რთული, დაძაბული და სპეციალური რეჟიმის პირობებისათვის, ანაზღაურებას ზეგანაკვეთური მუშაობისათვის და კანონმდებლობით გათვალისწინებულ დანამატებსა და კომპენსაციას. გასაცემი დანამატები და კომპენსაციები, მათი ოდენობა გამოითვლება და გაიცემა დადგენილი წესის შესაბამისად.
2. სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას მოსამსახურისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება სრული მოცულობით ადგილობრივი ბიუჯეტიდან.
3. მოსამსახურეთა ფულადი ანაზღაურება ხორციელდება კანონმდებლობის შესაბამისად.“;
თ) მე-19 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საჯარო მოსამსახურის დაღუპვის ან დასახიჩრების შემთხვევაში საკომპენსაციო თანხის ანაზღაურება ხორციელდება საქათველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.“.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე მ. ფარტენაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები