დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 3 აგვისტოს №22 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 9 |
| დოკუმენტის მიმღები | გორის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 14/02/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 220211, 22/02/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 14/12/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.148.016042 |
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №9
2011 წლის 14 თებერვალი
ქალაქი გორი
,,გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 3 აგვისტოს №22 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,
1. ,,გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 3 აგვისტოს №22 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის ,,მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
,,მ) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადების ორგანიზებას, მათი განხორციელების კოორდინაციას“;
ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის ,,პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
,,პ) მუნიციპალიტეტის დასახლებათა ტერიტორიების კეთილმოწყობის დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადების ორგანიზებას, მათი განხორციელების კოორდინაციას“;
გ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
,,ა) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების შექმნის, ექსპლუატაციის, რეაბილიტაციისა და განვითარების დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადების ორგანიზებას, მათი განხორციელების კოორდინაციას და მონიტორინგს“;
დ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
,,დ) მუნიციპალიტეტის დასახლებათა ტერიტორიების კეთილმოწყობის დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადების ორგანიზებას, მათი განხორციელების კოორდინაციას“;
ე) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის ,,ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
,,ლ) ტერიტორიიის კეთილმოწყობის მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების მომზადების ორგანიზებას და მათ განსახორციელებლად რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავებას“.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარის
მოადგილე თ. ხაჩიური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები