დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრის რეორგანიზაციის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 66 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 09/02/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110211, 11/02/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.08.002.016154 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №66
2011 წლის 9 თებერვალი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრის რეორგანიზაციის შესახებ
1. 2011 წლის 1 აპრილიდან რეორგანიზებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრი (შემდეგში – პროექტების განმახორციელებელი ცენტრი) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან (შემდეგში – ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი) მიერთების გზით.
2. ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი განისაზღვროს პროექტების განმახორციელებელი ცენტრის უფლებამონაცვლედ, უფლებამოსილებების იმ ნაწილის გარდა, რომელთა მიმართაც საქართველოს მთავრობის მიერ სხვაგვარი გადაწყვეტილება იქნება მიღებული.
3. საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს პროექტების განმახორციელებელი ცენტრის რეორგანიზაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
4. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საავადმყოფოთა რესტრუქტურიზაციის ფონდისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური და ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის რეორგანიზაციის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 17 ნოემბრის №696 ბრძანებულება.
5. ეს ბრძანებულება, გარდა მე-4 პუნქტისა ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
6. ამ ბრძანებულების მე-4 პუნქტი ამოქმედდეს 2011 წლის 1 აპრილიდან.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები