ოქმი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ხორვატიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და ევროპული ინტეგრაციის სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ

  • Word
ოქმი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ხორვატიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და ევროპული ინტეგრაციის სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ
დოკუმენტის ნომერი -
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 07/05/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გაურკვეველი, -, 05/06/2006
ძალაში შესვლის თარიღი 07/05/2006
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.000590
  • Word
-
07/05/2006
გაურკვეველი, -, 05/06/2006
480610000.03.030.000590
ოქმი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ხორვატიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და ევროპული ინტეგრაციის სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

ოქმი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ხორვატიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და ევროპული ინტეგრაციის სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და ხორვატიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და ევროპული ინტეგრაციის სამინისტრო (შემდგომში „მხარეებად წოდებულნი),

სურთ რა გაძლიერონ ორ ქვეყანას შორის ტრადიციულად არსებული მეგობრული ურთიერთობები,

სურთ რა განავითარონ და გააძლიერონ ორმხრივი ურთიერთობები, დაფუძნებული საერთო ინტერესებზე, ურთიერთგაგებაზე და ერთმანეთის შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპსა და გაერთიანებული ერების წესდების შესაბამისად,

მხედველობაში იღებენ რა, საერთო ინტერესების შესაბამისად საერთაშორისო და ორმხრივი ურთიერთობის საკითხებზე რეგულარული კონსულტაციების გამართვის აუცილებლობას,

შეთანხმდნენ შემდეგზე:

    მუხლი 1

ხელშემკვრელი მხარეები ორმხრივი ურთიერთობის ყველა ასპექტის განხილვისა და რეგიონალურ და საერთაშორისო საკითხებზე აზრთა გაცვლის მიზნით რეგულარულად ჩაატარებენ კონსულტაციებს, სადაც განიხილავენ საერთო ინიციატივების წარმოჩენის შესაძლებლობას.

სპეციფიკური საკითხები შესაძლოა განხილულ იქნას მხარეთა მიერ სპეციალურად ამ მიზნისთვის დაფუძნებულ ექსპერტთა ჯგუფების შეხვედრისას.

    მუხლი 2

ორმხრივი კონსულტაციები, ორივე ხელშემკვრელი მხარის შეთანხმებით, მოიცავს პოლიტიკის, ეკონომიკის, სამეცნიერო, ტექნოლოგიის, კულტურის და თანამშრომლობის სხვა სფეროებს.

    მუხლი 3

კონსულტაციები ამ ოქმის შესაბამისად ჩატარდება წელიწადში ერთხელ ერთ–ერთი ხელშემკვრელი მხარის მოთხოვნით ან საერთაშორისო კონფერენციის ფერგლებში ქვეყნების ორმხრივ ურთიერთობაზე პასუხისმგებელი შესაბამისი ოფიციალური პირების დონეზე. შეხვედრის ზუსტი დრო, ადგილი და დღის წესრიგი შეთანხმდება დიპლომატიური არხებით.

    მუხლი 4

ხელშემკვრელი მხარეები შექმნიან ხელსაყრელ პირობებს დიპლომატიური სამსახურების და ექსპერტების მონაწილეობით ერთობლივი სემინარების და ერთობლივი კვლევითი პროექტების განხორციელების მიზნით, რაც გააძლიერებს პირდაპირ ორმხრივ ურთიერთობებს.

    მუხლი 5

ხელშემკვრელი მხარეები საერთო ინტერესებიდან გამომდინარე ითანამშრომლებენ საერთაშორისო ინსტიტუტებში და ფორუმებზე, ასევე მესამე ქვეყნებში დიპლომატიური და საკონსულო მისიების საშუალებით.

    მუხლი 6

წინამდებარე ოქმში შესწორების შეტანა შესაძლებელია ნებისმიერ დროს, ხელშემკვრელი მხარეების მიერ წერილობითი თანხმობის შემთხვევაში.

    მუხლი 7

წინამდებარე ოქმი ძალაშია ხელმოწერის დღიდან და მოქმედებას წყვეტს ერთ–ერთი ხელშემკვრელი მხარის მიერ მეორე მხარისათვის მოქმედების შეწყვეტის შესახებ წერილობითი შეტყობინების მიღებიდან ექვსი (6) თვის შემდეგ;

შესრულებულია თბილისში 2006 წლის 7 მაისს, ორ პირად, თითოეული ქართულ, ხორვატულ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად აუთენტურია. მხარეთა მიერ წინამდებარე ოქმის განმარტებასთან დაკავშირებით უთანხმოების წარმოშობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელითხორვატიის რესპუბლიკის

საგარეო საქმეთა და ევროპული ინტეგრაციის სამინისტროს სახელით