დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ადგილობრივი გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 4 |
| დოკუმენტის მიმღები | ოზურგეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 09/02/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 230211, 23/02/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 05/04/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200230000.35.113.016029 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (23/02/2011 - 31/03/2011)
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №4
2011 წლის 9 თებერვალი
ქ. ოზურგეთი
ადგილობრივი გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 დეკემბრის №394 დადგენილების შესაბამისად:
1. შემოღებულ იქნეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადი და მისი განაკვეთები განისაზღვროს დანართის შესაბამისად.
2. ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადის შემოღების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 25 მარტის № 22 დადგენილება.
3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2011 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ საგადასახადო ურთიერთობებზე.
საკრებულოს თავმჯდომარე ა.მამეშვილი
დანართი
ადგილობრივი გადასახადის განაკვეთები
მუხლი 1.
საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების ღირებულების 1 პროცენტი. ამ მუხლის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება, რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში უნდა გაიზარდოს:
ა) 2000 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 3-ჯერ;
ბ) 2000 წლიდან 2004 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 2-ჯერ;
გ) 2004 წელს მიღებულ აქტივებზე – 1.5-ჯერ;
დ) იმ აქტივებზე, რომელთა მიღების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს - 3-ჯერ.
მუხლი 2.
საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 1 პროცენტი.
მუხლი 3.
ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთებია:
ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.1 პროცენტი;
ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.8 პროცენტი.
მუხლი 4.
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე (გარდა მე-5 მუხლით გათვალისწინებული მიწებისა) ქონების გადასახადის წლიური განაკვეთებია (მათ შორის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე):
|
№ |
მიწის კატეგორიები | გადასახადის განაკვეთები ლარი/ჰა | |
| კარგ მიწაზე | მწირ მიწაზე | ||
| 1 | სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე | 73 | 58 |
|
| |||
მუხლი 5.
სათიბებისა და საძოვრების ერთ ჰექტარზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთებია:
ა) გაკულტურებულ სათიბებზე - 20 ლარი;
ბ) გაკულტურებულ საძოვრებზე - 16 ლარი;
გ) სათიბებზე (გარდა გაკულტურებული სათიბებისა) – 18 ლარი;
დ) საძოვრებზე (გარდა გაკულტურებული საძოვრებისა) – 15 ლარი.
მუხლი 6.
ყოფილი საკოლმეურნეო და საბჭოთა მეურნეობის ტყეების მიწებზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია 30 ლარი ერთ ჰექტარზე.
მუხლი 7.
ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწების ერთ ჰექტარზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია 3 ლარი.
მუხლი 8.
1. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების ერთ კვადრატულ მეტრზე წლიური გადასახადის განაკვეთებია (მათ შორის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე):
| № | ტერიტორია | საბაზისო განაკვეთი (ლარი) | ტერიტორიული კოეფიციენტი
| გადასახადის განაკვეთი (ლარი)
|
| 1 | ოზურგეთის ცენტრალურ ზონაში | 0,24 | 0,9
| 0,216 |
| 2 | ოზურგეთის შუალედურ ზონაში | 0,24 | 0,6 | 0,144 |
| 3 | ოზურგეთის პერიფერიულ ზონაში | 0,24 | 0,41 | 0,098 |
| 4 | დასახლებათა შორის არეალებში გამავალი საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მ. რადიუსში (ორივე მხარეს) მდებარე არეალში
| 0,24 | 0,6 | 0,144 |
| 5 | დასახლებათა შორის გამავალი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მ. რადიუსში (ორივე მხარეს) მდებარე არეალში | 0,24 | 0,6 | 0.144 |
| 6 | სოფლები და დაბები (გარდა დაბა ურეკისა და სოფელ ნატანებისა) | 0.24 | 0.41 | 0.098 |
| 7 | დაბა ურეკი (მდ. სეფეს წყალი – გრიგოლეთი, ყვავილნარი) | 0,24 | 1,0
| 0,24 |
| 8 | სოფლელ ნატანების I ზონა (მდინარე ჩოლოქი –მდ. სეფა, ზღვის სანაპირო –რკინიგზა, გარდა რკინიგზის სადგურთან დასახლებისა) | 0,24 | 1,0 | 0,24 |
| 9 | სოფლელ ნატანების II ზონა (რკინიგზიდან სოფლის მიმდებარე ტერიტორია) | 0,24 | 0,41
| 0,098 |
| 10 | დასახლებათა შორის არეალში | 0,24 | 0,41
| 0,098 |
| 11 | ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სარეკრიაციო ზონებში | 0.24 | 1.0 | 0.24 |
2. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების ზონების განსაზღვრისთვის გამოიყენება „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2011 წლის 9 თებერლის № ( ) დადგენილება.
მუხლი 9.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, შესაბამისი დასაბეგრი ობიექტის მიხედვით, ქონების გადასახადისგან გათავისუფლდეს:
ა) საცხოვრებელ სახლზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები, რომლის ფართობი არ აღემატება 600 კვადრატულ მეტრს;
ბ) ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები, რომელთა ფართობი არ აღემატება 24 კვადრატულ მეტრს.
მუხლი 10.
ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესი, შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებული ქონების სახეები დადგენილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე და 206-ე მუხლებით.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები