წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევისა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

  • Word
წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევისა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 9
დოკუმენტის მიმღები წალკის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 11/02/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 160211, 16/02/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 30/07/2014
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.155.016015
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
9
11/02/2011
ვებგვერდი, 160211, 16/02/2011
010250000.35.155.016015
წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევისა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
წალკის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (16/02/2011 - 24/07/2014)

წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №9

201 1 წლის 11 თებერვალი

ქ. წალკა

წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის  სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,

1. დამტკიცდეს წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულება (დანართი: 1 ( 2 ფურცელი)).

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე         დ. მაჩიტიძე

დანართი

წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის

სამსახურის  დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური (შემდგომში – სამსახური) წარმოადგენს წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიცადგილობრივი თვითმმართველობის შესახებსაქართველოს ორგანული კანონის, „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“, “სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებდამობილიზაციის შესახებ’’ საქართველოს კანონების შესაბამისად უზრუნველყოფს საქართველოს მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანას, სამხედრო სამსახურისათვის მომზადებას.

2. სამსახური თავის საქმიანობას ახორციელებსადგილობრივი თვითმმართველობის შესახებსაქართველოს ორგანული კანონისსამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“, „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“,„მობილიზაციის შესახებ საქართველოს კანონების, მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებისა და ამ დებულებით დადგენილი უფლებამოსილების საფუძველზე.

3. სამსახური ანგარიშვალდებულია მუნიციპალიტეტის გამგებლის წინაშე.

4. სამსახურს აქვს შტამპი, ბეჭედი დადგენილი ფორმის სახელმწიფო გერბის გამოსახულებით, ბლანკი სამსახურის სახელწოდების აღნიშვნით და სხვა საჭირო რეკვიზიტები.

    მუხლი 2. სამსახურის ძირითადი ამოცანებია:

1. უზრუნველყოს წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეთა პირველად სამხედრო აღიცხვაზე აყვანა, სამხედრო სამსახურისათის მომზადება, სავალდებულო  სამხედრო სამსახურში გაწვევის ორგანიზება;

2. გააკონტროლოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქალაქეთა მიერსამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“, “სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებდამობილიზაციის შესახებ’’ საქართველოს კანონებით დადგენილ მოთხოვნათა შესრულება;

3. სამობილიზაციო რესურსის აღრიცხვის ორგანიზება;

4. განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა უფლება-მოვალეობანი.

    მუხლი 3. სამსახურის ძირითადი ფუნქციები

სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:

) წვევამდელი ასაკის მოქალაქეთა ზუსტი აღრიცხვა;

) 17 წლის წვევამდელთა პირველადი სამხედრო აღრიცხვა;

) 18-დან 27 წლამდე ასაკის სამხედროვალდებულ მოქალაქეთა აღრიცხვა.

) ზღვრულ ასაკს (27 წელი) მიღწეულ წვევამდელთა გადარიცხვა რეზერვში.

) აქტიურ, ინდივიდუალურ და ეროვნული გვარდიის რეზერვში გასაწვევად მომზადებული მოქალაქეების საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებში გაგზავნა.

) სავალდებულო სამხედრო სამსახურში გამწვევი კომისიების მუშაობის ორგანიზება, გაწვევა და შეკრებ-გამანაწილებელ პუნქტებში წარდგენა;

) ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო დაწესებულებებში სამხედრო პატრიოტული სწავლებისა და აღზრდის ხელშეწყობა.

) სასწავლო დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელთა მიერსამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებსაქართველოს კანონისა დამოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზესაქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 23 ნოემბრის 657 ბრძანებულების მოთხოვნათა დაცვის კონტროლი;

) მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვასთან, სამხედრო სამსახურში გაწვევასთან და მობილიზაციასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის კანონით დადგენილი ვადითა და წესით შენახვა.

) ხალხისა და სატრანსპორტო რესურსების მობილიზაცია; სამობილიზაციო მოთხოვნათა დაკმაყოფილება ადგილობრივი რესურსის ხარჯზე, საჯარისო-სამობილიზაციო გაშლისათვის შესაბამისი ბაზის მომზადება;

) ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებისა და მათთან გათანაბრებული პირების აღრიცხვა და მათთან მუშაობის ორგანიზება;

) მოქალაქეთა საჩივრებისა და განცხადებების განხილვა, შესაბამისი ზომების მიღება, მათში დასმული საკითხების დროულად და კანონის ფარგლებში გადაწყვეტა;

    მუხლი 4. სამსახურის ძირითადი უფლებები და მოვალეობებია:

1. „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებსაქართველოს კანონისა დასამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებსაქართველოს კანონის საფუძველზე აწარმოოს მოქალაქეთა სამხედრო სავალდებულო და სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვევა;

2. სამხედრო აღრიცხვიანობისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის საკითხებზე წესების დარღვევის ფაქტებზე, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, კანონმდებლობით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში მასალები გადასცეს სამართალდაცვის ორგანოებს;

3. სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე გამართოს თათბირები და განახორციელოს სხვა ორგანიზაციული ღონისძიებები;

4. სამსახური მოქალაქის პირველად სამხედრო აღრიცხვასა და სააღრიცხვო მონაცემებში შესული ცვლილებების შესახებ სრულ მონაცემებს აცნობებს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებულ შტაბს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს.

5. განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით და სამსახურის დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებანი.

    მუხლი 5. სამსახურის სტრუქტურა

1. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის დავალებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს ერთ-ერთი სპეციალისტი.

2. სამსახურის მოხელეების უფლება-მოვალეობები და ფუნქციები განისაზღვრება წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებით და შესაბამის სამუშაოთა აღწერილობით.

3. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით და “საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

    მუხლი 6. გარდამავალი დებულებანი

 ამ დებულების დამტკიცება, გაუქმება ან მასში ცვლილებების შეტანა ხდება წალკის მუნიციპალიტეტის დადგენილებით.