„თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2010 წლის 2 ივლისის №7 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2010 წლის 2 ივლისის №7 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 78
დოკუმენტის მიმღები თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი
მიღების თარიღი 04/02/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 220211, 22/02/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 17/06/2013
სარეგისტრაციო კოდი 010260010.35.123.016030
  • Word
78
04/02/2011
ვებგვერდი, 220211, 22/02/2011
010260010.35.123.016030
„თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2010 წლის 2 ივლისის №7 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი

თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს  

78  

2011 წელი 4 თებერვალი    

. ქუთაისი 

თვითმმართველი ქალაქის ქუთაისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ თვითმმართველი ქალაქის ქუთაისის საკრებულოს 2010 წლის 2 ივლისის 7 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 22- ე მუხლის პირველი პუნქტის ქვეპუნქტის, 43- ე მუხლის მე-2 პუნქტის, 44-ე მუხლის I პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63- ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის საკრებულო ადგენს:

    მუხლი 1

 შეტანილ იქნეს „თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2010 წლის 2 ივლისის 7 დადგენილების №1 დანართში (თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის დებულება) შემდეგი ცვლილებები:

1. დანართის მე-3 მუხლის, მე-4 პუნქტის ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ქალაქ ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულები: მერიის ადმინისტრაციული სამსახური; არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახური; კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისდა ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური; ეკონომიკური პოლიტიკისა და სტრატეგიული განვითარების სამსახური; კეთილმოწყობის სამსახური; საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახური; საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური; სამხედრო სამსახური; საფინანსო სამსახური; სახელმწიფო შესყიდვების სამსახური; ტრანსპორტის სამსახური; ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ საკითხთა და ლტოლვილთა სამსახური;“.

2. დანართის ІІІ თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი III

სტრუქტურული ერთეული – სამსახური“.

3. დანართის მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 13. სამსახური

1. სამსახური არის ქალაქ ქუთაისის მერიის კომპეტენციას მიკუთვნებული სფეროების მიხედვით უფლებამოსილებათა განხორციელების მიზნით შექმნილი მერიის სტრუქტურული ერთეული;

2. სამსახურის კომპეტენცია, სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება ქალაქ ქუთაისის საკრებულოს მიერ დამტკიცებული დებულებით;

3. სამსახურებს, მათი ფუნქციებისა და უფლებამოსილებების შესაბამისად, კოორდინაციას უწევს მერის ერთ-ერთი მოადგილე“.

4. დანართის მე-14 მუხლის სათაური და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

) „მუხლი 14. სამსახურის ხელმძღვანელი“

) „1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი“.

5. დანართის V თავს დაემატოს მე-17 მუხლი შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 17. სამსახურისა და ტერიტორიული ორგანოების მოსამსახურე“.

6. დანართის V თავის სათაური და მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

) „თავი V. სამსახურისა და ტერიტორიული ორგანოს მოსამსახურე“

) „2. სამსახურისა და ტერიტორიული ორგანოს მოსამსახურეს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ქალაქ ქუთაისის მერი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით“.

    მუხლი 2

ქალაქ ქუთაისის მერმა, გ. თევდორაძემ, ზემოთ მითითებული ცვლილებების გათვალისწინებით, უზრუნველყოს ქალაქ ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულების დებულებების დამტკიცების შესახებ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს დადგენილებებში ცვლილებების შეტანის თაობაზე თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს დადგენილებების პროექტების მომზადება და თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოსათვის დასამტკიცებლად წარდგენა.

    მუხლი 3

დადგენილება ძალაში შევიდეს კანონით დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე           ა. ხვადაგიანი