შპს სადაზღვევო კომპანია „უნისონი“–ზე დაზღვევის (არა სიცოცხლის) ლიცენზიის გაცემის თაობაზე

  • Word
შპს სადაზღვევო კომპანია „უნისონი“–ზე დაზღვევის (არა სიცოცხლის) ლიცენზიის გაცემის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 93
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი
მიღების თარიღი 07/02/2011
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110211, 11/02/2011
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
93
07/02/2011
ვებგვერდი, 110211, 11/02/2011
შპს სადაზღვევო კომპანია „უნისონი“–ზე დაზღვევის (არა სიცოცხლის) ლიცენზიის გაცემის თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის

განკარგულება №93

2011 წლის 7 თებერვალი

ქ.თბილისი

შპს სადაზღვევო კომპანია „უნისონზე დაზღვევის (არა სიცოცხლის) ლიცენზიის გაცემის თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის „ზ“ პუნქტის, ამავე კანონის 51-ე მუხლის „ა“ პუნქტის, „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის „ა“ პუნქტისა და 22-ე მუხლის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 30-ე პუნქტის, მე-8, მე-13 და 26-ე მუხლებისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2009 წლის 2 დეკემბრის №225/01 ბრძანების საფუძველზე, ვბრძანებ:

1. გაიცეს შპს სადაზღვევო კომპანია „უნისონზე დაზღვევის (არა სიცოცხლის) ლიცენზია.

2. შპს სადაზღვევო კომპანია „უნისონზე სალიცენზიო მოწმობა გაიცეს ლიცენზიის შესაბამისი ფორმის დადგენილი წესით დამტკიცებისთანავე.

3. აღნიშნული განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი №6) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

4. საქართველოს ეროვნული ბანკის არასაბანკო დაწესებულებების ზედამხედველობის დეპარტამენტს დაევალოს ამ განკარგულების 10 დღის ვადაში საქართველოს საკანმონმდებლო მაცნეში გამოქვეყნება.

5. ეს განკარგულება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ვიცე-პრეზიდენტი                                                      ო. ნადარაია