ქ. ქუთაისში შპს "საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისის" საწვრთნელი პროცესის სრულყოფისა და ბავშვთა ფეხბურთის განვითარების ხელშეწყობისათვის სახელმწიფო ტყის ფონდიდან 5016 მ2 მიწის ფართობის ამორიცხვის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 66
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 08/02/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 150211, 15/02/2011
სარეგისტრაციო კოდი 390130000.10.003.016227
  • Word
66
08/02/2011
ვებგვერდი, 150211, 15/02/2011
390130000.10.003.016227
ქ. ქუთაისში შპს "საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისის" საწვრთნელი პროცესის სრულყოფისა და ბავშვთა ფეხბურთის განვითარების ხელშეწყობისათვის სახელმწიფო ტყის ფონდიდან 5016 მ2 მიწის ფართობის ამორიცხვის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 66

2011 წლის 8 თებერვალი

. თბილისი

. ქუთაისში შპს ,,საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისისსაწვრთნელი პროცესის სრულყოფისა და ბავშვთა ფეხბურთის განვითარების ხელშეწყობისათვის სახელმწიფო ტყის ფონდიდან 5016 2 მიწის ფართობის ამორიცხვის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ტყის კოდექსის მე-18 მუხლის პირ­ველი და მე-2 ნაწილებისა და ,,სახელმწიფო ტყის ფონდის სა­ზღვრის დადგენის წესის შესახებსაქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 აგვისტოს 240 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის შესაბამისად მოწონებულ იქნეს ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყი­ბულის, წყალტუბოს, ჭიათურის, ხარაგაულის, ხონის მუნიციპა­ლი­ტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისში სახელმწიფო რწმუნებულის გუბერნატორის წინადადება და სსიპ სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული ბაღდათის სატყეო უბ­ნის ქუთაისის სატყეოს 16 კვარტალის 8 ლიტერიდან 5016 2 მიწის ფართობი ამოირიცხოს სახელმწიფო ტყის ფონდიდან სა­ქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განკარგვის მიზნით.

მუხლი 2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი გან­ვი­თარების სამინისტრომ ამ დადგენილების პირველი მუხლის შეს­რულების მიზნით უზრუნველყოს მის კომპეტენციაში შემა­ვალი საკითხების კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორ­ციე­ლება.

მუხლი 3. სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხულ ტე­რი­ტორიაზე ხე-ტყის ჭრა განხორციელდეს აუცილებლობიდან გა­მომდინარე და მოპოვებული მერქნული რესურსი დასაწყობდეს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ სატყეო სააგენტოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე ,,სახელმწიფო ქონების შესა­ხებსაქართველოს კანონის 291 მუხლის შესაბამისად.

მუხლი 4. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთა­ნავე.

პრემიერ-მინისტრი    . გილაური