აქციონერთა კრების მოწვევის შესახებ

  • Word
აქციონერთა კრების მოწვევის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3
დოკუმენტის მიმღები ს.ს"კრწანისი პური"
მიღების თარიღი 10/02/2011
დოკუმენტის ტიპი განცხადება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 140211, 14/02/2011
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
3
10/02/2011
ვებგვერდი, 140211, 14/02/2011
აქციონერთა კრების მოწვევის შესახებ
ს.ს"კრწანისი პური"

 

 

განცხადება

სს „კრწანისი პურის“ აქციონერთა საერთო კრების მოწვევის შესახებ

 

სააქციო საზოგადოება „კრწანისი პურის“ სამეთვალყურეო საბჭო საზოგადოების აქციონერებს გიწვევთ ს/ს „კრწანისი პურის“ აქციონერთა საერთო კრებაზე, რომელიც გაიმართება 2011 წლის 5 მარტს, დღის 15 საათზე, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, გორგასლის ქ. 113, სს „კრწანისი პური“.

 

სს „კრწანისი პურის“ საერთო კრების სააღრიცხვო დღედ დადგენილია 2011 წლის 10 თებერვალი.

 

დღის წესრიგი:

1. სს „კრწანისი პურის“ 2010 წ-ის საწარმო-საფინანსო მდგომარეობის შედეგები;

2. სს „კრწანისი პურის“ მიერ მისი ძირითადი საქმიანობის გაგრძელების მიზანშეწონილობის  შესახებ;

3. სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში ცვლილებების შეტანის შესახებ;

4. სხვადასხა. 

  დღის წესრიგის საკითხების გამო დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება აქციონერებს შეუძლიათ სს „კრწანისი პურის“ დირექტორატში, ხოლო განმარტებების და წინადადებების მისაღებად, მოთხოვნა წერილობით უნდა იქნს დაყენებული დირექტორატის წინაშე, კრებამდე 10 დღით ადრე.

კრებაში მონაწილეობის უფლება და თქვენ განკარგულებაში არსებული ხმების რაოდენობა სააღრიცხვო დღის მდგომარეობით შეგიძლიათ შეამოწმოთ სს „საქართველოს რეგისტრატორში”, ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 74-ა, ტელ.: 25-15-60;  22-53-51.

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ სს „კრწანისი პურში”.

აქციონერთა კრების მუშაობაში აქციონერი მონაწილეობას იღებს პირადობის მოწმობის და აქციათა რეესტრის საფუძველზე.

 

    სს „კრწანისი პურის“

    სამეთვალყურეო საბჭოს   თავჯდომარე               ლ. რამიშვილი 

   10.02.2011 წ.