დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის მოქალაქეთა პენსიით უზრუნველყოფის სფეროში უფლებების გარანტიებზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | - |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 16/05/1997 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გაურკვეველი, -, 25/10/2004 |
ძალაში შესვლის თარიღი | 28/06/2002 |
სარეგისტრაციო კოდი | 480420000.03.001.000516 |
შეთანხმება
საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის მოქალაქეთა პენსიით უზრუნველყოფის სფეროში უფლებების გარანტიებზე
საქართველოს მთავრობა და რუსეთის ფედერაციის მთავრობა, შემდეგომში მხარეებად წოდებულნი,
სურთ რა განავითარონ თანამშრომლობა და გამოდიან რა საქართველოს მოქალაქეთა და რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთა უფლებების თანასწორობიდან საპენსიო უზრუნველყოფის სფეროში,
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1
ცნებები, გამოყენებული ნამდვილ შეთანხმებაში, ნიშნავს შემდეგს:
„მოქალაქეები“ – პირები, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ საქართველოს ან რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე და რომლებზედაც ვრცელდება ამ სახელმწიფოთა საპენსიო კანონმდებლობა;
„ოჯახის წევრები“ – პირები, რომელთაც აქვთ უფლება პენსიის მისაღებად მარჩენალის დაკარგვის შემთხვევაში საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის საპენსიო კანონმდებლობის შესაბამისად;
„მუდმივი საცხოვრებელი ადგილი“ – მუდმივი ან უპირატესი საცხოვრებელი ადგილი განსაზღვრული ან ცნობილი, როგორც ასეთი, საქართველოს ან რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობით;
„სამუშაო (სადაზღვევო) სტაჟი“ – სამუშაო ან სხვა საზოგადოებრივად სასარგებლო საქმიანობის ხანგრძლივობა, რომელიც როგორც ასეთი, ცნობილია საქართველოსა და რუსეტის ფედერაციის კანონმდებლობით და რომლის განხორციელების დროსაც გადაიხდება სადაზღვევო შენატანები პენსიით უზრუნველყოფაზე;
„კომპეტენტური ორგანოები“ – ორგანოები, რომლებზედაც დაკისრებულია საპენსიო უზრუნველყოფის განხორციელება;
„უფლებამოსილი ორგანოები“ – საქართველოსათვის – სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტრო, რუსეთის ფედერაციისათვის – შრომისა და სოციალური განვითარების სამინისტრო.
მუხლი 2
საქართველოს და რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების, აგრეთვე მათი ოჯახის წევრების საპენსიო უზრუნველყოფა ხორციელდება იმ სახელმწიფოს კანონმდებლობით, რომლის ტერიტორიაზეც მათ აქვთ მუდმივი საცხოვრებელი ადგილი.
მუხლი 3
ეს შეთანხმება ვრცელდება მოქალაქეების ყველა სახის სახელმწიფო საპენსიო უზრუნველყოფაზე, რომლებიც დადგენილია ან დადგენილი იქნება საქართველოს ან რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობით, გარდა იმ პირების საპენსიო უზრუნველყოფისა, რომლებიც მითითებულია ამ შეთანხმების მე-9 მუხლში.
მუხლი 4
ერთი მხარე აძლევს მოქალაქეებს თავის სახელმწიფოს ტერიტორიაზე, რომლებიც გადავიდნენ (ჩამოვიდნენ) მეორე მხარის სახელმწიფოდან მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე, იმავე უფლებებს საპენსიო უზრუნველყოფის სფეროში, რასაც თავის მოქალაქეებს.
მუხლი 5
ყველა ხარჯებს, რომლებიც დაკავშირებულია საპენსიო უზრუნველყოფის განსახორციელებლად ამ შეთანხმების შესაბამისად, თავის თავზე იღებს ასეთი უზრუნველყოფის მიმცემი სახელმწიფო.
ურთიერთანგარიში არ ხდება.
მუხლი 6
1. საქართველოს და რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისათვის პენსიის დანიშვნა წარმოებს კომპეტენტური ორგანოების მიერ მათი მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
2. იმისთვის, რომ განისაზღვროს პენსიაზე უფლება, შეღავათების საფუძველზე პენსიის და ნამსახურები წლების ჩათვლით, გათვალისწინებული იქნება სამუშაო (სადაზღვერო) სტაჟი, რომელიც შეძენილია საქართველოს და რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობის შესაბამისად (ასევე ამ შეთანხმების ძალაში შესვლამდე), აგრეთვე ყოფილი სსრკ-ს ტერიტორიაზე 1991 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
3. ერთი მხარის სახელმწიფოს მოქალაქეებისათვის, რომლებიც გადასახლდნენ მეორე მხარის სახელმწიფოში და რომლებიც მუშაობენ გადასახლების შემდეგ, პენსიის ოდენობა გამოითვლება ხელფასიდან (შემოსავლიდან) გამომდინარე, რომელსაც იღებს გადასახლების შემდგომ.
ერთი მხარის მოქალაქეთათვის, რომლებიც მეორე მხარის ტერიტორიაზე გადასახლდნენ, არ უმუშავიათ ან არ გააჩნიათ მუშაობის მინიმალური სტაჟი, რომელიც საჭიროა ხელფასის დასადგენად პენსიის დანიშვნისას იმ სახელმწიფოს კანონმდებლობით, სადაც გადასახლდნენ, პენსიის ოდენობა განისაზღვრება შესაბამისი პროფესიისა და კვალიფიკაციის მუშაკის საშუალო თვიური ხელფასიდან გამომდინარე, რომელიც ახორციელებს ანალოგიურ საქმიანობას მისი პენსიის დანიშვნის დღემდე იმ სახელმწიფოს მხარეს, რომლის ტერიტორიაზეც ისინი გადასახლდნენ.
იმ შემთხვევაში, თუ ამ წესით შეუძლებელია საშუალო თვიური ხელფასის დადგენა, პენსიის ოდენობა განისაზღვრება იმ საშუალო თვიური ხელფასის მიხედვით, რომელიც ჩამოყალიბდა პენსიის დანიშვნის დროისათვის იმ სახელმწიფოს ტერიტორიაზე, სადაც გადასახლდა მოქალაქე.
მუხლი 7
1. პენსიონერის ერთი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიიდან მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე გადასახლების შემთხვევაში პენსიის გადახდა წინა საცხოვრებელ ადგილას წყდება, თუ ახალი საცხოვრებელი ადგილის კანონმდებლობით გათვალისწინებულია პენსიის დანიშვნის იგივე პირობები.
2. ახალ საცხოვრებელ ადგილზე პენსიონერებს პენსია დაენიშნებათ იმ თვიდან, რომელიც მოსდევს წინა საცხოვრებელი ადგილიდან პენსიის გადახდის შეწყვეტის თვეს, მაგრამ არაუმეტეს 6 თვისა დღიდან ახალ საცხოვრებელ ადგილზე რეგისტრაციისა (ჩაწერის) ან ცხოვრების ნებართვის მიღებისა.
იმ შემთხვევაში, როდესაც ახალი საცხოვრებელი ადგილის სახელმწიფოს კანონმდებლობით არ არის გათვალისწინებული პენსიის დანიშვნა ხსენებული საფუძვლით, პენსიის გადახდა გრძელდება იმ სახელმწიფოს მიერ, საიდანაც გამოემგზავრა პენსიონერი, პენსიით უზრუნველყოფის უფლების წარმოშობამდე სახელმწიფოს კანონმდებლობით, სადაც გადასახლდა პენსიონერი. საპენსიო თანხების გადაგზავნა ხორციელდება სპეციალური შეთანხმებით განსაზღვრული წესით.
მუხლი 8
საპენსიო უზრუნველყოფისათვის აუცილებელი დოკუმენტები, რომლებიც გაცემულია მხარეთა ტერიტორიაზე დადგენილი წესით (მათ შორის, ამ ხელშეკრულების ძალაში შესვლამდე), ასევე, ყოფილი სსრკ-ს ტერიტორიაზე 1991 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, მიიღება ლეგალიზაციის გარეშე.
მუხლი 9
სამხედრო მოსამსახურეთა და მათთან გათანაბრებულ პირთა საპენსიო უზრუნველყოფა, რომლებიც არიან საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები, რეგულირდება სპეციალური შეთანხმებებით.
მუხლი 10
მხარეთა კომპეტენტური ორგანოები თანამშრომლობენ ერთმანეთთან უფლებამოსილ ორგანოებს შორის შეთანხმებით განსაზღვრული წესით.
საკითხები, რომლებიც არ არის რეგულირებული მხარეთა უფლებამოსილი ორგანოების მიერ, მხარეებს შორის მოლაპარაკების საგნად ითვლება.
მუხლი 11
მხარეების უფლებამოსილი ორგანოები აცნობებენ ერთმანეთს მათ სახელმწიფოში არსებული საპენსიო კანონმდებლობის შესახებ, მათ ცვლილებაზე, და აგრეთვე იღებენ შესაბამის ღონისძიებებს იმ გარემოებათა დასადგენად, რომელიც აუცილებელია პენსიაზე უფლებისა და მისი ოდენობის განსაზღვრისათვის.
მუხლი 12
ეს შეთანხება ექვემდებარება რატიფიცირებას და ძალში შედის სარატიფიკაციო სიგელების გაცვლის დღიდან.
მუხლი 13
1. ეს შეთანხმება იდება სამი წლის ვადით და ავტომატურად გაგრძელდება ყოველი მომდევნო ასეთი ვადით.
2. ორივე მხარეს აქვს უფლება შეწყვიტოს ამ შეთანხმების მოქმედება, წერილობითი შეტყობინებით ექვსი თვით ადრე მიმდინარე კალენდარული წლის დამთავრებამდე, ამასთანავე, ეს შეთანხმება ძალას კარგავს მითითებული წლის ბოლოს.
3. ამ შეთანხმების შესაბამისად წარმოშობილი მოქალაქეთა უფლება პენსიით უზრუნველყოფაზე არ კარგავს ძალას მისი მოქმედების შეწყვეტის შემთხვევაში.
შესრულებულია ქ. მოსკოვში, 1997 წლის 16 მაისს, ორ ეგზემპლარად, თითოეული ქართულ და რუსულ ენებზე, ამასთან ორივე ტექსტს აქვს თანაბარი ძალა.
საქართველოს მთავრობის რუსეთის ფედერაციის მთავრობის
სახელით სახელით
დოკუმენტის კომენტარები