დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის მოსამსახურეთა (პოლიციელთა) ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ" საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 25 მარტის №337 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 123 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 09/02/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 160211, 16/02/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120260020.22.034.016034 |
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება № 123
2011 წლის 9 თებერვალი
ქ. თბილისი
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის მოსამსახურეთა (პოლიციელთა) ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 25 მარტის №337 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე
„ ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის № 614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა” და „ ნ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის მოსამსახურეთა (პოლიციელთა) ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 25 მარტის №337 ბრძანების (სსმ III, 29.03.2010წ., №22 მუხ.491) პირველი პუნქტით დამტკიცებულ დანართს დაემატოს №6 და №7 პლანშეტები თანდართული რედაქციით.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ი . მერაბიშვილი

პლანშეტი №6
სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის მოსამსახურეთა (მამაკაცი) სააღლუმე ფორმა
სააღლუმე ფორმა – მუქი რუხი ლამპასიანი შარვალი; მუქი რუხი ფერის პიჯაკი (ფრენჩი) აქსელბანდით; თეთრი ფერის პერანგი; მუქი რუხი ფერის წინაფრიანი ქუდი; მუქი რუხი ჰალსტუხი; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა. პიჯაკის საყელოზე დამაგრებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სამკერდე ემბლემა. პიჯაკის მარჯვენა მკლავზე გამოსახულია საქართველოს სახელმწიფო დროშა დანაკერის სახით, ხოლო მარცხენა მკლავზე – სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის სააღლუმე ფორმის სამკლავ ური ემბლემა.
სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის სააღლუმე ფორმის სამკლავ ური ემბლემა – სტილიზებული ჰერალდიკური ფარის შავი ფერის ველზე გამოსახულია სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ემბლემა, რომლის ირგვლივ წარწერაა – „ სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტი“, ხოლო ქვედა ნაწილში, ცენტრში – „შსს“. ფარს გარშემო შემოვლებული აქვს ოქროსფერი (ყვითელი) კანტი.
ქუდის ემბლემა (კოკარდა) – ფონი ვერცხლისფერი, რვა ქიმიანი სხივებიანი ვარ სკვლავი; მასზე გამოსახულია სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ემბლემა .

პლანშეტი №7
სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის მოსამსახურეთა (ქალი) სააღლუმე ფორმა
სააღლუმე ფორმა – მუქი რუხი ლამპასიანი ქვედა ბოლო ; მუქი რუხი ფერის პიჯაკი გამოყვანილი სილუეტით; თეთრი ფერის პერანგი; მუქი რუხი ფერის ქუდი კანტით ; მუქი რუხი ჰალსტუხი; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა. პიჯაკის საყელოზე დამაგრებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სამკერდე ემბლემა. პიჯაკის მარჯვენა მკლავზე გამოსახულია საქართველოს სახელმწიფო დროშა დანაკერის სახით, ხოლო მარცხენა მკლავზე – სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის სააღლუმე ფორმის სამკლავ ური ემბლემა.
სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის სააღლუმე ფორმის სამკლავ ური ემბლემა – სტილიზებული ჰერალდიკური ფარის შავი ფერის ველზე გამოსახულია სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ემბლემა, რომლის ირგვლივ წარწერაა – „სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტი“, ხოლო ქვედა ნაწილში, ცენტრში – „შსს“. ფარს გარშემო შემოვლებული აქვს ოქროსფერი (ყვითელი) კანტი.
ქუდის ემბლემა (კოკარდა) – ფონი ვერცხლისფერი, რვა ქიმიანი სხივებიანი ვარ სკვლავი; მასზე გამოსახულია სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ემბლემა .
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები