გურჯაანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ფარგლებში ქონების გადასახადის განაკვეთების დადგენის შესახებ

  • Word
გურჯაანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ფარგლებში ქონების გადასახადის განაკვეთების დადგენის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2
დოკუმენტის მიმღები გურჯაანის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 09/02/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 220211, 22/02/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 08/04/2011
სარეგისტრაციო კოდი 200230000.35.166.016024
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
2
09/02/2011
ვებგვერდი, 220211, 22/02/2011
200230000.35.166.016024
გურჯაანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ფარგლებში ქონების გადასახადის განაკვეთების დადგენის შესახებ
გურჯაანის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (22/02/2011 - 31/03/2011)

 გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო

  დადგენილება 2

  2011 წლის 9 თებერვალი

ქ. გურჯაანი

 გურჯაანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ფარგლებში ქონების გადასახადის განაკვეთების დადგენის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ მე-6 მუხლის მე-6 ნაწილის, მე-7 მუხლის, 201-ე – 206-ე მუხლების, „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 დეკემბრის 394 დადგენილების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:

მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

    მუხლი 1.

შემოღებულ იქნს გურჯაანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ფარგლებში ქონების გადასახადი.

    მუხლი 2.

ქონების გადასახადის გადამხდელნი არიან „საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ 201-ე მუხლით განსაზღვრული პირები.

    მუხლი 3.

დაბეგვრის განაკვეთები განისაზღვრება „საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ 202-ე მუხლის შესაბამისად.

    მუხლი 4.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ პუნქტით განსაზღვრული ფიზიკური პირებისათვის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი დადგენილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის მე-5 პუნქტით და განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:

 ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,1%.

 ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,9%.

    მუხლი 5.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 203-ე მუხლით განსაზღვრულ პირთათვის იმავე კოდექსის 204-ე მუხლისა და „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 დეკემბრის 394 დადგენილების შესაბამისად სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადი ერთ ჰექტარზე გაანგარიშებით ლარებში განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:

1. სათიბებისა და საძოვრებისათვის :

ა) სათიბები – 18 ლარი;

ბ) საძოვრები – 15 ლარი;

გ) გაკულტურებული სათიბები – 20 ლარი;

დ) გაკულტურებული საძოვრები – 16 ლარი;

2. სხვა მიწებისათვის:

ა) კარგი– 87 ლარი;

ბ) მწირი– 67 ლარი.

    მუხლი 6.

არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის საბაზისო განაკვეთი დგინდება წელიწადში მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე 0.24 ლარის ოდენობით, რომელიც მრავლდება ტერიტორიულ კოეფიციენტზე.

    მუხლი 7.

განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ფარგლებში ტერიტორიული კოეფიციენტი – 0.45.

    მუხლი 8.

არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადი განისაზღვროს წელიწადში ერთ კვადრატულ მეტრზე 0, 108 ლარის ოდენობით.

    მუხლი 9.

გადასახადის გადახდა და ანგარიშგება განხორციელდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის შესაბამისად.

    მუხლი 10.

საგადასახადო შეღავათები გავრცელდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის შესაბამისად.

    მუხლი 11.

ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 იანვრის 3 დადგენილება გურჯაანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ფარგლებში ქონების გადასახადის განაკვეთების დადგენის შესახებ~.

    მუხლი 12.

დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი

თავმდომარის მოადგილე      ა. სირბილაშვილი