„საქართველოს კონტროლის პალატის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2009 წლის 12 მარტის №32/42 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს კონტროლის პალატის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2009 წლის 12 მარტის №32/42 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 22/42
დოკუმენტის მიმღები საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე
მიღების თარიღი 10/02/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 140211, 14/02/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 01/02/2013
სარეგისტრაციო კოდი 010320000.20.013.016003
  • Word
22/42
10/02/2011
ვებგვერდი, 140211, 14/02/2011
010320000.20.013.016003
„საქართველოს კონტროლის პალატის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2009 წლის 12 მარტის №32/42 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე

საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის

ბრძანება 22/42

2011 წლის 10 თებერვალი

ქ. თბილისი

„საქართველოს კონტროლის პალატის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2009 წლის 12 მარტის №32/42 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის „მ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1.

„საქართველოს კონტროლის პალატის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2009 წლის 12 მარტის №32/42 ბრძანებით (სსმ III, 12.03.2009 წ., №28, მუხ.359) დამტკიცებულ „საქართველოს კონტროლის პალატის რეგლამენტში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე- 10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 10. აუდიტის განმახორციელებელი კონტროლის პალატის მოსამსახურეები

აუდიტის განხორციელების უფლება აქვთ აუდიტის დეპარტამენტის უფროსს და მის მოადგილეს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში კონტროლის პალატების თავმჯდომარეებ და მათ მოადგილეებ, მთავარ აუდიტორ, უფროს აუდიტორს, აუდიტორ, აუდიტორ-ასისტენტს, აუდიტორ-სტაჟიორსა და საქართველოს კონტროლის პალატის სხვა მოსამსახურეს საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის დავალებით.“.

2. მე- 14 მუხლის მე- 8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

8. აუდიტს ატარებს საქართველოს კონტროლის პალატის აუდიტის ჯგუფი, რომლის შემადგენლობას შეარჩევს აუდიტის განმახორციელებელი შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, როგორც წესი, მის დაქვემდებარებაში მყოფი აუდიტორებისა და აუდიტორ-სტაჟიორებისაგან.“.

3. მე- 15 მუხლის მე- 5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

5. აუდიტის ჩატარებისათვის განსაზღვრულ ვადაში დგება აუდიტის აქტი, რომელსაც ხელს აწერენ აუდიტის ჯგუფის უფროსი და ჯგუფის წევრები (გარდა აუდიტორ-სტაჟიორისა). აუდიტის აქტს დეპარტამენტის უფროსი (მოადგილე) გასაცნობად გადასცემს აუდიტის ობიექტს.“.

    მუხლი 2.

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

. ბეჟაშვილი