სს კომერციული ბანკი „აბრეშუმის გზის“ საფირმო სახელწოდების ცვლილების გამო სალიცენზიო მოწმობაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
სს კომერციული ბანკი „აბრეშუმის გზის“ საფირმო სახელწოდების ცვლილების გამო სალიცენზიო მოწმობაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 76
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი
მიღების თარიღი 02/02/2011
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 140211, 14/02/2011
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
76
02/02/2011
ვებგვერდი, 140211, 14/02/2011
სს კომერციული ბანკი „აბრეშუმის გზის“ საფირმო სახელწოდების ცვლილების გამო სალიცენზიო მოწმობაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის

განკარგულება №76

2011 წლის 2 თებერვალი

ქ. თბილისი

სს კომერციული ბანკი „აბრეშუმის გზის“ საფირმო სახელწოდების ცვლილების გამო სალიცენზიო მოწმობაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 49-ე მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2009 წლის 2 დეკემბრის №225/01 ბრძანების საფუძველზე:

1. სს კომერციული ბანკი „აბრეშუმის გზის“ საფირმო სახელწოდების შეცვლის გამო, შეტანილ იქნეს ცვლილება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სს კომერციული ბანკი „აბრეშუმის გზისათვის 2000 წლის 13 მარტს გაცემულ სალიცენზიო მოწმობაში №238 და სახელწოდება სს კომერციული ბანკი „აბრეშუმის გზა“ შეიცვალოს სახელწოდებით „ბითიეი ბანკი“.

2.  მ განკარგულების გამოცემიდან 3 დღეში სს „ბითიეი ბანკს“ მიეცეს სალიცენზიო მოწმობა მითითებული ლიცენზიის ნომრით.

3. ინფორმაცია სალიცენზიო მოწმობაში ცვლილებების შეტანის თაობაზე 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში.

4. აღნიშნული განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი,  მე-12 კილომეტრი №6) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

5. ეს განკარგულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

  ო. ნადარაია