ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ

  • Word
ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 05
დოკუმენტის მიმღები ქობულეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 11/02/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 240211, 24/02/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 29/04/2011
სარეგისტრაციო კოდი 200130000.35.131.016032
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
05
11/02/2011
ვებგვერდი, 240211, 24/02/2011
200130000.35.131.016032
ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ
ქობულეთის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (24/02/2011 - 12/04/2011)

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო

დადგენილება 05

2011 წლის 11 თებერვალი

ქ. ქობულეთი

ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 დეკემბრის №394 დადგენილების შესაბამისად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. შემოღებულ იქნეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადი და მისი განაკვეთები განისაზღვროს დანართის შესაბამისად.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის შემოღების შესახებ” ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 19 მარტის №26 დადგენილება.

3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქონების (გარდა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისიწისა) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ” ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 16 დეკემბრის №22 დადგენილება.

4. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2011 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ საგადასახადო ურთიერთობებზე.

საკრებულოს თავმჯდომარე ნ. ბერაძე

 

დანართი

ადგილობრივი (ქონების) გადასახადის განაკვეთები

    მუხლი 1

საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის დასაბეგრ ქონებაზე, გარდა მიწისა, გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივების (გარდა ბიოლოგიური აქტივებისა), დაუმონტაჟებელი მოწყობილობების დაუმთავრებელი მშენებლობისა და არამატერიალური აქტივების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და წლის ბოლოსათვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით) 1%-ის ოდენობით.

    მუხლი 2

საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და წლის ბოლოსათვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით) 1%-ის ოდენობით.

    მუხლი 3

სასტუმროს ქონებაზე, გარდა მიწისა, გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს მის ბალანსზე არსებული, ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული ქონების ან ქონების ნაწილის, რომელიც გამოიყენება ეკონომიკური საქმიანობისათვის, საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და წლის ბოლოსათვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით) 0.25%-ის ოდენობით.

    მუხლი 4

წყალკანალიზაციის სისტემის მომსახურე ორგანიზაციისათვის ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს მის ბალანსზე არსებული, ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული ქონების ან ქონების ნაწილის, რომელიც გამოიყენება ეკონომიკური საქმიანობისათვის, საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და წლის ბოლოსათვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით) 0.01%-ის ოდენობით.

    მუხლი 5

ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე (გარდა მიწისა ) გადასახადის წლიური განაკვეთება:

ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.2 პროცენტი;

ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.8 პროცენტი.

    მუხლი 6

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთებია:

ა) სათიბებისა და საძოვრებისათვის:

 

განაკვეთი (ლარი/ჰა)

ბუნებრივი სათიბები

ბუნებრივი საძოვრები

გაკულტურებული

18

15

სათიბები

საძოვრები

20

16

 

ბ) სხვა მიწებისათვის:

 

განაკვეთი (ლარი/ჰა)

მიწის ხარისხი (სახნავი და მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული)

კარგი

მწირი

87

67

    მუხლი 7

ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლოცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწების ერთ ჰექტარზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია 3 ლარი.

    მუხლი 8

 1. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების ერთ კვადრატულ მეტრზე წლიური გადასახადის განაკვეთებია (მათ შორის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე):

 

ტერიტორია

(ზონირების მიხედვით)

საბაზისო განაკვეთი

(ლარი)

ტერიტორიული

კოეფიციენტი

 

გადასახადის

განაკვეთი

(ლარი)

1

2

3

4

5

1

პირველი ზონა

 

 

 

 

ურაბ ჟვანიას სახელობის ხიდიდან დავით აღმაშენებლის გამზირის ორივე (დასავლეთი მხარე ზღვის სანაპირომდე) მხარე მემედ აბაშიძისა და აღმაშენებლის გამზირის კვეთამდე, თამარ მეფის სანაპირო მთლიანად, თამარ მეფისა და აღმაშენებლის გამზირის დამაკავშირებელი ქუჩები და გადასასვლელები, თავისუფლების ქუჩა რკინიგზის გადასასვლელამდე, მეგობრობის ქუჩის ორივე მხარე, მემედ აბაშიძის ქუჩის ორივე მხარე (მათ შორის რკინიგზის ვაგზლის მოედანი), მემედ აბაშიძის ქუჩისა და რუსთაველის ქუჩების კვეთიდან მდინარე კინტრიშის ხიდამდე, დაბა ჩაქვის ტერიტორია რკინიგზის დასავლეთით ზღვის სანაპირომდე.

0.24

1.25

0.30

2

შუალედური ზონა

 

 

 

 

ქ.ქობულეთის ადმინისტრაციული საზღვრიდან ე.წ. „სმეკალოვკა“-ის არხის გასწვრივ დასავლეთი მხარე თავისუფლების ქუჩას და აღმაშენებლის გამზირს შორის (პირველ ზონის საზღვრების გათვალისწინებით ) მოქცეული ტერიტორიები (ქუჩები, გადასასვლელები, მოედნები, ჩიხები, სხვა ტერიტორიები და მიწები), რკინიგზის ხაზისა და თავისუფლების ქუჩის კვეთის დასავლეთი და სამხრეთ-დასავლეთი მხარე პირველი ზონის საზღვრებამდე), კაიკაციშვილის ქუჩა რკინიგზის გადასასვლელიდან ქ.ქობულეთის ადმინისტრაციულ საზღვრამდე, მემედ აბაშიძისა და აღმაშენებლის ქუჩების კვეთიდან პირველი ზონის საზღვრების გათვალისწინებით დასავლეთი და სამხრეთ- დასავლეთი მხარე ზღვის სანაპირომდე

 ქ. ქობულეთის ადმინისტრაციულ საზღვრამდე. ციხისძირის თემის ტერიტორია. სენაკი-ფოთი-სარფის ავტომაგისტრალის დასავლეთი მხარე ზღვის სანაპირომდე, დაბა ჩაქვის ტერიტორიიდან თამარ მეფის ქუჩა მთლიანად დასავლეთი მხარე რკინიგზამდე.

0.24

0.75

0.18

3

პერიფერიული ზონა

 

 

 

 

ქ. ქობულეთის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული სხვა დანარჩენი ტერიტორიები. მონაკვეთები, ქუჩები, ჩიხები, ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორია დაბებისა და სოფლების, დასახლებათა შორის არეალების ის მონაკვეთები, რომლებიც არ აღინიშნება პირველ ზონაში და შუალედურ ზონაში

0.24

0.5

0.12

    მუხლი 9

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, შესაბამისი დასაბეგრი ობიექტის მიხედვით, ქონების გადასახადისგან გათავისუფლდეს:

1. საცხოვრებელ სახლზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები.

ა) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე 5000 კვ.მ. ფარგლებში.

ბ) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე 800 კვ.მ. ფარგლებში;

2. ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები, რომელთა ფართობი არ აღემატება 40 კვადრატულ მეტრს.

    მუხლი 10

ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესი, შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებული ქონების სახეები დადგენილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე და 206-ე მუხლებითა და „ქობულეთისა და ანაკლიის თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით.