დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ერთობლივი კომუნიკე საქართველოსა და ომანის სასულთნოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესაებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | - |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 16/04/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გაურკვეველი, -, 13/05/2008 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 16/04/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480610000.03.030.000693 |
ერთობლივი კომუნიკე
საქართველოსა და ომანის სასულთნოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესაებ
საქართველო და ომანის სასულთნო,
ხელმძღვანელობენ რა ორ ქვეყანას შორის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ სფეროებში მეობრული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის განვითარების საერთო სურვილით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესებისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და მიზნებზე დაყრდნობით, კერძოდ, საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების, სახელმწიფოთა თანასწორობის, ეროვნული სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, საერთაშორისო ხელშეკრულებების, ტერიტორიული მთლიანობისა და სახელმწიფოთა შიდა ჩაურევლობის პრინციპების პატივისცემისა და ხელშეწყობის საფუძველზე.
გამოთქვამენ რა რწმენას, რომ დიპლომატიურ ურთიერთობათა დამყარება შეესაბამება ორივე სახელმწიფოს ინტერესს, არ არის მიმართული რომელიმე სხვა სახელმწიფოს წინააღმდეგ და ხელს უწყობს საერთაშორისო თანამშრომლობისა და მსოფლიო მშვიდობის განმტკიცებას,
იღებენ გადაწყვეტილებას ელჩების დონეზე დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ, დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ 1961 წლის 18 აპრილის ვენის კონვენციათა დებულებების შესაბამისად, წინამდებარე ერთობლივი კომუნიკეს ხელმოწერის თარიღიდან.
ზემოაღნიშნულის დასტურად, ქვემო ხელისმომწერმა, თავიანთ შესაბამის მთავრობათა მიერ სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილმა წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ კომუნიკეს სამ იდენტურ დედნად, ქართულ, ინგლისურ და არაბულ ენებზე. ყველა ტექსტს თანაბარი ძალა გააჩნია. კომუნიკეს განმარტების დროს განსხვავების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ინგლისურ ტექსტს.
შესრულებულია ნიუ-იორკში, 2008 წლის 16 აპრილი.
საქართველოს სახელით - მისი აღმატებულება ბატონი ირაკლი ალასანია, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში
(ხელმოწერილია)
ომანის სასულთნოს სახელით - მისი აღმატებულება ბატონი ფუად ალ-ჰინაი, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ომანის სასულთნოს მუდმივი წარომადგენელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში
(ხელმოწერილია)
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები