სს „ტაოპრივატბანკის“ საფირმო სახელწოდების ცვლილების გამო სალიცენზიო მოწმობაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
სს „ტაოპრივატბანკის“ საფირმო სახელწოდების ცვლილების გამო სალიცენზიო მოწმობაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1399
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი
მიღების თარიღი 29/12/2010
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 140211, 14/02/2011
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
1399
29/12/2010
ვებგვერდი, 140211, 14/02/2011
სს „ტაოპრივატბანკის“ საფირმო სახელწოდების ცვლილების გამო სალიცენზიო მოწმობაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის

განკარგულება №1399

2010 წლის 29 დეკემბერი

ქ. თბილისი

სს „ტაოპრივატბანკის“ საფირმო სახელწოდების ცვლილების გამო სალიცენზიო მოწმობაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 49-ე მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2009 წლის 2 დეკემბრის №225/01 ბრძანების საფუძველზე:

1. სს „ტაოპრივატბანკის“ საფირმო სახელწოდების შეცვლის გამო, შეტანილ იქნეს ცვლილება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სს „ტაოპრივატბანკისათვის“ 2007 წლის 10 ოქტომბერს №10 სალიცენზიო მოწმობაში და სახელწოდება სს „ტაოპრივატბანკი“ შეიცვალოს სახელწოდებით „პრივატბანკი“.

2. მ განკარგულების გამოცემიდან 3 დღეში სს „პრივატბანკს“ მიეცეს სალიცენზიო მოწმობა მითითებული ლიცენზიის ნომრით.

3. ინფორმაცია სალიცენზიო მოწმობაში ცვლილებების შეტანის თაობაზე 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში.

4. აღნიშნული განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი,  მე-12 კილომეტრი, №6) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

5. ეს განკარგულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

. ნადარაია