,,სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების წესის შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2010 წლის 18 თებერვლის №10 დადგენილებაში დამატების შეტანის შესახებ

  • Word
,,სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების წესის შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2010 წლის 18 თებერვლის №10 დადგენილებაში დამატების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4
დოკუმენტის მიმღები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი 10/02/2011
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 150211, 15/02/2011
სარეგისტრაციო კოდი 010340000.32.061.016005
  • Word
4
10/02/2011
ვებგვერდი, 150211, 15/02/2011
010340000.32.061.016005
,,სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების წესის შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2010 წლის 18 თებერვლის №10 დადგენილებაში დამატების შეტანის შესახებ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

აფხაზეთის მთავრობის

დადგენილება №4

2011 წლის 10 ბერვალი

ქ. თბილისი

,,სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების წესის შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2010 წლის 18 თებერვლის №10 დადგენილებაში დამატების შეტანის შესახებ

მუხლი 1. ,,საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავ პირთა პერსონალური დაცვის ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 29 დეკემბრის №1078 ბრძანებულების ძალაში შესვლასთან დაკავშირებით, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, ,,სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების წესის შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2010 წლის 18 თებერვლის №10 დადგენილებას („აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო მაცნე“ №3, 23.02.2010, მუხლი 11) დაემატოს 21 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,21. დაევალოს აფხაზეთის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება – ადმინისტრაციულ-სამეურნეო სამმართველოს, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის პერსონალური დაცვითი ღონისძიებების უზრუნველყოფის მიზნით, სარგებლობაში ჰყავდეს ერთი ერთეული ავტომანქანა.“.

მუხლი 2. ამ დადგენილების ძალაში შესვლასთან დაკავშირებით აფხაზეთის ფინანსთა სამინისტრომ (თ.კვარაცხელია) წარმოადგინოს აფხაზეთის კანონის პროექტი „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2011 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის შესახებ.“

მუხლი 3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მთავრობის თავმჯდომარე გ. ბარამია