წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

  • Word
წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 6
დოკუმენტის მიმღები წალკის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 11/02/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 160211, 16/02/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 17/03/2011
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.155.016012
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
6
11/02/2011
ვებგვერდი, 160211, 16/02/2011
010250000.35.155.016012
წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
წალკის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (16/02/2011 - 04/03/2011)

წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №6

2011 წლის 11 თებერვალი

ქ. წალკა

წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,

1. დამტკიცდეს წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულება (დანართი: 1 (2 ფურცელი)) .

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                        დ. მაჩიტიძე

დანართი

წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო

სამსახურის დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. ეს დებულება შემუშავებულია საქართველოს კონსტიტუციის, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნათა შესრულების უზრუნველყოფის მიზნით.

2. წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის  სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული. სამსახურის  დანიშნულებაა: ხანძრის ლოკალიზაცია – ლიკვიდაცია; ხანძრისაგან ფიზიკურ პირთა სიცოცხლის, ჯანმრთელობის, აგრეთვე კერძო და სახელმწიფო ქონების დაცვა; ხანძრების პროფილაქტიკის ორგანიზება, მათი ჩაქრობა და დაკისრებული საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარება.

3. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“–თ, „საქართველოს საგადასახადო კოდექსი“–თ, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებებით, გამგეობის დებულებით, ამ დებულებით და საქართველოს სხვა კანონებითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

4. სამსახური, როგორც წალკის მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეული, ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.

5. სამსახურის საშტატო განრიგი და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება წალკის მუნიციპალიტეტის საშტატო ნუსხით.

    მუხლი 2. სამსახურის საქმიანობის სფერო და ამოცანები

1. სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:

ა) სახანძრო უსაფთხოების ღონისძიებათა განხორციელება;

ბ) ხანძრის ჩაქრობასთან დაკავშირებული პირველი რიგის საავარიო-სამაშველო სამუშაოების განხორციელება;

გ) ხანძრის ჩაქრობა და ხანძარსაწინააღმდეგო რეჟიმის დაწესება;

დ) მოსახლეობისათვის სახანძრო უსაფთხოების წესების გაცნობა;

ე) ორგანიზებას უწევს ხანძრის ჩაქრობას, ასევე საავარიო-სამაშველო სამუშაოებს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულების საზღვრებში;

ვ) ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს საქართველოს ტერიტორიაზე ხანძრების, ავარიების, კატასტროფების, სტიქიური უბედურებებისა და სხვა საგანგებო სიტუაციების სალიკვიდაციო სამუშაოებში და დაგეგმილ სახანძრო-ტაქტიკურ სწავლებებში.

2. სამსახურის ამოცანებია:

ა) ორგანიზაცია გაუწიოს ხანძრის ჩაქრობას მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტო-რიულ ერთეულების საზღვრებში;

 ბ) მზადყოფნაში ჰყავდეს ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის პირადი შემადგენლობა, სახანძრო ტექნიკა, კავშირგაბმულობისა და მართვის საშუალებები, ცეცხლსაქრობი ნივთიერებები და სამსახურის შეიარაღებაში არსებული სხვა ტექნიკური საშუალებები;

 გ) უზრუნველყოს ხანძრის ჩაქრობასთან დაკავშირებული პირველი რიგის საავარიო-სამაშველო სამუშაოების დროული და მაღალხარისხოვანი წარმართვა;

დ) ხელი შეუწყოს მოხალისე მეხანძრეების საქმიანობას;

ვ) აკრძალულია სახანძრო და სამაშველო ტექნიკის, ტექნიკური შეიარაღების არადანიშნულებისამებრ გამოყენება. 

    მუხლი 3. სამსახურის სტრუქტურა

1. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის დავალებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს ერთ-ერთი სპეციალისტი.

2. სამსახურის მოხელეების უფლება-მოვალეობები და ფუნქციები განისაზღვრება წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით.

3. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით და საჯარო სამსახურის შესახებსაქართველოს კანონის შესაბამისად.

    მუხლი 4. გარდამავალი დებულებანი

ამ დებულების დამტკიცება, გაუქმება ან მასში ცვლილებების შეტანა ხდება წალკის მუნიციპალიტეტის დადგენილებით.