დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2009 წლის 5 ნოემბრის №70 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 07 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 09/02/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 150211, 15/02/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 05/05/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240030.22.025.016004 |
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის
ბრძანება №07
2011 წლის 9 თებერვალი
ქ. თბილისი
,,საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2009 წლის 5 ნოემბრის №70 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2006 წლის 1 აპრილის №71 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დებულების” მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ო” და ,,ჟ” ქვეპუნქტების შესაბამისად ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2009 წლის 5 ნოემბრის №70 ბრძანებით (სსმ III, №137, 2009 წელი მუხლი 1581) დამტკიცებულ დებულებაში შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები:
1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. შიდა აუდიტის დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის წინაშე და კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედებს შიდა აუდიტთან დაკავშირებული საკითხების განმხილველ საბჭოსთან (შემდგომში – საბჭო) კოორდინირებულად. მინისტრის აპარატი ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე, ხოლო სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფები ანგარიშვალდებული არიან მინისტრისა და შესაბამისი მინისტრის მოადგილეების წინაშე.”
2. მე-12 მუხლის მე-13 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა) სტრატეგიული გეგმა გამომდინარეობს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საქმიანობის მიზნებიდან, იგი მოიცავს 3-წლიან პერიოდს და განსაზღვრავს შიდა აუდიტის სფეროში სტრატეგიული განვითარების მიმართულებებს. სტრატეგიული გეგმა თანხმდება მინისტრთან.”.
3. მე-12 მუხლის მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რეაქციით:
,,14. შიდა აუდიტის დეპარტამენტი, დასახული პრიორიტეტების ფარგლებში განხორციელებული ქმედებების შესახებ, ყოველ კვარტალში, მინისტრს წარუდგენს ანგარიშს გაწეული საქმიანობისა და მიღწეული შედეგების თაობაზე. შიდა აუდიტის დეპარტამენტი ადგენს ასევე წლიურ ანგარიშს, რომელიც წარედგინება მინისტრს და საბჭოს.
ანგარიში უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) თითოეული აუდიტისა და ინსპექტირების სრული შინაარსი;
ბ) საანგარიშო პერიოდში აუდიტის განხორციელების შედეგად გამოვლენილი დარღვევები;
გ) აღმოჩენილი საერთო და კონკრეტული სისუსტეები;
დ) მონაცემები კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესრულების უზრუნველსაყოფად განხორციელებული საქმიანობის შესახებ;
ე) ინფორმაციას სამინისტროს საქმიანობის საჯაროობისა და გამჭვირვალობის მიზნით, საანგარიშო პერიოდში გატარებული ღონისძიებების შესახებ;
ვ) ინფორმაციას გაწეულ რეკომენდაციებზე განხორციელებული რეაგირების თაობაზე, აგრეთვე მონაცემებს სათანადო რეაგირების გარეშე დარჩენილი რეკომენდაციების თაობაზე”.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ხეთაგური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები