დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 7 დეკემბრის №50 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 04 |
| დოკუმენტის მიმღები | ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 11/02/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 250211, 25/02/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/10/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.133.016022 |
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №04
2011 წლის 11 თებერვალი
დაბა ხელვაჩაური
„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 7 დეკემბრის №50 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 7 დეკემბრის №50 დადგენილებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე V, №66, 21.12.2010 წ., გვ. 35–41) დამტკიცებულ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) მე-2 მუხლის:
ა. ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით;
„ა) გამგეობისათვის ხელშეწყობა საკრებულოს თავმჯდომარისათვის შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების წარდგენის განხორციელებაში;“;
ა.ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) საკრებულოს თავმჯდომარის მიერ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოსადმი მიკუთვნებული ფუნქციის ფარგლებში მიღებული სამართლებრივი აქტების, გამგებლის სამართლებრივი აქტების, ხელშეკრულებებისა და სხვა ოფიციალური დოკუმენტაციის პროექტების მომზადება და/ან შეთანხმება;“;
ა.გ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) აღმასრულებელი ფუნქციის განხორციელებისას საკრებულოს თავმჯდომარის, გამგეობის, წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველყოფა საქართველოს საერთო სასამართლოებში და სხვა დაწესებულებებში (ორგანიზაციებში);“;
ბ) მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი) გამგეობის და გამგებლის, ასევე თავისი კომპეტენციის ფარგლებში აღმასრულებელი ფუნქციის განხორციელებისას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის წარმომადგენლობა საქართველოს საერთო სასამართლოებში და სხვა დაწესებულებებში (ორგანიზაციებში);“;
გ) V თავის მე-4 მუხლი ამოღებულ იქნეს.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე მ. ფარტენაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები