დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 ივლისის №23 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 03 |
| დოკუმენტის მიმღები | ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 11/02/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 250211, 25/02/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260010.35.133.016021 |
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №03
2011 წლის 11 თებერვალი
დაბა ხელვაჩაური
„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 ივლისის №23 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 ივლისის №23 დადგენილებით (გაზეთი „აჭარა“, №77, 14.07.2010 წ., გვ.15–19) დამტკიცებულ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) მე–3 მუხლის პირველი პუნქტის „ყ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით
„ყ) კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში ხელს აწერს თვითმმართველი ერთეულის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სახელით დადებულ შეთანხმებებს და ხელშეკრულებებს; საკრებულოსთან ათანხმებს ისეთი გარიგებების დადებას, რომელთა ღირებულება აღემატება თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის 5%-ს;”;
ბ) მე-4 მუხლის პირველი პუნქტის:
ბ.ა) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების საკუთრებაში ან/და სარგებლობაში განკარგვისას საკრებულოს თავმჯდომარის მინდობილობის (რწმუნებულების) საფუძველზე ხელს აწერს შესაბამის ხელშეკრულებებს. ასევე მათში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე შეთანხმებებს (ხელშეკრულებებს), ახორციელებს კონტროლს ხელშეკრულების მხარის მიერ სააუქციონო და სახელშეკრულებო პირობების შესრულებაზე, ამ მიზნით ხელშეკრულების მხარეს უგზავნის ხელშეკრულებიდან (ოქმიდან) გამომდინარე გაფრთხილებებს და სხვა შეტყობინებებს, იხილავს თვითმმართველი ერთეულის მხრიდან ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის საკითხს და საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს შესაბამის სამართლებრივ აქტს;“;
ბ.ბ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი) ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მინდობილობის (რწმუნებულების) საფუძველზე ხელს აწერს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებებს, ასევე მათში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე შეთანხმებებს (ხელშეკრულებებს). ახორციელებს კონტროლს ხელშეკრულების მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე, ამ მიზნით ხელშეკრულების მხარეს უგზავნის ხელშეკრულებიდან გამომდინარე გაფრთხილებებს და სხვა შეტყობინებებს, წარუდგენს ანგარიშებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, იხილავს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ წარმოდგენილ შენიშვნებს და წინადადებებს და ახორციელებს აღნიშნულ სფეროში სხვა უფლებამოსილებებს. იხილავს თვითმმართველი ერთეულის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მხრიდან ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის საკითხს და საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტს;“;
ბ.გ) „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჟ) თვითმმართველი ერთეულის – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების ან/და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს სახელით მიღებული აქტის ან/და ქმედების სადავოობისას (საქმის სარჩელით, განცხადებით, საჩივრით, კერძო საჩივრით და სხვა წესით წარმოებისას) წარმოადგენს თვითმმართველი ერთეულის – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს საერთო სასამართლოების ყველა ინსტანციაში, პროკურატურის და გამოძიების ორგანოებში, სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებში;”;
ბ.დ) „ტ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ტ) საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა საპრემიო კომისიის შექმნისა და პრემიის დამტკიცების შესახებ სამართლებრივი აქტის პროექტებს, ასევე მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე სამართლებრივი აქტის პროექტებს;“.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე მ. ფარტენაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები