,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 70
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 10/02/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110211, 11/02/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 25/12/2013
სარეგისტრაციო კოდი 140010000.08.002.016157
  • Word
70
10/02/2011
ვებგვერდი, 110211, 11/02/2011
140010000.08.002.016157
,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №70

2011 წლის 10 თებერვალი

ქ. თბილისი

,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძნებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძნებულებით (სსმ III, 2004 წ., №152, მუხ.1389) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილებები და     21-ე პუნქტის:

ა) ,,უ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,უ) სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტი უზრუნველყოფს სუფსის ნავთობის ტერმინ, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მაგისტრალური ნავთობსადენისა და ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენის საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი მონაკვეთის დაცვასა და უსაფრთხოებას, აგრეთვე მათი ინფრასტრუქტურის ობიექტების დაცვისა და კომპეტენციის ფარგლებში კონტრტერორისტული და კონტრდაზვერვითი კომპლექსური ღონისძიებების განხორციელებას;”;

ბ) ,,ქ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ქ) საერთაშორისო ურთიერთობების მთავარი სამმართველო უზრუნველყოფს დონორ სახელმწიფოებსა და ორგანიზაციებთან, საზღვარგარეთის ეყნების შესაბამის უწყებებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის დამყარებასა და სტრატეგიული პროექტების განხორციელებას (ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან საკანონმდებლო ჰარმონიზაციის უზრუნველყოფა).”.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

. სააკაშვილი