დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
შესწორება ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის დადებული ხელშეკრულების ბიოლოგიური იარაღების განვითარებასთან დაკავშირებული ტექნოლოგიის, პათოგენთა და ცოდნა–გამოცდილების გაუვრცელებლობის დარგში ურთიერთთანამშრომლობის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | - |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 19/03/2004 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გაურკვეველი, -, 30/08/2004 |
ძალაში შესვლის თარიღი | 22/07/2004 |
სარეგისტრაციო კოდი | 480140000.02.105.000508 |
შესწორება აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის დადებული ხელშეკრულებისა
ბიოლოგიური იარაღების განვითარებასთან დაკავშირებული ტექნოლოგიის, პათოგენთა და ცოდნა-გამოცდილების გაუვრცელებლობის დარგში ურთიერთთანამშრომლობის შესახებ
2002 წლის 30 დეკემბერს ბიოლოგიური იარაღების განვითარებასთან დაკავშირებული ტექნოლოგიის, პათოგენთა და ცოდნა-გამოცდილების გაუვრცელებლობის დარგში ურთიერთთანამშრომლობის შესახებ
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის დადებული ხელშეკრულების მე-7 მუხლის საფუძველზე აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი და საქართველოს თავდაცვის სამინისტრო შეთანხმდნენ:
1. შესწორდეს მე-3 მუხლის პირველი პუნქტი. სიტყვები „ხუთი (5) მილიონი“ შეიცვალოს სიტყვებით „თხუთმეტი (15) მილიონი“.
2. შესწორდეს მე-4 მუხლი და დაემატოს ახალი პუნქტები 4, 5, 6 და 7. კერძოდ:
„4. მოთხოვნის შესაბამისად საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და მისი წარმომადგენელი შეაგროვებს და გადასცემს აშშ–ს თავდაცვის დეპარტამენტს პათოგენურ ნივთიერებებს პროფილაქტიკური, დაცვითი ან სხვა მშვიდობიანი მიზნებისათვის და გაუზიარებს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს იმ მონაცმებს, რომლებიც მიღებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ან მის წარმომადგენლის სპეცგანყოფილებების მიერ, რომლებიც თვალყურს ადევნებენ ავადმყოფობების გავრცელებას. ეს უნდა გაკეთდეს იმ მიზნით, რათა მხარეებმა დროულად მოახდინონ საქართველოში ავადმყოფობების აფეთქების კერის დაფიქსირება, დიაგნოზი და კონტროლი.
5. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და მისი წარმომადგენელი შეაგროვებს და შეინახავს ყველა საშიშ პათოგენურ ნივთიერებას სნეულებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ან სხვა კარგად დაცულ ლაბორატორიებში, რომლებსაც დაასახელებს წერილობით ფორმაში აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი და რომლებიც დოკუმენტში მოიხსენიება, როგორც ცენტრალიზებული ლაბორატორიები. აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა შეიძლება უზრუნველყოს მოლეკულური დიაგნოსტიკის, გაუმჯობესებული ელექტროკომუნიკაციის საშუალებანი და აღჭურვილობა შეგროვილი პათოგენური ნივთიერებების ცენტრალიზებულ ლაბორატორიებში უსაფრთხო და დროული ტრანსპორტირებისათვის.
6. საშიში პათოგენური ნივთიერებები მანამ უნდა დარჩეს ცენტრალიზებულ ლაბორატორიებში, სანამ არ შეწყდება ამგვარი ნივთიერებების გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულების მოქმედება. გამონაკლისი დაიშვება, თუ ლატორატორიიდან ამ ნივთიერებების გატანაზე წერილობით ფორმაში იქნა მიღებული თანხმობა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტიდან.
7. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ან მისი წარმომადგენელი ყოველწლიურად ითანამშრომლებს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენთან, რათა მხარეებმა შეიმუშაონ გეგმა, სადაც ჩამოყალიბებული იქნება წინამდებარე შეთანხმების ძალით წამოწყებული ყოველი ცალკეული პროექტისათვის აუცილებელი მოთხოვნები, მოვალეობები და სავარაუდო პარამეტრები. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ან მისი წარმომადგენელი თითოეულ ამგვარ გეგმას როგორც ზუსტს ისე დაამოწმებს“.
ეს შესწორება ძალაში შედის იმ დღიდან, როდესაც მხარეები გაცვლიან წერილობით შეტყობინებას იმის შესახებ, რომ ორივე მხარემ შეასრულოს ყველა შესაბამისი პროცედურა, რომელიც აუცილებელია შესწორების ძალაში შესვლისათვის და ძალაში რჩება ხელშეკრულების მოქმედების დასრულებამდე. შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის შემთხვევაშიც კი, მე-6 პუნქტი კვლავაც იმოქმედებს მანამ, სანამ მხარეებს შორის გაუვრცელებლობის შესახებ შეთანხმება ძალაში იქნება.
რის დასტურადაც ქვემორე ხელისმომწერნი, რომლებიც შესაბამისი მთავრობების მიერ არიან უფლებამოსილნი, ხელს აწერენ წინამდებარე შესწორებას
დოკუმენტი ფორმდება
თბილისში 2004 წლის 03 თვის 19 დღეს
და ვაშინგტონში 2004 წლის 03 თვის 23 დღეს
ორ ეგზემპლარად, ქართულ და ინგლისურ ენებზე. ორივე ტექსტი თანაბრად ავთენტურია.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის
უფლებამოსილებით: უფლებამოსილებით:
(ხელმოწერილია) (ხელმოწერილია)
პაატა გაფრინდაშვილი,
საქართველოს თავდაცვის
მინისტრის მოადგილე
დოკუმენტის კომენტარები