"აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ" აფხაზეთის მთავრობის 2007 წლის 30 მარტის №23 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 3
დოკუმენტის მიმღები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი 10/02/2011
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 150211, 15/02/2011
სარეგისტრაციო კოდი 010320000.32.061.016004
  • Word
3
10/02/2011
ვებგვერდი, 150211, 15/02/2011
010320000.32.061.016004
"აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ" აფხაზეთის მთავრობის 2007 წლის 30 მარტის №23 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

აფხაზეთის მთავრობის

დადგენილება №3

2011 წლის 10 ბერვალი

ქ. თბილისი

 „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2007 წლის 30 მარტის 23 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2007 წლის 30 მარტის №23 დადგენილებით (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო მაცნე №8, 2.04.2007 წ., მუხლი 27) დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის „ვ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ვ) რისკის ანალიზისა და შეფასების სამმართველო. სამმართველოს ძირითადი ამოცანაა გალის რაიონის ტერიტორიაზე ვეტრინარულ-ინვაზიური და სხვა სახის დაავადებათა მედიკამენტოზური მკურნალობა, საშიშ ინფექციურ დაავადებათა და საკარანტინო მავნებელთა გამოვლენა და დეპარტამენტის საშუალებით სათანადო ინფორმაციის მიწოდება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის, სურსათის ეროვნული სააგენტოს აფხაზეთის რეგიონალური სამმართველოსათვის პრაქტიკული და კანონმდებლობით გათვალისწინებული აღმკვეთი ღონისძიებების ჩასატარებლად.“.

მუხლი 2. ამ დადგენილების ძალაში შესვლასთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტრომ (თ. კვარაცხელია) წარმოადგინოს აფხაზეთის კანონის პროექტი „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2011 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ.“

მუხლი 3. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

მთავრობის თავმჯდომარე გ. ბარამია