დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღებისა და გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 ოქტომბრის N44 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 11 |
| დოკუმენტის მიმღები | გორის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 14/02/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 220211, 22/02/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 240120100.35.148.016044 |
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება № 11
2011 წლის 14 თებერვალი
ქ. გორი
,,გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღებისა და გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 ოქტომბრის №44 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად:
1. ,,გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღებისა და გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 ოქტომბრის №44 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დადგენილებით დამტკიცებული წესის პირველი მუხლის მე-8, მე-9 და მე-10 პუნქტები ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„8. აუქციონის საწყისი ფასი განისაზღვროს რეკლამის საშუალების ერთ კვადრატულ მეტრზე 10 ლარის ოდენობით, ყოველთვიურად“.
„9. რეკლამის საშუალების ერთ კვადრატულ მეტრზე ნაკლებობის შემთხვევაში რეკლამის საფასური განისაზღვრება ერთ კვადრატულ მეტრზე თვეში გადასახდელი საფასურის ოდენობით.“.
„10. ნებართვის მიმღები ვალდებულია, რეკლამის განუთავსებლობის შემთხვევაში (აუქციონის ჩატარების მომენტისათვის არსებულ ან/და შემდგომში დამატებულ რეკლამის განთავსების ადგილების მიხედვით), ერთ კვადრატულ მეტრზე გადაიხადოს 5 ლარი, ყოველთვიურად.“.
ბ) დადგენილებით დამტკიცებული წესის პირველი მუხლის მე-11 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარის
მოადგილე თ. ხაჩიური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები