წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

  • Word
წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2
დოკუმენტის მიმღები წალკის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 11/02/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 160211, 16/02/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 30/07/2014
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.155.016008
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
2
11/02/2011
ვებგვერდი, 160211, 16/02/2011
010250000.35.155.016008
წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
წალკის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (16/02/2011 - 04/03/2011)

წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №2

201 1 წლის 11 თებერვალი

ქ. წალკა

წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,

1. დამტკიცდეს წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება (დანართი 1 ( 3 ფურცელი)).

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                 დ. მაჩიტიძე

დანარ

წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული

 სამსახურის დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური (შემდგომში_ სამსახური) წარმოადგენს გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც ახორციელებს გამგეობის საქმიანობის ორგანიზაციულ, დოკუმენტურ, ანალიტიკურ, საინფორმაციო და სამეურნეო-კომუნალურ მომსახურებას.

2.  სამსახურის ფუნქციაა უზრუნველყოს გამგეობის საქმიანობისათვის შესაბამისი პირობების შექმნა, გაუწიოს დახმარება გამგეობას უფლებამოსილების განხორციელებაში, მიაწოდოს ინფორმაცია მოსახლეობას გამგეობის საქმიანობის შესახებ, ორგანიზაციულად უზრუნველყოფს მოქალაქეთა ურთიერთობას გამგეობასთან.

3. სამსახური თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს “ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, საქართველოს კანონებით, კანონქვემდებარე აქტებით, გამგეობის დებულებით, ამ დებულებით და წალკის მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით.

4 . სამსახურს აქვს ბეჭედი, შემოსული წერილებისა და დოკუმენტაციის სარეგისტრაციო შტამპი.

5 . სამსახურის საშტატო განრიგი და თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება წალკის მუნიციპალიტეტის საშტატო ნუსხით.

    მუხლი 2.  სამსახურის ძირითადი ფუნქციები

1. ადმინისტრაციული სამსახური ძირითადი ფუნქციებია:

ა) ორგანიზაციულ-ტექნიკურად უზრუნველყოს გამგეობის სამუშაო თათბირების, აგრეთვე გამგეობის სტრუქტურული ერთეულების, ტერიტორიული ორგანოებისა და გამგეობის თანამდებობის პირების მიერ სხვა ღონისძიებების ჩატარება. უზრუნველყო გამგეობის საქმიანობის შესახებ ოპერატიული ინფორმაციის მომზადება და გამოქვეყნება.

ბ) გამგებლის დავალებების შესაბამისად მოამზადოს სამუშაო გეგმების პროექტები;

გ) ორგანიზება გაუწიოს გამგეობის ურთიერთობას საკრებულოსთან, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან, დაწესებულებებთან, საწარმოებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და მოქალაქეებთან;

დ) უზრუნველყოს გამგეობის სამუშაო თათბირების ოქმების წარმოება;

ე) უზრუნველყოს ერთიანი საქმისწარმოება, სამსახურებრივი დოკუმენტების, მოქალაქეთა, ორგანიზაციების, დაწესებულებების მიერ გამოგზავნილი წერილების და მიმართვების აღრიცხვა, სისტემატიზაცია, მათი გადაგზავნა ადრესატებისთვის; განახორციელოს კონტროლი დასმული საკითხების კანონმდებლობით დადგენილ ვადაში განხილვაზე. უზრუნველყოს დოკუმენტაციის შენახვა და საარქივო მასალის დამუშავება.

ვ) უზრუნველყოს გამგეობაში მოქალაქეთა მიღების ორგანიზება, შესაბამისი მასალების მომზადება, დავალებათა აღრიცხვა და კონტროლი მათ შესრულებაზე;       

ზ) უზრუნველყოს გამგეობის მოსამსახურეთა პირადი საქმეების და სხვა საკადრო დოკუმენტაციის შედგენა, აღრიცხვა და წარმოება;

თ) აღრიცხვ ს გამგეობის მოსამსახურეთა სამუშაოზე მიღების, სამუშაოდან გათავისუფლების, შვებულებაში გასვლის, სამივლინებო და სხვა დოკუმენტების;

ი) გააკონტროლოს გამგეობის მოსამსახურეთა მიერ „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონისა და შრომის შინაგანაწესის დაცვა;

კ) გააფორმოს, აღრიცხოს და გადასცეს შემსრულებლებს მიღებული დოკუმენტები (განცხადებები), აკონტროლოს კორესპონდენციის მოძრაობა და საკითხის განხილვაზე კანონით დადგენილი ვადების დაცვა;

ლ) მოახდინოს გამგეობის საქმიანობის სამეურნეო-კომუნალური უზრუნველყოფა;

მ) ორგანიზება გაუწიოს ადმინისტრაციული შენობის დაცვას; უზრუნველყოს საინჟინრო კომუნიკაციების, მოწყობილობების, ენერგომომარაგების, გათბობა-კონდიცირების, წყალმომარაგებისა და სატელეფონო ქსელების გამართულ მუშაობა;

ნ) უზრუნველყოს გამგეობის საქმიანობის საინფორმაციო-საცნობარო მომსახურება;

ო) უზრუნველყოს გამგეობის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის ფუნქციონირება და ადმინისტრაციულ შენობაში საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკის განთავსება;

პ) შეასრულოს გამგებლის და გამგებლის მოადგილის სხვა დავალებები.

    მუხლი 3. სამსახურის მართვა

1. სამსახურის საქმიანობას ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.

2. სამსახურის უფროსი:

ა) უზრუნველყოფს სამსახურის საქმიანობას და ახორციელებს სამსახურის თანამშრომელთა საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას;

ბ) პასუხს აგებს სამსახურისათვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

გ) ამ დებულებით განსაზღვრული სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულების შესაბამისად შეიმუშავებს და გამგებელს წარუდგენს სამსახურის სამუშაო გეგმას;

დ) განსაზღვრავს სამსახურის თანამშრომელთა თანამდებობრივ მოვალეობებს; გამგებელს წარუდგენს წინადადებებს მოსამსახურეთა მორიგი და დამატებითი შვებულების, მივლინების, წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;

 ე) ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს სამსახურის თანამშრომელთა მიერ დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებას;

ვ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზაციისა და დაგეგმარების წესს; შეიმუშავებს წინადადებებს სამსახურის მუშაობის სრულყოფის საკითხებზე;

ზ) უქმნის სამსახურის  თანამშრომლებს მათი ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისათვის, საიდუმლოების რეჟიმის, შრომის შინაგანაწესის მოთხოვნების დაცვისთვის აუცილებელ პირობებს;

თ) შეიმუშავებს და გამგებელს წარუდგენს სამსახურის სტრუქტურას და საშტატო ნუსხას;

ი) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;

კ) სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია გამგებლის და საკრებულოს წინაშე;

ლ) სამსახურის უფროსის საქმიანობაზე ზედამხედველობას ახორციელებს გამგებელი;

ო) ახორციელებს გამგეობის დებულებით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს;

3. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში სამსახურის უფროსის მოვალეობებს გამგებლის დავალებით ასრულებს სამსახურის ერთ- ერთი სპეციალისტი:                   

4. სამსახურის მოხელეების უფლება-მოვალეობები და ფუნქციები განისაზღვრება წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით.

5. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით და “საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

    მუხლი 4. გარდამავალი დებულებანი

ამ დებულების დამტკიცება, გაუქმება ან მასში ცვლილებების შეტანა ხდება წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით.