"საქართველოში წყალბურთის განვითარების მხარდაჭერის სახელწიფო პროგრამის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 19 თებერვლის №47 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

  • Word
"საქართველოში წყალბურთის განვითარების მხარდაჭერის სახელწიფო პროგრამის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 19 თებერვლის №47 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 67
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 08/02/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 150211, 15/02/2011
სარეგისტრაციო კოდი 460080000.10.003.016228
  • Word
67
08/02/2011
ვებგვერდი, 150211, 15/02/2011
460080000.10.003.016228
"საქართველოში წყალბურთის განვითარების მხარდაჭერის სახელწიფო პროგრამის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 19 თებერვლის №47 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 67

2011 წლის 8 თებერვალი

. თბილისი

საქართველოში წყალბურთის განვითარების მხარდაჭერის  სახელმწიფო პროგრამის შესახებსაქართველოს მთავრობის 2010 წლის 19 თებერვლის 47 დადგენილებაში  ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

მუხლი 1.ნორმატიული აქტების შესახებსაქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24- მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად საქართველოში წყალბურთის განვითა­რების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის შესახებსა­ქა­რთ­ველოს მთავრობის 2010 წლის 19 თებერვლის 47 დად­გე­ნი­ლებაში (სსმ III, 25.02.2010წ.) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლი­ლე­ბები და დამატება:

1. დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რე­დაქციით:

მუხლი 2. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კო­მიტეტთან ერთად უზრუნველყოს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება ამ დადგენილებით დამტკიცებული სახელმ­წიფო პროგრამის დროულად და შეუფერხებლად შესრულების მიზნით.“.

2. დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 მუხ­ლი:

მუხლი 41. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქ­მეთა სამინისტრომ საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კო­მი­­ტეტთან შეთანხმებით უზრუნველყოს ამ დადგენილებით დამ­ტ­­კი­ცებული პროგრამის ფარგლებში 2011 წელს განსახორ­ცი­ე­ლებელი ღო­ნისძიებების დაფინანსება (დანართის შესაბა­მისად) „სა­ქარ­თ­ველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებსაქართ­ველოს კანონით საქართველოს სპორტისა და ახალ­გაზ­რ­დობის საქმეთა სამინისტროსათვის განსაზღვრული ასიგ­ნებე­ბიდან.“.

3. დადგენილებით დამტკიცებული საქართველოში წყალ­ბურთის განვითარების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამისმე-2 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

4. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო შუამდ­გომ­ლობს ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებთან წყალ­ბურ­თისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით და მათ საკუთრებაში არსებულ აუზებში საქართველოს ჩემპი­ო­ნატის გამართვის უზრუნველსაყოფად.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვ­რიდან.

პრემიერ-მინისტრი      . გილაური

დანართი

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტთან შეთანხმებით 2011 წელს დასაფინანსებელ ღონისძიებათა ნუსხა

 

1

ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების მონაწილეობა საერთაშორისო შეჯიბრებებში (ევროპის ჩემპიონატი და საერთაშორისო ტურნირები)

2

ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებებისათვის სასწავლო-საწვრთნელი შეკრებების მოწყობა

3

საქართველოში სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირების ორგანიზება

4

ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებებისათვის

აუზის იჯარა

 

5

საქართველოს ეროვნული შეჯიბრებების ჩატარება  (ეროვნული ჩემპიონატი, ასაკობრივი პირველობები და თასი)

 

6

ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების მწვრთნელების, მენეჯერებისა და საექიმო პერსონალის შრომის ანაზღაურება

 

7

ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების წევრებისა და მწვრთნელებისათვის საცხოვრებელი ბინის ქირის ანაზღაურება

 

8

ეროვნული შეჯიბრებების მომსახურე მსაჯთა პერსონალის შრომის ანაზღაურება, ეროვნულ შეჯიბრებებზე უცხოელი მსაჯების მოწვევის უზრუნველყოფა, ქართველი მსაჯების საერთაშორისო მსაჯთა სკოლაში გაგზავნისა და მათი სერტიფიცირების ხარჯების ანაზღაურება

 

9

ქართველ მწვრთნელთათვის საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ასამაღლებლად შესაბამისი ხარჯების ანაზღაურება

10

უცხოელი სპეციალისტების მიერ საქართველოში სემინარებისა და პრაქტიკული მეცადინეობების ხარჯების (მგზავრობის, ცხოვრებისა და ჰონორარის ჩათვლით) ანაზღაურება

 

11

ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებებისათვის საჭირო ინვენტარის, მოწყობილობებისა და ეკიპირების შეძენის და მასთან დაკავშირებული სხვა ხარჯების ანაზღაურება

 

12

ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებებისათვის საჭირო მედიკამენტების შეძენისა და სამედიცინო შემოწმება-დისპანსერიზაციის (წლის განმავლობაში ორჯერ თითოეული ნაკრები გუნდისათვის) ხარჯების ანაზღაურება

 

13

საქართველოს სპორტის საწყალოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაციის წარმომადგენელთა საერთაშორისო ფედერაციების (ევროპის LEN და მსოფლიოს FINA) კონგრესებზე  დასასწრებად ყველა საჭირო ხარჯის ანაზღაურება